„ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 14 აგვისტოს №467/

ნომერი: 539 / 19

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2014

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2014

„ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 14 აგვისტოს №467/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“)  აღნიშნავს, რომ   „ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 14 აგვისტოს №467/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით. გადაწყვეტილების შესაბამისად, ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2014 წლის 12 სექტემბერს.

კომისია აღნიშნავს, რომ ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე  კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა 2014 წლის 12 სექტემბერს, სადაც გადაწყვეტილების მიღებისთვის კომისიის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 26 სექტემბერი.

2014 წლის 26 სექტემბერს გამართულ კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, აუცილებელია მოხდეს ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრების გათვალისწინება და საკითხის ძირეული შესწავლა, რომელიც დამატებით დროს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია ადმინისტრაციული წარმოებისთვის განისაზღვროს 3 თვიანი ვადა და აგრეთვე, საკითხის განსახილველად დაინიშნოს განმეორებითი ზეპირი მოსმენა, სადაც დაინტერსებული პირები კომისიას წარუდგენენ თავიანთ მოსაზრებებს  და ზეპირი მოსმენის შემდეგ, კომისია უფლებამოსილი იქნება მიიღოს გადაწყვეტილება ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და  მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       „ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 14 აგვისტოს №467/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განმეორებითი ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნოს 2014 წლის  16 ოქტომბერს  16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18), ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს 10 სამუშაო დღის ვადაში;

2.      გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21.. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს  3 თვე“;

3.     დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის განმეორებით გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

4.    გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენეტს (ე. ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                             ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები