წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №59 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 482 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2014 13:55

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის  №59 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის  27 აგვისტოს №59 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–14, მე–15 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს №59 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს              1 (ერთი) საკითხი: საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. რ.ქურდაძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

2. გადატანილ იქნეს კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს №59 სხდომის დღის წესრიგის მე–6 საკითხის (შპს „ქედი სტუდიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ) განხილვა 2014 წლის 04 სექტემბერს, 16:00 საათზე, შპს „ქედი სტუდიოს“ შუამდგომლობის საფუძველზე, ხოლო მე–7 საკითხის (”შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე) განხილვა 2014 წლის 09 სექტემბერს, 16:00 საათზე, შპს „ჯეოსელის“ შუამდგომლობის საფუძველზე;

3. კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს №59 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№59 სხდომის

ქ. თბილისი                                                           2014 წლის 27 აგვისტო, 16:00 საათი

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:

1.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №59 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.     საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების  მინიჭების შესახებ (მომხს. რ.ქურდაძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

3.       შპს “სტუდია მაესტროს” კერძო მაუწყებლობის  №B107 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2009 წლის 3 ივლისის №285/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

4.       შპს ”მაგთიკომისთვის“ ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.შოვნაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

5.       შპს “G-Connect“-ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ იანა მატვეევას მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე.ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);

6.       საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტიანი რეგულაციის დადგენის თაობაზე (მომხს. ე.ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები