საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2014 16:01
მიღების თარიღი აგვისტო 14, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირებს, აგრეთვე, მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ დალიცენზიის მფლობელ პირებს, დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა მითითებული პერიოდულობით.
კომისია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი ახორციელებს მსოფლიო სატელეკომუნიკაციო მაგისტრალური ხაზების ინტერაქტიული რუკის შექმნის პროექტს და კომისიას, როგორც წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირში, მიმართა თხოვნით მიეწოდებინა მისთვის საქართველოს შესახებ სათანადო ინფორმაცია.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა შეისწავლა აღნიშნული მოთხოვნები და შეიმუშავა სათანადო სტატისტიკური ფორმები, რომლებიც საშუალებას იძლევა შეიქმნას საქართველოს სატელეკომუნიკაციო მაგისტრალური ხაზების ინტერაქტიული რუკა. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის თავისებურების გათვალისწინებით, ასევე მნიშვნელოვანია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისგან რადიო-სარელეო ხაზების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვაც.
ზემოაღნიშნული ინფორმაციის სტატისტიკურ ფორმებში ასახვა ერთი მხრივ საშუალებას მისცემს კომისიას კომისიის ანალიტიკურ პორტალზე შექმნას საქართველოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი და რადიო სარელეო ხაზების ციფრული ინტერაქტიული რუკა, ხოლო მეორე მხრივ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
საქართველოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი და რადიო სარელეო ხაზების ციფრული ინტერაქტიული რუკა ასევე ხელმისაწვდომს გახდის ინფორმაციას ქვეყანაში თუ რა დინამიკა არსებობს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. ციფრული რუკა მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს როგორც არსებულ სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, ასევე პოტენციურ ინვესტორებს საქართველოს რეგიონების ინტერნეტით დაფარვის პროცესში. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დანართ 1-ს უნდა დაემატოს ფორმა 10.1, ფორმა (მაგისტრალური არხების მარშუტიზატორები) 10.2 (ოპტიკური მაგისტრალური არხები) და ფორმა 10.3 (რადიოსიხშირული მაგისტრალური არხები).
კომისიას ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია რიგი დაზუსტებების შეტანა არსებულ სტატისტიკურ ფორმებში, კერძოდ:
1. მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით გაწეული საცალო მომსახურების ფორმებში (ფორმა 2.1, ფორმა 2.2, ფორმა 2.3. ფორმა 2.4, ფორმა 2.5, ფორმა 2.6, ფორმა 2.7, ფორმა 2.8, ფორმა 2.9, ფორმა 2.10 და ფორმა 2.11) მიზანშეწონილია დაემატოს ტექნოლოგიის ველი, რაც კომისიას მისცემს ავტორიზებული პირების სტატისტიკური მონაცემების გამოყენებული ტექნოლოგიების მიხედვით დამოუკიდებლად აღრიცხვის შესაძლებლობას;
2. მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით გაწეული საცალო მომსახურების ფორმა2.6-ში (პაკეტები), პაკეტში შემავალი სერვისები ზრდიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია დაემატოს პაკეტის დასახელება;
3. არარეზიდენტ პირებთან ხმოვანი ურთიერთჩართვის ფორმა 5.2-ში, ბაზარზე არსებული ვითარების სრული სურათის მიღების მიზნით, მიზანშეწონილია შემომავალი ტრაფიკის მსგავსად, გამავალი ტრაფიკიც დაიშალოს ზარის მიმღები ქსელის ტიპის მიხედვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22გადაწყვეტილების დანართ №1-ს დაემატოს ფორმა 10.1, ფორმა 10.2 და ფორმა 10.3 თანდართული რედაქციით (დანართი №1);
