წვდომის მენიუ

შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №292/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 552 / 2

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2014 11:23

მიღების თარიღი ოქტომბერი 02, 2014

შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის კერძო მაუწყებლობის  №B162 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №292/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-მა (კომისიაში რეგისტრაციის №7/350-14, 19.08.2014), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანიას სურს ლიცენზიის სახეობად სპეციალიზებული (ტელეშოპინგი) ტელემაუწყებლობის ნაცვლად საერთო ტელემაუწყებლობის განსაზღვრა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კომპანია პერიოდულად ატარებდა მსმენელთა და მაყურებელთა გამოკითხვას რის შედეგად დაადგინა, რომ განსაკუთრებულ ინტერესს მსმენელი და მაყურებელი იჩენს პოლიტიკური თოქ-შოუების, ქართული კულტურული გადაცემების, საქართველოს ისტორიის შესახებ გადაცემებისა და ინფორმაციის მიღების მიმართ. შესაბამისად აღნიშნული ტიპის გადაცემებით მაუწყებლობა შესაძლებელია მხოლოდ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის ფარგლებში. 

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიას 2015 წლის 17 ივნისამდე, კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №292/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (ტელეშოპინგი)  ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 17 ივნისამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა

სატელევიზიო გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

სატელევიზო არხი

სიხშირული ზოლი (მჰც)

ანტენის დაკიდების სიმაღლე (±20მ)

პოლარიზაცია (H/V)

გადამცემის სიმძლავრე (ვატი)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი არაუმეტეს (დბ)

აღმოსავლეთ გრძედი

ჩრდილოეთ განედი

1.

ქ. თბილისი

მთაწმინდის სატელევიზიო ანძა

44°47 06"

41°41 45"

54

734-742

100

H

2000

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 100მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±20მ).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 4 სექტემბრის №501/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის კერძო მაუწყებლობის  №B162 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №292/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 2 ოქტომბრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/1404-14, 29/08/2014) თანახმად, კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის მოდიფიცირება და მაუწყებლობის სახეობად საერთო მაუწყებლობის განსაზღვრა არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. გარდა ამისა, ამავე დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა, რომლის თემატიკაა ტელეშოპინგი არცერთ სამაუწყებლო ზონაში პრიორიტეტული არ არის.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2014 წლის 2 ოქტომბერს 16:00 საათზე. სხდომას ესწრებოდა                          შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის დირექტორი გიორგი კვირიკაშვილი და წარმომადგენელი თეა ნადირაძე. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია                                  შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №292/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №292/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;”

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ისთვის გაგზავნა                    (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                             ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                აკაკი სიხარულიძე

 კომისიის წევრი                                                                                             კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                              ირაკლი მოსეშვილი

                                                                               

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები