წვდომის მენიუ

კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლებისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრისა და ამავე გადაწყვეტილებით ქ. თელავში

ნომერი: 529 / 10

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2014

მიღების თარიღი სექტემბერი 25, 2014

 

კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლებისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრისა და ამავე გადაწყვეტილებით ქ. თელავში, ქ. ზუგდიდში,  ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსების ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსები კერძო საერთო და სპეცილიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიების მისაღებად საქართველოს ცალკეულ ქალაქებში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

1. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. თბილისი, სიხშირე (მჰც) – 104,7; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; გადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°41 45"/E 44°47 06"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 78 მეტრი; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - 6 დბ;

2. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ზუგდიდი, სიხშირე (მჰც) – 99,1; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; გადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები:                          N42°30 14"/E 41°53 09"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 40 მეტრი; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - 6 დბ;

3. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ქუთაისი, სიხშირე (მჰც) – 99,3; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; გადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები:                          N 42°16 49"/E 42°44 10"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან –70 მეტრი; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - 6 დბ;

4. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ბათუმი, სიხშირე (მჰც) – 99,0; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; გადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები:                     N 41°41 38"/E 41°42 55"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან –30 მეტრი; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - 6 დბ;

5. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი - ქ. თელავი, სიხშირე (მჰც) – 98,7; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°52 17"/E 45°24 33”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 25 მეტრი; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - 6 დბ;

6. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  დაბა გუდაური, სიხშირე (მჰც) – 103,9; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – მიმართული, აზიმუტი 30°; გადამცემის სიმძლავრე – 100 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N42°29 20 /E44°30 02 ; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან –15 მეტრი; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - 6 დბ; გასხივების სექტორის კუთხური ზომა 3 დბ-ის დონეზე (გრადუსი) – 120;

7. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  დაბა გუდაური, სიხშირე (მჰც) – 104,7; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – მიმართული, აზიმუტი 30°; გადამცემის სიმძლავრე – 100 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N42°29 20 /E44°30 02 ; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან –12 მეტრი; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - 6 დბ; გასხივების სექტორის კუთხური ზომა 3 დბ-ის დონეზე (გრადუსი) – 120;

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადები კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა: შპს ”არტ რადიომ”, შპს ”კომპანია მედიასტრიმმა”, შპს ”რადიოცენტრი პლუსმა” და შპს ”კაუკასიან ბიზნეს ვიქ-CBW”-მ, კერძოდ:

1.  შპს ”არტ რადიო”, შპს ”კაუკასიან ბიზნეს ვიქ-CBW” და შპს ”კომპანია მედიასტრიმი” მონაწილეობას იღებენ              ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად  გამოცხადებულ კონკურსში;

2. შპს ”რადიოცენტრი პლუს” მონაწილეობას იღებს დაბა გუდაურში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში;

3. შპს ”კომპანია მედიასტრიმი” მონაწილეობას იღებს ასევე  დაბა გუდაურში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში;

კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2014 წლის 25 სექტემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გაიხსნა კონკურსებში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდნენ შპს ”კომპანია მედიასტრიმის” დირექტორი იოსებ ბარნაბიშვილი, შპს ”კაუკასიან ბიზნეს ვიქ-CBW”-ს დირექტორი ლევან ბეგლარიშვილი, შპს ”არტ რადიოს” უფლებამოსილი წარმომადგენლები ირაკლი დათეშიძე და საბა ნიკოლაშვილი, შპს ”რადიოცენტრი პლუს”-ის დირექტორი ინგა დადიანი და უფლებამოსილი წარმომადგენელი ანა სამსონია.

კომისია აღნიშნავს, რომ:

1.  შპს ”არტ რადიოს” მიერ ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არ არის მითითებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები. შპს ”არტ რადიოს” მიერ არ არის წარმოდგენილი ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

2. შპს ”კაუკასიან ბიზნეს ვიქ-CBW”-ს მიერ ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არ არის მითითებული - კომპანიის საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს, ლიცენზიის სახე და სახეობა, მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. შპს ”კაუკასიან ბიზნეს ვიქ-CBW”-ს მიერ არ არის წარმოდგენილი - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია, პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა,  განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

3. შპს ”რადიოცენტრი პლუს”-ის მიერ დაბა გუდაურში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში არასრულყოფილად არის შევსებული შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა (არ არის გაშიფრული ბენეფიციარი მესაკუთრეები);