2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს დაევალოთ კომისიის სტატისტიკურ ბაზაში ამ გადაწყვეტილების დანართი №1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ფორმების: ფორმა 10.1, ფორმა 10.2 და ფორმა 10.3 ატვირთვა 2014 წლის 25 სექტემბრამდე;
3. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს დაევალოთ კომისიის სტატისტიკურ ბაზაში ამ გადაწყვეტილების დანართი №1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ფორმების: ფორმა 10.1, ფორმა 10.2 და ფორმა 10.3 ატვირთვა ამ ფორმებში მითითებული პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 კალენდარული დღისა;
4. კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დანართ №1-ის სტატისტიკურ ფორმები: ფორმა 2.1, ფორმა 2.2, ფორმა 2.3. ფორმა 2.4, ფორმა 2.5, ფორმა 2.6, ფორმა 2.7, ფორმა 2.8, ფორმა 2.9, ფორმა 2.10 და ფორმა 2.11 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
5. კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დანართ №1-ის სტატისტიკურ ფორმა 5.2 შეიცვალოს თანდართული რედაქციით;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან;
6. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავას) დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების:
ა) გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);
ბ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისთვის დაგზავნა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
დანართი 1
ფორმა N10.1 (მაგისტრალური არხების მარშუტიზატორები) ივსება/ზუსტდება კვარტალში ერთხელ
|
ველი |
განმარტება |
|
დასახლებული პუნქტი |
დასახლებული პუნქტის დასახელება |
|
კოორდინატი |
გრძედი/განედი |
|
პირობითი სახელი |
მარშრუტიზატორის პირობითი სახელწოდება |
|
100Mb პორტების რაოდენობა - სულ |
პორტების რაოდენობის შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა |
|
100Mb პორტების რაოდენობა - საკუთარი ქსელისთვის დაკავებული |
პორტების რაოდენობის შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა |
|
100Mb პორტების რაოდენობა - სხვა ოპერატორის ქსელისთვის დაკავებული |
პორტების რაოდენობის შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა |
|
1Gb პორტების რაოდენობა - სულ |
პორტების რაოდენობის შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა |
|
1Gb პორტების რაოდენობა - საკუთარი ქსელისთვის დაკავებული |
პორტების რაოდენობის შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა |
|
1Gb პორტების რაოდენობა - სხვა ოპერატორების ქსელებისთვის დაკავებული |
პორტების რაოდენობის შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა |
|
10Gb პორტების რაოდენობა - სულ |
პორტების რაოდენობის შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა |
|
10Gb პორტების რაოდენობა - საკუთარი ქსელისთვის დაკავებული |
პორტების რაოდენობის შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა |
|
10Gb პორტების რაოდენობა - სხვა ოპერატორის ქსელებისთვის დაკავებული |
პორტების რაოდენობის შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა |
ფორმა N10.2 (ოპტიკური მაგისტრალური არხები) ივსება/ზუსტდება კვარტალში ერთხელ
|
ველი |
განმარტება |
|
A პუნქტის შემაერთებელი მარშრუტიზატორი |
მარშრუტიზატორის პირობითი სახელწოდება (ფორმა10.1 -ის მიხედვით) |
|
B პუნქტის შემაერთებელი მარშრუტიზატორი |
მარშრუტიზატორის პირობითი სახელწოდება (ფორმა10.1 -ის მიხედვით) |
|
კაბელის სიგრძე |
შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა (კმ) |
|
კაბელის მონტაჟის ტიპი |
მიწისზედა (საჰაერო), მიწისქვეშა, საზღვაო, შერეული |
|
ოპტიკური ძარღვების რაოდენობა კაბელში სულ |
შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა |
|
ოპტიკური ძარღვების რაოდენობა - საკუთარი ქსელისთვის დაკავებული |
შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა |
|
ოპტიკური ძარღვების რაოდენობა - სხვა ოპერატორების ქსელებისთვის დაკავებული |
შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა (ფიზიკური ძარღვების რაოდენობა, რომელიც იჯარით არის გადაცემული სხვა ოპერატორებზე) |
|
სრული გამტარუნარიანობა |
მბ/წმ (მაგისტრალური არხის ჯამური გამტარუნარიანობა) |
|
დაკავებული გამტარუნარიანობა |
მბ/წმ (საკუთარი ქსელისთვის დაკავებული გამტარუნარიანობა) |
ფორმა N10.3 (რადიოსიხშირული მაგისტრალური არხები)
მხოლოდ ფართოზოლოვანი დაშვების ქსელში ინფორმაციული ნაკადების მიწოდებისთვის გათვალისწინებული რადიოსარელეო ხაზებით უზრუნველყოფილი არხები ივსება კვარტალში ერთხელ
|
ველი |
განმარტება |
|
A პუნქტის შემაერეთბელი მარშრუტიზატორი |
მარშრუტიზატორის პირობითი სახელწოდება (ფორმა10.1 -ის მიხედვით) |
|
B პუნქტის შემაერთებელი მარშრუტიზატორი |
მარშრუტიზატორის პირობითი სახელწოდება (ფორმა10.1 -ის მიხედვით) |
|
A და B პუნქტებს შორის მანძილი |
კმ |
|
მიღების სიჩქარე სულ |
შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა (მბ/წმ) |
|
გადაცემის სიჩქარე სულ |
შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა (მბ/წმ) |
|
მიღების სიჩქარე (საკუთარი ქსელისთვის დაკავებული) |
შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა (მბ/წმ) |
|
გადაცემის სიჩქარე (საკუთარი ქსელისთვის დაკავებული) |
შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა (მბ/წმ) |
|
მიღების სიჩქარე (სხვა ოპერატორების ქსელებისთვის დაკავებული) |
შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა (მბ/წმ) |
|
გადაცემის სიჩქარე (სხვა ოპერატორების ქსელებისთვის დაკავებული) |
შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა (მბ/წმ) |
ფორმა 2.1 (ძირითადი) ივსება ყოველთვიურად
|
ველი |
განმარტება |
|||
|
თვე |
Jan-2012,… |
|||
|
ბრენდი |
მაგთი, ბალი, ბანი, ჯეოსელი (877), ლაი-ლაი, ბილაინი |
|||
|
ტექნოლოგია |
2G/3G, CDMA 850, WiMax |
|||
|
მფლობელობის ტიპი |
იურიდიული ან ფიზიკური |
|||
|
წინასწარი/შემდგომი გადახდის |
წინასწარი ან შემდგომი გადახდა იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი არის შერეული გადახდის ტიპის (მაგ. თუ იგი კორპორატიული აბონენტია წინასწარი გადახდის პირადი და კორპორატიული შემდგომი გადახდის ანგარიშებით), მიაკუთვნეთ შემდგომ გადახდას |
|||
|
რეგისტრირებული აბონენტები |
შესაბამის პერიოდის (თვე, კვარტალი) ბოლოსთვის აბონენტთა (SIM ბარათთა) რაოდენობა, ვისაც ხელშეკრულების საფუძველზე შეეძლო კომპანიისგან მომსახურების მიღება (კომპანიის თანამშრომლების ჩათვლით და სატესტო ბარათების ჩაუთვლელად) |
|||
|
აქტიური აბონენტები ა ტიპი |
