ააიპ ”ასოციაცია ათინათის” კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №831/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2014 15:37
მიღების თარიღი აგვისტო 25, 2014
ააიპ ”ასოციაცია ათინათის” კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №831/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ააიპ ”ასოციაცია ათინათმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/224-14, 03.06.2014), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული კომპანია ქ. ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილს ვერ აწვდის ხარისხიან სიგნალს, რაც უარყოფითად მოქმედებს რადიოს რეიტინგზე. შესაბამისად ააიპ ”ასოციაცია ათინათი” ითხოვს ლიცენზიით გათვალისწინებული ტექნიკური პარამეტრების მოდიფიცირებას და ქ. ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში (მის. რუსთაველის №94) დამატებით, დაბალი სიმძლავრის გადამცემის დაყენების უფლებას.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ”ასოციაცია ათინათი” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №831/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ა) რადიომაუწყებლობა 105,9 მგჰც სიხშირეზე,
ბ) ანტენის განთავსების ადგილი - ცაიში, ურთას მთა;
გ) ანტენა ცალმხრივად მიმართული, რეფლექტორული;
დ) გამოსხივების სექტორის კუთხური ზომა - 60;
ე) ძირითადი გამოსხივების მიმართულება - ქ.ზუგდიდის გეომეტრიული ცენტრი;
ვ) ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - არა უმეტეს 4 - 6 დბ;
ზ) ანტენაზე მიწოდებული სიმძლავრე - არა უმეტეს 2 კვტ;
თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა - ქ. ზუგდიდი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 28 ივლისის 398/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ ”ასოციაცია ათინათის” კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №831/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 25 აგვისტოს 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2014 წლის 2 ივლისის №10/1039-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ააიპ ”ასოციაცია ათინათის” მიერ ანალოგური მაუწყებლობის ერთსიხშირიანი სინქრონული ქსელის აგების შემთხვევაში, შესაძლებელია კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამის სამაუწყებლო ქსელში დამატებითი მცირე სიმძლავრის გადამცემის ამოქმედება FM დიაპაზონის იმავე (105.9მჰც) რადიოსამაუწყებლო სიხშირეზე. იმისათვის, რომ დამატებული გადამცემით გასხივებული სამაუწყებლო სიგნალი არ გასცდეს კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის სამოქმედო ზონას, საჭიროა მითითებულ იქნეს შემდეგი ტექნიკური პარამეტრები:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ქ. ზუგდიდი, სიხშირე (მჰც) – 105,9; მოდულაცია – FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; გადამცემის სიმძლავრე – 100 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°30 25.40"/E 41°52 10.50”; ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 15 მეტრი; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - 8დბ.
შენიშვნა: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ამავე დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№10/1185-14, 21.07.2014) თანახმად, ქ. ზუგდიდში დამატებით განთავსებული 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის ფუნქციონირება განხორციელდება ძირითად სამაუწყებლო გადამცემთან სინქრონულ რეჟიმში, შესაბამისად ქ. ზუგდიდში დამატებითი გადამცემის გამოყენების პირობით აუცილებელია სალიცენზიო გადასახდელის ოდენობის დაანგარიშება. ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც ააიპ ”ასოციაცია ათინათის” მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მცირე სიმძლავრის რადიოსადგურის დამატებისთვის შეადგინა – 4252.50 (ოთხი ათას ორასორმოცდათორმეტი და 50) ლარი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე. ამავე დროს, ააიპ ”ასოციაცია ათინათის” კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2014 წლის 25 აგვისტოს 16:00 საათზე. აღნიშნულ სხდომაზე ააიპ”ასოციაცია ათინათის” მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი წერილი (№6/5138-14, 21.07.2014), სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას სალიცენზიო გადასახდელის გადახდის თაობაზე. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა ააიპ ”ასოციაცია ათინათის” კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ააიპ ”ასოციაცია ათინათის” კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №831/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს ააიპ ”ასოციაცია ათინათის” კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №831/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა ააიპ „ასოციაცია ათინათის“ მაუწყებლობის №B48 ლიცენზიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
გ. ა) რადიომაუწყებლობა 105,9 მგჰც სიხშირეზე;
გ.ბ) ძირითადი გადამცემი:
გ. ბ.ა) ანტენის განთავსების ადგილი - სოფ. ცაიში ურთას მთა;
გ.ბ.ბ) გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°24 48.00"/E 41°49 6.00";
გ.ბ.გ) მოდულაცია - FM;
გ.ბ.დ) პოლარიზაცია - ვერტიკალური;
გ.ბ.ე) ანტენა ცალმხრივად მიმართული, რეფლექტორული;
გ.ბ.ვ) გამოსხივების სექტორის კუთხური ზომა - 60;
გ.ბ.ზ) ძირითადი გამოსხივების მიმართულება - ქ.ზუგდიდის გეომეტრიული ცენტრი;
გ.ბ.თ) ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - არა უმეტეს 4 - 6 დბ;
გ.ბ.ი) ანტენაზე მიწოდებული სიმძლავრე - არა უმეტეს 2 კვტ;
გ.ბ.კ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა - ქ. ზუგდიდი.
გ.გ) დამატებითი გადამცემი (ძირითად გადამცემთან სინქრონირებული):
გ.გ.ა) ანტენის განთავსების ადგილი - ქ. ზუგდიდი;
გ.გ.ბ) გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°30 25.40"/E 41°52 10.50";
გ.გ.გ) მოდულაცია – FM;
გ.გ.დ) პოლარიზაცია – ვერტიკალური;
გ.გ.ე) გასხივება – წრიული;
გ.გ.ვ) გადამცემის სიმძლავრე – 100 ვტ;
გ.გ.ზ) ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 15 მეტრი;
გ.გ.თ) ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - არაუმეტეს 8 დბ.
გ.გ.ი) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა - ქ. ზუგდიდი.
2. უზრუნველყოს ააიპ ”ასოციაცია ათინათმა” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში 4252.50 (ოთხი ათას ორასორმოცდათორმეტი და 50) ლარის გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300343062;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ”ასოციაცია ათინათისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ააიპ ”ასოციაცია ათინათისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
