წვდომის მენიუ

შპს “გორდას“ (ს/ნ 231248815) წილის 67%-ის ფიზიკურ პირ იოსებ ღოღაძის (პ/ნ 20001031536) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 502 / 11

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 19, 2014 14:43

მიღების თარიღი სექტემბერი 04, 2014

შპს “გორდას“ (ს/ნ 231248815)  წილის 67%-ის ფიზიკურ პირ იოსებ  ღოღაძის (პ/ნ 20001031536) მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2014 წლის 14 აგვისტოს წერილით მიმართა შპს “გორდამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/5055-14 14.08.2014), შპს “გორდას“  წილის 67%-ის ფიზიკურ პირ იოსებ ღოღაძის მიერ  შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

                “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “გორდა“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “გორდას“ მიერ 2014 წლის 14 აგვისტოს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/5055-14 14.08.2014) წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

- ინფორმაცია კომპანიის საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;

- შპს “გორდას“ დამფუძნებელთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ;

- შპს “გორდას“ შემოსავლების შესახებ;

- შპს “გორდას“ აბონენტების შესახებ;

- შპს “გორდას“ ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ;

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “გორდას“ დამფუძნებლები არიან: ფიზიკური პირები: გივი მამუკელაშვილი (პ/ნ 20001025203) - წილის 67%-ის მფლობელი, რომელიც თავის კუთვნილ წილს ასხვისებს სრულად იოსებ ღოღაძეზე და გიორგი მამუკელაშვილი (პ/ნ 20001006126) - წილის 33%-ის მფლობელი.

შპს “გორდას“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 19 აგვისტოს №10/1355-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს “გორდას“, შპს “გორდას“ წილის 33%-ის მფლობელის გიორგი მამუკელაშვილის,   შპს “გორდას“ დირექტორის გივი მამუკელაშვილის, ასევე შპს “გორდას“ წილის შეძენის მსურველის - იოსებ ღოღაძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 20 აგვისტოს №10/1364-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “გორდა“ ახორციელებს ტელემაუწყებლობის ტრანზიტს ქალაქ თელავში. შესაბამისად შპს “გორდას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა  შემოსავლებმა 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის ივნისის თვის ჩათვლით შეადგინა - 39344 ლარი.

აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2014 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგინა 432 აბონენტი.

 წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ქალაქ თელავში კომპანიების მიერ ტელემაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს “გორდას“ აბონენტთა ხვედრითი წილი 2014  წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა - 20,89%-ს, ხოლო ქალაქ თელავში კომპანიების მიერ ტელემაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს “გორდას“ შემოსავლების ხვედრითი წილი 2013 წლის იანვრის თვიდან 2014 წლის ივნისის თვის ჩათვლით შეადგენდა - 11,63%-ს.

                ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “გორდას“  წილის 67%-ის ფიზიკურ პირ იოსებ ღოღაძის მიერ  შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “გორდას“  წილის 67%-ის ფიზიკურ პირ იოსებ ღოღაძის მიერ  შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “გორდას“, შპს “გორდას“  წილის 67%-ის ფიზიკურ პირ იოსებ ღოღაძის მიერ  შეძენაზე.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                  ვახტანგ აბაშიძე

         კომისიის წევრი                                                                კახი ბექაური

         კომისიის წევრი                                                                აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები