საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 29, 2014 10:56
მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2014
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა, კომისიას მიმართა განცხადებით №15-07/1-339ს, 07.06.13 (კომისიაში რეგისტრაციის №121,07.06.13), 2013 წლის 15 თებერვალს, კომისიის №89/7 გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მინიჭებული რადიოსიხშირეების, რაც გამოიყენებოდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის მინიჭების და სიხშირეების მინიჭების შემთხვევაში, ამ სიხშირეების პარამეტრების სახელმწიფო საიდუმლოდ ცნობის მოთხოვნით.
კომისიამ, მისანიჭებელი რადიოსიხშირეების განმცხადებელთან შეთანხმების მიზნით, მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, წერილობით ეცნობებინა კომისიისთვის, №89/7 გადაწყვეტილებით განსაზღვრული და მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესაძლებლობისა და მინიჭების საჭიროების შესახებ. თანხმობა, სიხშირეების გამოყენების შესაძლებლობაზე და მოთხოვნა ამ სიხშირეების ახალი ვადით მინიჭების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტმა კომისიას აცნობა წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6-ს, 22.07.14,07).
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 მუხლის, “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებით დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის, ამავე დადგენილების №3 დანართის 31-ე პუნქტის და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიზე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირის უზრუნველყოფისთვის, რადიოსიხშირეები თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;
2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
3. სახელმწიფო საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;
4. აღირიცხოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის ჩაბარებისთანავე;
9. გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