აბონენტთა (SIM ბარათთა) რაოდენობა , რომელთაც შესაბამისი პერიოდის (თვე, კვარტალი) განმავლობაში ერთხელ მაინც ისარგებლეს კომპანიის მომსახურებით (განახორციელეს ან მიიღეს ზარი, გააგზავნეს ან მიიღეს SMS/MMS, ისარგებლეს ინტერნეტით ან სხვა დამატებითი მომსახურებით, დაერიცხათ სააბონენტო გადასახადი (კომპანიის თანამშრომლების ჩათვლით და სატესტო ბარათების ჩაუთვლელად). |
|||
|
აქტიური აბონენტები ბ ტიპი |
აბონენტთა რაოდენობა (SIM ბარათთა), რომელთაც შესაბამისი პერიოდის (თვე, კვარტალი) განმავლობაში დაერიცხათ სააბონენტო გადასახადი ან ვინც ისარგებლა ფასიანი მომსახურებით |
|||
|
მფლობელთა რაოდენობა |
იურიდიული პირების შემთხვევაში: იურიდიულ პირთა რაოდენობა, ვისაც საანგარიშგებო პერიოდში შეესაბამებოდა ერთი მაინც ბ ტიპის აბონენტი. იურიდიული პირის იდენტიფიკაცია მოახდინეთ საგადასახადო კოდის (TIN- Tax Identity Number) სიზუსტით. (მაგ. თუ კომპანიას ჰყავს შვილობილი, რომელიც სარგებლობს იგივე საგადასახადო კოდით, იგი მიაკუთვნეთ მშობელ კომპანიას). ფიზიკური პირების შემთხვევაში - პირადი ნომრების რაოდენობა, ვისაც საანგარიშგებო პერიოდში შეესაბამებოდა ერთი მაინც ბ ტიპის აბონენტი |
|||
|
ახალი აბონენტები |
საანგარიშო პერიოდში პირველად გამოჩენილი აქტიური ა ტიპის აბონენტების რაოდენობა |
|||
|
ახალი მფლობელები |
საანგარიშო პერიოდში პირველად გამოჩენილი მფლობელების რაოდენობა |
|||
|
საცალო შემოსავალი |
აბონენტების მომსახურებიდან მიღებული საცალო შემოსავალი |
|||
|
საცალო დღგ |
შესაბამისი დღგ |
|||
|
საცალო აქციზი |
შესაბამისი აქციზი |
|||
|
აქტიური ინტერნეტ მომხმარებლები |
აბონენტები, რომელთაც შესაბამის პერიოდში ისარგებლეს ინტერნეტის სერვისით. თუ ინტერნეტი გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი დანიშნულებით (მაგ. MMS-ის გასაგზავნად), მას ნუ ჩათვლით ინტერნეტის მოხმარებად |
|||
|
აქტიური 3G ინტერნეტ მომხმარებლები |
აბონენტები, რომელთაც შესაბამის პერიოდში ისარგებლეს 3G ან 3.5 G ინტერნეტით. თუ ინტერნეტი გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი დანიშნულებით (მაგ. MMS-ის გასაგზავნად), მას ნუ ჩათვლით ინტერნეტის მოხმარებად |
|||
|
SMS მომხმარებლები |
აბონენტების რაოდენობა, ვინც შესაბამის პერიოდში გააგზავნა SMS |
|||
|
MMS მომხმარებლები |
აბონენტების რაოდენობა, ვინც შესაბამის პერიოდში გააგზავნა MMS |
|||
|
როუმინგის მომხმარებლები |
(საკუთარი) აბონენტების რაოდენობა, ვინც შესაბამის პერიოდში ისარგებლა როუმინგული მომსახურებით |
|||
|
BlcakBerry მომხმარებლები |
აბონენტების რაოდენობა, ვინც შესაბამის პერიოდში ისარგებლა BlcakBerry მომსახურებით |
|||
|
საერთაშორისო ზარების მომსახურების მომხმარებლები |
აბონენტების რაოდენობა, ვინც შესაბამის პერიოდში ისარგებლა გამავალი საერთაშორისო ზარით |
|||
ფორმა 2.2 (აბონენტები კვარტალში) ივსება კვარტალურად
|
ველი |
განმარტება |
|
კვარტალი |
მაგ. 2012-Q1: 2012 წლის პირველი კვარტალი |
|
ბრენდი |
იხ. ფორმა 2.1 |
|
ტექნოლოგია |
2G/3G, CDMA 850, WiMax |
|
მფლობელობის ტიპი |
იხ. ფორმა 2.1 |
|
წინასწარი/შემდგომი გადახდის |
იხ. ფორმა 2.1 |
|
რეგისტრირებული აბონენტები |
იხ. ფორმა 2.1 |
|
აქტიური აბონენტები ა ტიპი |
იხ. ფორმა 2.1 |
|
აქტიური აბონენტები ბ ტიპი |
იხ. ფორმა 2.1 |
|
მფლობელთა რაოდენობა |
იხ. ფორმა 2.1 |
|
აქტიური ინტერნეტ მომხმარებლები |
იხ. ძირითადი ცხრილი. ფორმა 2.1 |
|
აქტიური 3G ინტერნეტ მომხმარებლები |
იხ. ფორმა 2.1 |
|
SMS მომხმარებლები |
იხ. ფორმა 2.1 |
|
MMS მომხმარებლები |
იხ. ფორმა 2.1 |
|
საერთაშორისო ზარების მომსახურების მომხმარებლები |
იხ. ფორმა 2.1 |
ფორმა 2.3 (ტრაფიკი) ივსება ყოველთვიურად მხოლოდ გამავალი ტრაფიკი
|
ველი |
განმარტება |
|
|
თვე |
Jan-2012,… |
|
|
ბრენდი |
იხ. ფორმა 2.1 |
|
|
ტექნოლოგია |
2G/3G, CDMA 850, WiMax |
|
|
მფლობელობის ტიპი |
იხ. ფორმა 2.1 |
|
|
წინასწარი/შემდგომი გადახდის |
იხ. ფორმა 2.1 |
|
|
მიმართულება |
განიხილება მხოლოდ გამავალი ტრაფიკი. განიხილეთ გამავალი ტრაფიკის შემდეგი მიმართულებები: |
|
|
CUG |
შეავსეთ მხოლოდ იმ კორპორატიული აბონენტებისთვის, ვინც CUG (Closed User Group) ზარებისთვის სარგებლობს სპეციალური ტარიფით. იმ შემთხვევაში, თუ სააბონენტო გადასახადის სანაცვლოდ, სხვა შეღავათებთან ერთად, აბონენტს საშუალება აქვს შეუზღუდავად ისაუბროს ჯგუფის (CUG) შიგნით, დასაშვებია სააბონენტო გადასახადი სრულად მიუთითოთ CUG ზარების შესაბამის შემოსავლად. |
|
|
Mobile-onnet |
საკუთარი მობილური აბონენტების მიმართულებით განხორციელებული ზარები იმ შემთხვევაში, თუ სააბონენტო გადასახადის სანაცვლოდ, სხვა შეღავათებთან ერთად, აბონენტს საშუალება აქვს შეუზღუდავად ისაუბროს Mobile-onnet მიმართულებით, დასაშვებია სააბონენტო გადასახადი სრულად მიუთითოთ Mobile-onnet-ის შესაბამის შემოსავლად. |
|
|
Mobile-offnet |
სხვა ოპერატორების მობილური აბონენტების მიმართულებით განხორციელებული ზარები |
|
|
Fixed-onnet |
საკუთარი ფიქსირებული აბონენტების მიმართულებით განხორციელებული ზარები |
|
|
Fixed-offnet |
სხვა ოპერატორების ფიქსირებული აბონენტების მიმართულებით განხორციელებული ზარები |
|
|
International |
საერთაშირისო ზარები |
|
|
Free |
უფასო ზარები. მათ შორის: უფასო ინტერაქტიული ზარები, 112 |
|
|
Interactive |
ინტერაქტიული ზარები (მაგ. 08,..) |
|
|
Other |
ზარები, რომლებიც ზემოთ მითითებულ კატეგორიებს არ განეკუთვნებიან |
|
|
აბონენტები |
აბონენტების რაოდენობა, ვინც ისარგებლა შესაბამისი სერვისით |
|
|
წუთები |
შესაბამისი წუთების რაოდენობა |
|
|
ზარების რაოდენობა |
შესაბამისი ზარების რაოდენობა |
|
|
შემოსავალი |
შესაბამისი შემოსავალი. თუ აბონენტი სააბონენტო გადასახადის სანაცვლოდ ერთ ან რამდენიმე მიმართულებაზე იღებს სპეციალურ ტარიფს, სააბონენტო გადასახადიდან მიღებული შემოსავალი გადაანაწილეთ შესაბამის მიმართულებებზე |
|
|
დღგ |
შესაბამისი დღგ |
|
|
აქციზი |
შესაბამისი აქციზი |
|
ფორმა 2.4 (სატარიფო გეგმები) ივსება ყოველთვიურად მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის
|
ველი |
განმარტება |
|
თვე |
Jan-2012,… |
|
ბრენდი |
იხ. ფორმა 2.1 |
|
ტექნოლოგია |
2G/3G, CDMA 850, WiMax |
|
მფლობელობის ტიპი |
იხ. ფორმა 2.1 |
|
წინასწარი/შემდგომი გადახდის |
იხ. ფორმა 2.1 |
|
სატარიფო გეგმა |
სატარიფო გეგმის დასახელების აბრევიატურა. სატარიფო გეგმა აქციისგან განასხვავეთ შემდეგი კრიტერიუმით: აბონენტი მხოლოდ ერთ სატარიფო გეგმაში შეიძლება იყოს ჩართული, ამავე დროს იგი ერთი სატარიფო გეგმის ფარგლებში შესაძლოა რამოდენიმე აქციაში ერთდროულად მონაწილეობდეს. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში აბონენტთა რაოდენობა სატარიფო გეგმების მიხედვით შეიძლება დაიყოს არათანამკვეთ ჯგუფებად. თუ საანგარიშო პერიოდში აბონენტმა რამოდენიმეჯერ შეიცვალა სატარიფო გეგმა, მის სატარიფო გეგმად მიიჩნიეთ უკანასკნელი სატარიფო გეგმა. იმისდა მიუხედავად ოპერატორი რას უწოდებს სატარიფო გეგმას ან აქციას, გამოიყენეთ მითითებული განმარტება. |
|
აბონენტები |
სატარიფო გეგმაში ჩართული აბონენტების რაოდენობა. თუ საანგარიშო პერიოდში აბონენტმა რამოდენიმეჯერ შეიცვალა სატარიფო გეგმა, მის სატარიფო გეგმად მივიჩნევთ უკანასკნელ სატარიფო გეგმას. გაითვალისწინეთ, რომ სატარიფო გეგმების მიხედვით აბონენტთა ჯამური რაოდენობა უნდა უდრიდეს ძირითად ცხრილში მითითებულ აბონენტთა რაოდენობას |
|
შემოსავალი აქტივაციიდან |
სატარიფო გეგმის გააქტიურებისთვის ერთჯერადად გადახდილი თანხით მიღებული შემოსავალი |
|
სააბონენტო შემოსავალი |
სატარიფო გეგმით სარგებლობისთვის პერიოდულად გადახდილი თანხებიდან მიღებული შემოსავალი |
|
შემოსავალი |
სატარიფო გეგმით მიღებული სრული შემოსავალი (აქტივაციის და სააბონენტო შემოსავლის ჩათვლით, დღგ-ს და აქციზის გარეშე) |
|
დღგ |
შესაბამისი დღგ |
|
აქციზი |
შესაბამისი აქციზი |
ფორმა 2.5 (აქციები) ივსება ყოველთვიურად მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის
|
ველი |
განმარტება |
|
თვე |
Jan-2012,… |
|
ბრენდი |
იხ. ძირითადი ცხრილი. ფორმა 2.1 |
|
ტექნოლოგია |
2G/3G, CDMA 850, WiMax |
|
მფლობელობის ტიპი |
იხ. ფორმა 2.1 |
|
წინასწარი/შემდგომი გადახდის |
იხ. ძირითადი ცხრილი. ფორმა 2.1 |
|
აქცია |
აქციის დასახელების აბრევიატურა. აქციად ჩათვალეთ ნებისმიერი პირობა, რომლის ფარგლებშიც აბონენტი თუნდაც ერთი სერვისისთვის სარგებლობს არასტადნარტული ტარიფით. სატარიფო გეგმები და პაკეტები აქციებად არ განიხილოთ. აქციის მაგალითია მაგთის "აირჩიე შენი საჩუქრის" ფარგლებში "ერთ საყვარელ ნომერთან 5 თეთრად საუბარი", რომელიც დამოუკიდებელ აქციად უნდა განიხილოთ |
|
აბონენტები |
საანგარიშო პერიოდში აბონენტთა რაოდენობა, ვინც ერთხელ მაინც ისარგებლა აქციის პირობებით |
|
შემოსავალი აქტივაციიდან |
აქციის გააქტიურებისთვის ერთჯერადად გადახდილი თანხით მიღებული შემოსავალი |
|
სააბონენტო შემოსავალი |
აქციით სარგებლობისთვის პერიოდულად გადახდილი თანხებიდან მიღებული შემოსავალი |
|
შემოსავალი |
აქციით მიღებული სრული შემოსავალი (აქტივაციის და სააბონენტოს ჩათვლით) |
|
დღგ |
შესაბამისი დღგ |
|
აქციზი |
შესაბამისი აქციზი |
ფორმა 2.6 (პაკეტები) ივსება ყოველთვიურად მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის
|
ველი |
განმარტება |
|
თვე |
Jan-2012,… |
|
ბრენდი |
იხ. ძირითადი ცხრილი. ფორმა 2.1 |
|
ტექნოლოგია |
2G/3G, CDMA 850, WiMax |
|
წინასწარი/შემდგომი გადახდის |
იხ. ძირითადი ცხრილი. ფორმა 2.1 |
|
სერვისი |
SMS/MMS/GPRS/Voice მაგალითად, ლაი-ლაის შემთხვევაში აბონენტმა 1.5 ლარად თუ შეიძინა 50 SMS -მიუთითეთ SMS ან ბალის შემთხვევაში აბონენტმა 3 ლარად თუ შეიძინა 60 წუთი საყვარელ ნომრებთან სასაუბროდ მიუთითეთ Voice |
|
პაკეტის დასახელება |
მიუთითეთ პაკეტის დასახელება |
|
პაკეტის ღირებულება |
პაკეტის ღირებულება ლარებში მაგალითად, ლაი-ლაის შემთხვევაში აბონენტმა 1.5 ლარად თუ შეიძინა 50 SMS -მიუთითეთ 1.5 ან ბალის შემთხვევაში აბონენტმა 3 ლარად თუ შეიძინა 60 წუთი საყვარელ ნომრებთან სასაუბროდ - მიუთითეთ 3 |
|
პაკეტში ერთეულების რაოდენობა |
პაკეტში ერთეულების რაოდენობა მაგალითად, ლაი-ლაის შემთხვევაში აბონენტმა 1.5 ლარად თუ შეიძინა 50 SMS -მიუთითეთ 50 ან ბალის შემთხვევაში აბონენტმა 3 ლარად თუ შეიძინა 60 წუთი საყვარელ ნომრებთან სასაუბროდ - მიუთითეთ 60. GPRS-ის შემთხვევაში ერთეულები მიუთითეთ მეგაბაიტებში |
|
აქტივაციების რაოდენობა |
საანგარიშო პერიოდში პაკეტის აქტივაციების რაოდენობა |
|
აბონენტების რაოდენობა |
განსხვავებული აბონენტების რაოდენობა, ვინც საანგარიშო პერიოდში გაააქტიურა პაკეტი |
|
მოხმარება |
პაკეტით შეძენილი ერთეულების მოხმარება საანგარიშო პერიოდში |
