შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №292/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2014 16:25
მიღების თარიღი სექტემბერი 04, 2014
შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №292/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-მა (კომისიაში რეგისტრაციის №7/350-14, 19.08.2014), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანიას სურს ლიცენზიის სახეობად სპეციალიზებული (ტელეშოპინგი) ტელემაუწყებლობის ნაცვლად საერთო ტელემაუწყებლობის განსაზღვრა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კომპანია პერიოდულად ატარებდა მსმენელთა და მაყურებელთა გამოკითხვას რის შედეგად დაადგინა, რომ განსაკუთრებულ ინტერესს მსმენელი და მაყურებელი იჩენს პოლიტიკური თოქ-შოუების, ქართული კულტურული გადაცემების, საქართველოს ისტორიის შესახებ გადაცემებისა და ინფორმაციის მიღების მიმართ. შესაბამისად აღნიშნული ტიპის გადაცემებით მაუწყებლობა შესაძლებელია მხოლოდ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის ფარგლებში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიას 2015 წლის 17 ივნისამდე, კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №292/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (ტელეშოპინგი) ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 17 ივნისამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
|
№ |
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა |
სატელევიზიო გადამცემის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
სატელევიზო არხი |
სიხშირული ზოლი (მჰც) |
ანტენის დაკიდების სიმაღლე (±20მ) |
პოლარიზაცია (H/V) |
გადამცემის სიმძლავრე (ვატი) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი არაუმეტეს (დბ) |
||
|
აღმოსავლეთ გრძედი |
ჩრდილოეთ განედი |
||||||||||
|
1. |
ქ. თბილისი |
მთაწმინდის სატელევიზიო ანძა |
44°47 06" |
41°41 45" |
54 |
734-742 |
100 |
H |
2000 |
6 |
|
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 100მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±20მ).
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/1404-14, 29/08/2014) თანახმად, კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის მოდიფიცირება და მაუწყებლობის სახეობად საერთო მაუწყებლობის განსაზღვრა არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. გარდა ამისა, ამავე დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა, რომლის თემატიკაა ტელეშოპინგი არცერთ სამაუწყებლო ზონაში პრიორიტეტული არ არის.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №292/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2014 წლის 2 ოქტომბერს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-სთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
