წვდომის მენიუ

შპს “სტუდია მაესტროს” კერძო მაუწყებლობის №B107 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2009 წლის 3 ივლისის №285/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 484 / 23

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2014 16:05

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2014

  

შპს “სტუდია მაესტროს” კერძო მაუწყებლობის  №B107 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2009 წლის 3 ივლისის №285/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “სტუდია მაესტრომ” (კომისიაში რეგისტრაციის №7/336-14, 11.08.2014), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B107 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანიას სურს მაუწყებლობის ხანგრძლივობად 24 საათის ნაცვლად 20 საათის განსაზღვრა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე კომპანიის სამაუწყებლო ბადის დაგეგმვა მოხდება 20 საათის ფარგლებში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტუდია მაესტრო” ფლობს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის №B107 ლიცენზიას 2019 წლის 3 ივლისამდე, კომისიის 2009 წლის 3 ივლისის №285/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობა - 24 საათი;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/1342-14, 18.08.2014) თანახმად, კერძო მაუწყებლობის №B107 ლიცენზიის მოდიფიცირება და დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად 20 საათის განსაზღვრა  შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “სტუდია მაესტროს” კერძო მაუწყებლობის №B107 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2009 წლის 3 ივლისის №285/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2014 წლის 25 სექტემბერს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “სტუდია მაესტროსთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის           177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                     აკაკი სიხარულიძე  

კომისიის წევრი                                                                                     სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                     ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები