საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2014 17:46
მიღების თარიღი აგვისტო 14, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2014 წლის 10 ივლისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №363/1 “შპს „სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ”, რომელშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომები. კერძოდ,
ა) გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში, პირველ გვერდზე, მეორე აბზაცში, ორჯერ არის მითითებული „2014 წლის“, ამავე დროს, შპს „სტერეო +“-ს წერილის სარეგისტრაციო ნომრის N7/240-14 ნაცვლად მითითებული უნდა იყოს კომისიაში რეგისტრაციის №6/4319-14;
ბ) კომისიის 2014 წლის 31 მარტის №176/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების“ მე–4 მუხლის 2.3 პუნქტის გ.ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, №MUX-D და №MUX-E ლიცენზიებისთვის გათვალისწინებულ ერთ-ერთ სალიცენზიო ვალდებულებას წარმოადგენს ის, რომ ლიცენზიის მფლობელმა 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს მინიმუმ 21 ძირითადი გადამცემი სადგურის გამოყენებით ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფორმირება, შესაბამისად
ბ.ა) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, მე–10 გვერდზე, მე-2 პუნქტის დ.დ) ქვეპუნქტში ფრჩხილებში გაკეთებული ჩანაწერის „2016 წლის 1 იანვრამდე - მინიმუმ 21, ხოლო 2016 წლის 1 მარტამდე - 42 გადამცემი სადგურის“ ნაცვლად მითითებული უნდა იყოს „2016 წლის 1 იანვრამდე - მინიმუმ 21 გადამცემი სადგური“;
ბ.ბ) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, მე–15 გვერდზე, მე-3 პუნქტის დ.დ) ქვეპუნქტში ფრჩხილებში გაკეთებული ჩანაწერის „2016 წლის 1 იანვრამდე - მინიმუმ 21, ხოლო 2016 წლის 1 მარტამდე - 42 გადამცემი სადგურის“ ნაცვლად მითითებული უნდა იყოს „2016 წლის 1 იანვრამდე - მინიმუმ 21გადამცემი სადგური“;
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა გასწორდეს კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით (კომისიის წევრმა კ. ბექაურმა მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილებას).
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს “შპს „სტერეო+“ – სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ”, კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომები და
ა) გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში, პირველ გვერდზე, მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კომისია აღნიშნავს, რომ №MUX-B, №MUX-D და №MUX-E ლიცენზიებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის (ჯამში 3000.00 (სამი ათასი) ლარი) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადასახადო დავალება), შპს „სტერეო +“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2014 წლის 2 ივლისს (კომისიაში რეგისტრაციის №6/4319-14)“;
ბ) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, მე-10 გვერდზე, მე-2 პუნქტის დ.დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.დ) უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ძირითადი გადამცემი სადგურების (2016 წლის 1 იანვრამდე - მინიმუმ 21 გადამცემი სადგური) გამოყენებით, ერთიდაიგივე სამაუწყებლო კონტენტის გავრცელების შესაძლებლობის მქონე გადამცემი ქსელისა და სადისტრიბუციო ქსელის, ასევე შესაბამისი სათაო სადგურის (Head-end)/ქსელის მართვის ცენტრის (განთავსების ადგილი ქ.თბილისი) ფორმირება და ექპლუატაციაში გაშვება 2016 წლის 1 იანვრამდე, წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით კომისიასთან შეთანხმებული და ამ გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული ვადების დაცვით;
გ) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, მე–15 გვერდზე, მე-3 პუნქტის დ.დ) ქვეპუნქტი ჩამოყელიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.დ) უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ძირითადი გადამცემი სადგურების (2016 წლის 1 იანვრამდე - მინიმუმ 21 გადამცემი სადგური) გამოყენებით, ერთიდაიგივე სამაუწყებლო კონტენტის გავრცელების შესაძლებლობის მქონე გადამცემი ქსელისა და სადისტრიბუციო ქსელის, ასევე შესაბამისი სათაო სადგურის (Head-end) /ქსელის მართვის ცენტრის (განთავსების ადგილი ქ.თბილისი) ფორმირება და ექპლუატაციაში გაშვება 2016 წლის 1 იანვრამდე, წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით კომისიასთან შეთანხმებული და ამ გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული ვადების დაცვით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სტერეო+“-სთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) (ნ.ჯანელიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „სტერეო +“-სთვის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
