წვდომის მენიუ

შპს “G-Connect“-ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ იანა მატვეევას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 486 / 11

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 19, 2014 14:42

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2014

შპს “G-Connect“-ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ იანა მატვეევას მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2014 წლის 23 ივლისს წერილით მიმართა შპს “G-Connect“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №6/4822-14 23.07.2014), შპს “G-Connect“-ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ იანა მატვეევას მიერ  შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

                “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “G-Connect“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3.

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2.

ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “G-Connect“-ის მიერ 2014 წლის 23 ივლისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/4822-14 23.07.2014), წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

- ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “G-Connect“-ის შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “G-Connect“-ის აბონენტების შესახებ;

- შპს “G-Connect“-ის დამფუძნებელთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ;

- ინფორმაცია შპს “G-Connect“-ის ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ.

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “G-Connect“-ის დამფუძნებლები არიან: ფიზიკური პირები: გიორგი მამამთავრიშვილი (წილის 40%-ის მფლობელი), რომელიც კუთვნილი წილიდან კომპანიის წილის 20%-ს ასხვისებს ფიზიკურ პირ იანა მატვეევაზე და ფიზიკური პირი იანა მატვეევა (წილის 60%-ის მფლობელი). შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქციის შემდეგ ფიზიკური პირი გიორგი მამამთავრიშვილი გახდება შპს “G-Connect“-ის წილის 20%-ის მფლობელი, ხოლო ფიზიკური პირი იანა მატვეევა - შპს “G-Connect“-ის წილის 80%-ის მფლობელი.     

შპს “G-Connect“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 31 ივლისის №10/1239-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს “G-Connect“-ის, შპს “G-Connect“-ის წილის შეძენის მსურველისა და შპს “G-Connect“-ის დირექტორის - იანა მატვეევას აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის  1 აგვისტოს №10/1245-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “G-Connect“ ახორციელებს საცალო ინტერნეტ მომსახურებას Wi-Fi ტექნოლოგიის გამოყენებით თბილისში და ქალაქ ბათუმში.  შპს “G-Connect“-ის  მიერ საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულმა  შემოსავლებმა თბილისში 2014 წლის თებერვლის თვიდან 2014 წლის მაისის თვის ჩათვლით (კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში მონაცემები ფიქსირდება აღნიშნულ პერიოდში) შეადგინა 11874 ლარი, ხოლო ქალაქ ბათუმში 2013 წლის ოქტომბრის თვიდან 2014 წლის მაისის თვის ჩათვლით (კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში მონაცემები ფიქსირდება აღნიშნულ პერიოდში) შეადგინა 8905 ლარი;

აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2014 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგინა; თბილისში - 3 აბონენტი; ქალაქ ბათუმში - 1 აბონენტი.

 წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე თბილისში კომპანიების მიერ ინტერნეტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს “G-Connect“-ის  აბონენტთა ხვედრითი წილი 2014  წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა - 0,001%-ს, ქალაქ ბათუმში 0,003%; ხოლო კომპანიების მიერ საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს “G-Connect“-ის  შემოსავლების ხვედრითმა წილმა შესაბამის პერიოდში შეადგინა: თბილისში - 0,01%; ქალაქ ბათუმში - 0,08%.

                ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “G-Connect“-ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ იანა მატვეევას მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “G-Connect“-ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ იანა მატვეევას მიერ  შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “G-Connect“-ს, შპს  “G-Connect“-ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ იანა მატვეევას მიერ  შეძენაზე.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს  “G-Connect“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  “G-Connect“-ისათვის ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                   ვახტანგ აბაშიძე

         კომისიის წევრი                                                                 აკაკი სიხარულიძე 

          კომისიის წევრი                                                                ირაკლი მოსეშვილი

         კომისიის წევრი                                                                 სოფიო ბრიტანჩუკი                 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები