შპს „საკუთრების დაცვის სამმართველო-I”-სთვის სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრის № 633/7 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2014 15:32
მიღების თარიღი სექტემბერი 04, 2014
შპს „საკუთრების დაცვის სამმართველო-I”-სთვის სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრის № 633/7 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „საკუთრების დაცვის სამმართველო-I”-მა (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 212783353) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/351-14, 19.08.14) ქ. ქუთაისში 168.475 მჰც, 405.200 მჰც და 410.200 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრის № 633/7 გადაწყვეტილებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრის № 633/7 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად და გაუქმდეს შპს „საკუთრების დაცვის სამმართველო-I”-სთვის ქ. ქუთაისში 168.475 მჰც, 405.200 მჰც და 410.200 მჰც სიხშირეების მინიჭება;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საკუთრების დაცვის სამმართველო-I”-სთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
