წვდომის მენიუ

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ

ნომერი: 564 / 7

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2014 18:37

მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2014

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ 

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 3/128-14, 29.09.14),  წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების  გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდებისთვის  (“PERLINA”, ”CHAPARRAL” და “MARS”)  რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების  შესახებ.

      “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47 -ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს: “PERLINA”, ”CHAPARRAL” და “MARS” ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის  ნიშნები:

ხომალდის  დასახელება

ხომალდის მფლობელი

მინიჭებული სახმობი

მინიჭებული MMSI

1

PERLINA

სერგეი   დავიდოვი

4LOP2

213 340 000

2

CHAPARRAL

ავთანდილ  ბარამიძე

4LOQ2

213 354 000

3

MARS

როინ ზოიძე

4LOO2

213 290 000

2.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.  №6 ) ერთი თვის ვადაში;

3.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის  რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                   ვ. აბაშიძე                   

კომისიის წევრი                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                 კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები