ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №446/1 და 2008 წლის 28 მარტის №169/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შეს
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2014
მიღების თარიღი სექტემბერი 25, 2014
ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №446/1 და 2008 წლის 28 მარტის №169/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/5467-14, 02.09.2014წ.) მიმართა ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდმა” მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ კომპანია ითხოვს ორივე ლიცენზიის სახეობად საერთო ტელემაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა განისაზღვროს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ლიცენზიებით განსაზღვრულ მომსახურების ზონებში ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხვა და დადგინდა, რომ კომპანიის ეთერში გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებზე მეტი პოპულარობით სარგებლობს სპეციალიზებული (გასართობი) თემატიკის პროგრამები, შესაბამისად მიზანშეწონილად მიაჩნიათ მათი სამაუწყებლო ბადე საზოგადოებრივ-პოლიტიური თემატიკის პროგრამების ნაცვლად გაჯერდეს გასართობი პროგრამებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდი” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიებს შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) კერძო მაუწყებლობის №B91 ლიცენზია:
ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 02.08.2017
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამც. და ანტენის განთავსების ადგილი |
სატელევ. არხი № |
პოლარიზაცია V/H |
გასხივების დიაგრამა |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
ანძის განლაგ. გეოგრაფ. კოორდინატ. |
ანტენის გაძლიერ. კოეფ. არა-უმეტ.(დბ) |
ანტენის განთავს. სიმაღ მიწ/ზ(მ) |
|
გორი, ახალდაბის ტვ ანძა |
51 |
H |
წრიული |
500 |
N 42°01 55.4\" E 044°02 55.8\" |
6.0 |
160 ± 15 |
|
ქუთაისი, ქუთაისის ტვ ანძა |
45 |
H |
წრიული |
500 |
N 42°16 48.9\" E 042°44 10.1\" |
6.0 |
90 ± 25 |
|
საჩხერე, საჩხერეს ტვ ანძა |
40 |
H |
წრიული |
500 |
N 42°20 56,9\" E 043°24 23,01\" |
6.0 |
25 ± 5 |
|
სენაკი სენაკის ანძა |
52 |
H |
წრიული |
500 |
N 42°17 24,12\" E 042°03 26.8\" |
6.0 |
30 ± 5 |
ბ) კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზია:
ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 28.03.2018წ.
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა არის ერთი გადამცემი სადგურის (ბათუმის ანძა) მომსახურების ზონა, ხოლო ტექნიკური პარამეტრებია:
|
გადამცემის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
გაძლიერების კოეფიციენტი |
პოლარიზაცია V/H |
TV არხი |
სიმძ. (ვტ) |
გასხივების დიაგრამა |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ |
|
ბათუმი, სატელევიზიო ანძა |
N41° 41’37.7” E 041° 42’54.8” |
არაუმეტეს 6.0 დბ |
H |
33 |
1000 |
მიმართული |
40 ± 15 |
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/1484-14, 12/09/2014) თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ კუთვნილი NB91 და NB99 ლიცენზიებით განსაზღვრულ მაუწყებლობის გეოგრაფიულ ზონებში ტელემაუწყებლობის პრიორიტეტად განისაზღვრა სპეციალიზებული მაუწყებლობა, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ კუთვნილი NB91 და NB99 ლიცენზიების მოდიფიცირება იმგავრად, რომ ლიცენზიის სახეობად განისაზღვროს სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა, შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. ამასთან აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველია.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე და ასევე მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №446/1 და 2008 წლის 28 მარტის №169/1 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2014 წლის 24 ოქტომბერს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდისთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
