წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს №477/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 536 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 20, 2015 12:44

მიღების თარიღი სექტემბერი 25, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს №477/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ ”ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის  სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს №477/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის  სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის  სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2014 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იქნა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის (ე.ასანიძე) ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ კომისიაში შემოსულია სს ”სილქნეტის” წერილობითი მოთხოვნა (კომისიაში რეგისტრაციის №6/5918-14, 23.09.20014წ.) ზეპირი მოსმენის გადადების შესახებ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების მოდელისა და მონაცემთა დაზუსტების მიზნით. გარდა ამისა, კომისიაში შემოსულია შპს ”სიტას  ფილიალი საქართველოში”-ს მოთხოვნა (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/5386-14, 27.08.2014წ.), იმის თაობაზე, რომ ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ერთდროულად მიმდინარეობს, და შესაძლებელია, ამ სამი საკითხიდან რომელიმე კონკრეტული საკითხის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას სხვა საკითხთან შედარებით მეტი დრო დასჭირდეს, ამიტომ კომპანიის მოთხოვნაა, არ მოხდეს ამ საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება და განცალკევებულად მოხდეს თითოეული მათგანის განხილვა.

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ  ავტორიზებული პირების მიერ სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების მომსახურების ტარიფის გაანგარიშების შესახებ, რისთვისაც დამატებითი დრო არის საჭირო.

კომისიის სხდომაზე შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” დირექტორმა ბატონმა დავით თუთბერიძემ კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების გაყოფის და სამივე საკითხის, კერძოდ, ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის  სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განხილვის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის  სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2014 წლის 21 აგვისტოს №477/23 გადაწყვეტილებით, თუმცა სამივე საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, და შესაბამისად, თითოეული საკითხის განხილვა შესაძლებელია სხვადასხვა დროს. განხილვის დრო დამოკიდებულია კომპანიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენასა და შესწავლასთან.

კომისიამ გაითვალისწინა სს ”სილქნეტის”, შპს ”სიტას” და შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” შუამდგომლობები, ასევე კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის  სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების განხილვა მოხდეს 2014 წლის 9 ოქტომბერს, ხოლო ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების განხილვა ჩატარდეს 2014 წლის 30 ოქტომბერს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილებების შეტანა კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს №477/23 გადაწყვეტილებაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს №477/23 გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები:

ა) გადაწყვეტილების მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 30 ოქტომბერს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;“

ბ) გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 9 ოქტომბერს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;“

გ) გადაწყვეტილების მე-9  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 9 ოქტომბერს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;“

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) ზეპირი მოსმენის შესახებ ცნობების განმეორებით გამოქვეყნება კომისიის ვებ გვერდზე;

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

4. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                     ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                   ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                   კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                   ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                    ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები