წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის № 68 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 538 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2014 15:46

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის № 68 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის  26 სექტემბრის №68 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2014 წლის 26 სექტემბრის №68 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

კახი ბექაური

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№68 სხდომის

ქ. თბილისი                                                           2014  წლის 26 სექტემბერი, 16:00 საათი

დ  ღ  ი  ს    წ  ე  ს  რ  ი  გ  ი:

1.      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №68 სხდომის დღის წესრიგის   დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.       „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. კ.ყურაშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);

3.       ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ (მომხს. ე.ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები