„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2014
მიღების თარიღი აგვისტო 14, 2014
„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 13 თებერვლის N86/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 14 მარტის N127/23 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ განისაზღვრა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ჩატარებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კვლევისა და ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, კომისია დაიწყებდა საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2014 წლის 13 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N321/9 „შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის განხილვის შესახებ“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის 2014 წლის 14 მარტის N127/23 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით (სსმ III, 09.07.2010 N 83 მუხ. 1203) დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-16 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 1061-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების, აგრეთვე კომისიის 2014 წლის 14 მარტის N127/23 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით (სსმ III, 09.07.2010 N 83 მუხ. 1203) დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების და დამატებების შესატანად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 12 სექტემბერს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი კ. ბექაური