4. შპს ”კომპანია მედიასტრიმის” მიერ ქ. თბილისში და დაბა გუდაურში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად წარმოდგენილ ორივე საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში არასრულყოფილად არის შევსებული შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა (არ არის მითითებული  მაუწყებლობის ავტორიზაციის ნომერი), ასევე არასწორად არის შევსებული ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე შპს ”კომპანია მედიასტრიმის” უფლებამოსილ წარმომადგენელს იოსებ ბარნაბიშვილს, შპს ”რადიოცენტრი პლუსის” დირექტორს ინგა დადიანს, შპს ”არტ რადიოს” უფლებამოსილ წარმომადგენელს ირაკლი დათეშიძეს და შპს ”კაუკასიან ბიზნეს ვიქ-CBW”-ს დირექტორს ლევან ბეგლარიშვილს განემარტათ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურეს, რომ ლიცენზიების მაძიებლები და მათი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, მათ ასევე დაადასტურეს, რომ ლიცენზიის მაძიებლებს და მათ ბენეფიციარ მესაკუთრეებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნით ურთიერთდამოკიდებულება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან.

 

 კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილების მე-60 პუნქტის შესაბამისად  დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

კომისია დამატებით აღნიშნავს რომ ქ. ბათუმში, ქ. თელავში, ქ. ქუთაისში და ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობაზე არცერთი განაცხადი არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ჩაშლილად უნდა გამოცხადდეს კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილების მე-9, მე-17, 25-ე, და 33-ე პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და  43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ჩაშლილად გამოცხადეს კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილების მე-9, მე-17, 25-ე, და 33-ე პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსები კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად;

2. უზრუნველყოს შპს ”არტ რადიომ” 2014 წლის 2 ოქტომბრის 19:00 საათამდე კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის  შემდეგი  დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა:

ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;

ბ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

გ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

3. უზრუნველყოს შპს ”კაუკასიან ბიზნეს ვიქ-CBW”-მ 2014 წლის 2 ოქტომბრის 19:00 საათამდე კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის  შემდეგი  დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა:

ა) საფირმო სახელწოდება;

ბ) სამართლებრივი ფორმა;

გ) იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი);

დ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;

ე) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

ვ) მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;

ზ) ლიცენზიის სახე და სახეობა;

თ) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;

ი) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

კ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

ლ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

მ) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ(დანართი №3, ქონებრივი დეკლარაციის ფორმა, დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით);

ნ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (დანართი №2, ქონებრივი დეკლარაციის ფორმა, დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით);

ო) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა;

პ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

4.  უზრუნველყოს შპს ”რადიოცენტრი პლუსმა” 2014 წლის 2 ოქტომბრის 19:00 საათამდე კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილების 41-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის  შემდეგი  დოკუმენტაცის წარმოდგენა:

ა) შესაბამისობის დეკლარაცია (დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებით, რომელშიც ცვლილება შევიდა კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №423/19  გადაწყვეტილებით);

5. უზრუნველყოს შპს ”კომპანია მედიასტრიმმა” 2014 წლის 2 ოქტომბრის 19:00 საათამდე:

ა) კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის  შემდეგი  დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ა.ა) შესაბამისობის დეკლარაცია (დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებით, რომელშიც ცვლილება შევიდა კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №423/19  გადაწყვეტილებით);

ა.ბ) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ (დანართი №3, ქონებრივი დეკლარაციის ფორმა, დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით);

ბ) კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილების 49-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის  შემდეგი  დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ბ.ა) შესაბამისობის დეკლარაცია (დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებით, რომელშიც ცვლილება შევიდა კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №423/19  გადაწყვეტილებით);

ბ.ბ) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ (დანართი №3, ქონებრივი დეკლარაციის ფორმა, დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით);

6. .გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”არტ რადიოსთვის”, შპს ”კომპანია მედიასტრიმისთვის”, შპს ”რადიოცენტრი პლუსისთვის” და შპს ”კაუკასიან ბიზნეს ვიქ-CBW”-თვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                  ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                   აკაკი სიხარულიძე  

კომისიის წევრი                                                                                                   ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები