საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 31, 2014 16:21
მიღების თარიღი აგვისტო 27, 2014
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით №0255,10.06.14, (კომისიაში რეგისტრაციის №5-ს, 14.06.14), საქართველოს ტერიტორიაზე, თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების სამსახურებრივი დანიშნულების რადიოკავშირით უზრუნველყოფისთვის მოკლეტალღოვან, მეტრულ, დეციმეტრულ და სანტიმეტრულ ტალღათა სიხშირულ დიაპაზონებში, რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 მუხლის, “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებით დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის, ამავე დადგენილების №3 დანართის 31-ე პუნქტის და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების სამსახურებრივი დანიშნულების რადიოკავშირით უზრუნველყოფისთვის, რადიოსიხშირეები თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;
2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
3. სახელმწიფო საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;
4. აღირიცხოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