|
მომხმარებლები |
აბონენტების რაოდენობა, ვინც საანგარიშო პერიოდში მოიხმარა პაკეტით შეძენილი ერთეულები (ერთეულები, ცხადია, შესაძლოა წინა საანგარიშო პერიოდში შეიძლება იყოს შეძენილი) |
|
შემოსავალი |
კომპანიის მიერ შესაბამის პერიოდში პაკეტის გამოყენებით მიღებული შემოსავალი |
|
დღგ |
შესაბამისი დღგ |
|
აქციზი |
შესაბამისი აქციზი |
ფორმა 2.7 (სატარიფო გეგმების და აქციების მოხმარება) ივსება ყოველთვიურად მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის
|
ველი |
განმარტება |
|
|
ბრენდი |
იხ. ფორმა 2.1 |
|
|
ტექნოლოგია |
2G/3G, CDMA 850, WiMax |
|
|
წინასწარი/შემდგომი გადახდის |
იხ. ფორმა 2.1 |
|
|
სატარიფო გეგმა |
სატარიფო გეგმის დასახელების აბრევიატურა. |
|
|
აქცია |
აქციის დასახელების აბრევიატურა. |
|
|
სერვისი |
გამავალი წუთობრივი ტრაფიკის მიმართულებები - მიმართულებების ჩამონათვალი იხ. ფორმა 2.3-ის მიმართულებების განმარტებაში SMS MMS GPRS სხვა (დააკონკრეტეთ) |
|
|
სატარიფო გეგმაში/აქციაში შემავალი/არაშემავალი |
სატარიფო გეგმაში შემავალი - სატარიფო გეგმაში შემავალი იმ ერთეულების მოხმარება, რომელშიც აბონენტი დამატებით თანხას არ იხდის. მაგალითად: "მაგთი 100"-ის შემთხვევაში სატარიფო გეგმაში შემავალი ქსელის გარეთ 300 წთ-ის მოხმარება. სატარიფო გეგმაში არაშემავალი - იმ ერთეულების მოხმარება, რომელშიც აბონენტი დამატებით იხდის თანხას.მაგალითად, "მაგთი 100"-ის შემთხვევაში სატარიფო გეგმაში შემავალი ქსელის გარეთ 300 წთ-ის შემდგომ ქსელის გარეთა წუთების მოხმარება |
|
|
აბონენტები |
სერვისის მომხმარებელ აბონენტთა რაოდენობა |
|
|
მოხმარება |
სერვისის მოხმარება. მაგალითად, მაგთის "აირჩიე შენი საჩუქრის" ფარგლებში "ერთ საყვარელ ნომერთან 5 თეთრად საუბარის" შემთხვევაში - საყვარელ ნომერთან 5 თეთრად ნასაუბრები წუთების ჯამური ოდენობა. |
|
|
შემოსავალი |
შესაბამისი შემოსავალი |
|
|
დღგ |
შესაბამისი დღგ |
|
|
აქციზი |
შესაბამისი აქციზი |
|
ფორმა 2.8 (ინტერნეტი) ივსება ყოველთვიურად
|
ველი |
განმარტება |
|
თვე |
|
|
ბრენდი |
იხ. ძირითადი ცხრილი. ფორმა 2.1 |
|
ტექნოლოგია |
2G/3G, CDMA 850, WiMax |
|
მფლობელობის ტიპი |
იხ. ძირითადი ცხრილი. ფორმა 2.1 |
|
წინასწარი/შემდგომი გადახდის |
იხ. ძირითადი ცხრილი. ფორმა 2.1 |
|
მონაცემთა გადაცემისთვის გამოყენებული ტექნოლოგია |
2G/3G ტექნოლოგიის შემთხვევაში მიუთითეთ 2G ან 3G, დანარჩენ შემთხვევებში CDMA 850 ან WiMax შესაბამისად |
|
აბონენტები |
აბონენტების რაოდენობა, ვინც ისარგებლა ინტერნეტ მომსახურებით. თუ შესაბამის პერიოდში აბონენტმა ისარგებლა როგორც 2G ისე 3G მომსახურებით, იგი აღირიცხება როგორც 2G, ისე 3G-ს შესაბამის ჩანაწერებში |
|
ტრაფიკი (MB) |
დაგენერირებული ჯამური ტრაფიკი (Download+Upload) |
|
შემოსავალი |
შესაბამისი შემოსავალი |
|
დღგ |
შესაბამისი დღგ |
|
აქციზი |
შესაბამისი აქციზი |
ფორმა 2.9 (SMS/MMS) ივსება ყოველთვიურად მხოლოდ გამავალი მიმართულება
|
ველი |
განმარტება |
|
|
ბრენდი |
იხ. ძირითადი ცხრილი. ფორმა 2.1 |
|
|
ტექნოლოგია |
2G/3G, CDMA 850, WiMax |
|
|
მფლობელობის ტიპი |
იხ. ძირითადი ცხრილი. ფორმა 2.1 |
|
|
წინასწარი/შემდგომი გადახდის |
იხ. ძირითადი ცხრილი. ფორმა 2.1 |
|
|
მომსახურება (SMS/MMS) |
SMS ან MMS |
|
|
მიმართულება |
განიხილება მხოლოდ გამავალი SMS/MMS. განიხილეთ გამავალი ტრაფიკის შემდეგი მიმართულებები: |
|
|
CUG |
შეავსეთ მხოლოდ იმ კორპორატიული აბონენტებისთვის, ვინც CUG (Closed User Group) SMS/MMS -თვის სარგებლობს სპეციალური ტარიფით. |
|
|
Mobile-onnet |
საკუთარი მობილურ აბონენტების მიმართულებით |
|
|
Mobile-offnet |
სხვისი მობილური აბონენტების მიმართულებით |
|
|
Fixed-onnet |
საკუთარი ფიქსირებულ აბონენტების მიმართულებით (მაგ. მაგთიფიქსის მიმართულებით) |
|
|
Fixed-offnet |
სხვა ოპერატორის ფიქსირებული აბონენტების მიმართულებით (მაგ.მაგთიფიქსის) |
|
|
International |
საერთაშირისო SMS/MMS |
|
|
Free |
უფასო SMS/MMS |
|
|
Special |
დამატებული მომსახურებისთვის განკუთვნილი SMS/MMS (არასტანდარტული ტარიფით) |
|
|
Other |
SMS/MMS, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს არ განეკუთვნება |
|
|
აბონენტები |
აბონენტების რაოდენობა, ვინც გააგზავნა SMS/MMS შესაბამის პერიოდში |
|
|
რაოდენობა |
გაგზავნილი SMS/MMS-ების რაოდენობა |
|
|
შემოსავალი |
შესაბამისი შემოსავალი |
|
|
დღგ |
შესაბამისი დღგ |
|
|
აქციზი |
შესაბამისი აქციზი |
|
ფორმა 2.10 (საქართველოდან გასული როუმერები) ივსება ყოველთვიურად
|
ველი |
განმარტება |
|
ბრენდი |
იხ. ფორმა 2.1 |
|
ტექნოლოგია |
2G/3G, CDMA 850, WiMax |
|
მფლობელობის ტიპი |
იხ. ფორმა 2.1 |
|
წინასწარი/შემდგომი გადახდის |
იხ. ფორმა 2.1 |
|
შემომავალი/გამავალი |
შემომავალი ან გამავალი. ინტერნეტის შემთხვევაში Download და Upload ერთიანად განიხილეთ როგორც Outgoing |
|
მომსახურება |
Voice/SMS/MMS/GPRS |
|
მფლობელთა რაოდენობა |
იხ. ფორმა 2.1 |
|
აბონენტები |
აბონენტების რაოდენობა, ვინც ისარგებლა მომსახურებით |
|
რაოდენობა |
Voice - ზარების რაოდენობა SMS/MMS- SMS/MMS რაოდენობა GPRS - დატოვეთ ცარიელი |
|
მოხმარება |
Voice - წუთების რაოდენობა SMS/MMS- SMS/MMS რაოდენობა GPRS - მოხმარებული MB-ების რაოდენობა |
|
შემოსავალი |
შესაბამისი შემოსავალი |
|
დღგ |
შესაბამისი დღგ |
|
აქციზი |
შესაბამისი აქციზი |
ფორმა 2.11 (საქართველოში ჩამოსული როუმერები) ივსება ყოველთვიურად
|
ველი |
განმარტება |
|
ტექნოლოგია |
2G/3G, CDMA 850, WiMax |
|
შემომავალი/გამავალი |
შემომავალი ან გამავალი. ინტერნეტის შემთხვევაში Download და Upload ერთიანად განიხილეთ როგორც Outgoing |
|
მომსახურება |
Voice/SMS/MMS/GPRS |
|
აბონენტები |
აბონენტების რაოდენობა, ვინც ისარგებლა მომსახურებით |
|
რაოდენობა |
Voice - ზარების რაოდენობა SMS/MMS- SMS/MMS რაოდენობა GPRS -დატოვეთ ცარიელი |
|
მოხმარება |
Voice - წუთების რაოდენობა SMS/MMS- SMS/MMS რაოდენობა GPRS - მოხმარებული MB-ების რაოდენობა |
|
შემოსავალი |
შესაბამისი შემოსავალი |
|
დღგ |
შესაბამისი დღგ |
|
აქციზი |
შესაბამისი აქციზი |
ფორმა 5.2 (ხმოვანი მომსახურების ურთიერთჩართვა (ტრანზიტული ტრაფიკის ჩათვლით) არარეზიდენტებთან) ივსება ყოველთვიურად
|
ველი |
განმარტება |
|
თვე |
Jan-2012,… |
|
კონტრაგენტი ოპერატორი |
არარეზიდენტი კონტრაგენტი ოპერატორი |
|
შემომავალი/გამავალი |
დასაშვები მნიშვნელობები: შემომავალი გამავალი |
|
ზარის მიმღები ქსელის ტიპი |
დასაშვები მნიშვნელობები: ფიქსირებული სადენიანი ფიქსირებული უსადენო მობილური ტრანზიტი |
|
ზარების რაოდენობა |
განხორციელებული საუბრების რაოდენობა |
|
ტრაფიკი |
წუთების ოდენობა |
|
შემოსავალი |
ივსება მხოლოდ არარეზიდენტი ოპერატორისგან შემომავალი ტრაფიკის შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში რჩება ცარიელი. |
|
ხარჯი |
ივსება მხოლოდ არარეზიდენტი ოპერატორზე გამავალი ტრაფიკის შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში რჩება ცარიელი. |
