წვდომის მენიუ

სს „სილქნეტისთვის“ მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) მინიჭების შესახებ

ნომერი: 516 / 15

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 30, 2014 14:17

მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2014

სს „სილქნეტისთვის“ მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის  (MNC) მინიჭების შესახებ

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი  №7/357-14, 21.08.14) მიმართა  სს „სილქნეტმა“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის  (MNC) გამოყოფის თაობაზე.

          კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

1.         A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

·           სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·           ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·           სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·           ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

2.          A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

·            არხული საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·           პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

3.          A.F.4  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·           ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

·           სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·           სპილენძის წყვილების მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

4.         A.F.5  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:

·           რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

5.         A.F.6   საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა:

·           საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

6.         A.F.7  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

·           ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·           საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·           სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·           ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·           ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·          ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

7.        A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

·          CDMA.

8.        A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

·          თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

9.        B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

·         ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

·         საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

·         საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

·         ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

10.   B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

·         კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up);

·         სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);

·         ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

·         CDMA.

11. B.F.3 მონაცემთა გადაცემა:

·          მონაცემთა გადაცემა.

12.  B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:

·          ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.

13. B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

·           ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

·           მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

14. B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა:

·           ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

·           მულტიმედიური მომსახურება;

·           ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);

·           მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

·           მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;

·           სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

15.    B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით:

·           ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.

16.   B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება:

·           თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.

17. B.F.6 გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand)

·           გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand).

   კომისია  აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის  2010 წლის 18 ნოემბერის  №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“ განისაზღვრა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების ქსელების იდენტიფიცირების კოდის სტრუქტურა და  ფორმატი. ამავე დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად,   მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების ქსელების იდენტიფიცირების კოდის (MNC)  სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU) მიერ დამტკიცებული  E.212  და „ევროპის სატელეკო­მუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის“ („ETSI“)  მიერ დამტკიცებული  ETS 300 523  რეკომენდაციების შესაბამისად; ამავე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) გამოყოფა და კონკრეტული ოპერატორისათვის ამ კოდით სარგებლობის უფლების მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისია უფლებამოსილია ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს.  კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებს მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდი (MNC) ენიჭებათ კომისიის მიერ  - შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით.     

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის  2010 წლის 18 ნოემბერის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებიდან გამომდინარე და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „სილქნეტს“ უნდა მიენიჭოს მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდი (MNC) 282-08  მობილური აბონენტის საერთაშორისო ქსელში იდენტიფიცირებისთვის  ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.

            ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სს „სილქნეტს“ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU)   E.212  და „ევროპის სატელეკო­მუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის“ („ETSI“) ETS 300 523  რეკომენდაციების შესაბამისად, მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდი (MNC) 282-08 მობილური აბონენტის საერთაშორისო იდენტიფიცირებისთვის  ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე;

2. ეცნობოს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირს (ITU)  სს „სილქნეტისთვის“  მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდის (MNC) 282-08 გამოყოფის თაობაზე, მისი  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოსაქვეყნებლად;      

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოქვეყნების შესახებ დასტურის მიღების შემდეგ;         

4. ეცნობოს სს „სილქნეტს“ მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდის (MNC) ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოქვეყნების შესახებ;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                        ვახტანგ აბაშიძე 

კომისიის წევრები:                                                                  სოფიო ბრიტანჩუკი   

                                                                                                        აკაკი სიხარულიძე

                                                                                                         კახი ბექაური           

                                                                                                         ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები