წვდომის მენიუ

შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის (ს/კ 404464003) წილის 6%-ის ფიზიკურ პირ ნათია აბაშიძე -ბერიძის, 5%-ის ფიზიკურ პირ ირაკლი თედორაძის, 5%-ის ფიზიკურ პირ მიხეილ კირაკოსიანის, 2%-ის ფიზიკურ პირ მადონა სურმანიძის და 1%-ის ფიზიკურ პირ რუსლან ართმელაძის მიერ შეძ

ნომერი: 570 / 11

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2014

მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2014

 

შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის (ს/კ 404464003) წილის 6%-ის ფიზიკურ პირ ნათია აბაშიძე -ბერიძის, 5%-ის ფიზიკურ პირ ირაკლი თედორაძის,  5%-ის ფიზიკურ პირ მიხეილ კირაკოსიანის, 2%-ის ფიზიკურ პირ მადონა სურმანიძის და 1%-ის ფიზიკურ პირ რუსლან ართმელაძის მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2014 წლის 17 სექტემბერს №01/09/2014 წერილით მიმართა შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №6/5706-14 17.09.2014), შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის წილის 6%-ის ფიზიკურ პირ ნათია აბაშიძე -ბერიძის, 5%-ის ფიზიკურ პირ ირაკლი თედორაძის,  5%-ის ფიზიკურ პირ მიხეილ კირაკოსიანის, 2%-ის ფიზიკურ პირ მადონა სურმანიძის და 1%-ის ფიზიკურ პირ რუსლან ართმელაძის მიერ  შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3.

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2.

ინტერნეტ მომსახურება

 

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

სხვა

ბოლო მომხმარებლის ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის მიერ 2014 წლის 17 სექტემბრის  №01/09/2014 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/5706-14 17.09.2014), კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

 

- ინფორმაცია შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის საქმიანობისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის აბონენტების შესახებ;

- ინფორმაცია შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის დამფუძნებელთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ;

- ინფორმაცია შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის  ურთიერთდამოკიდებული/აფი-ლირებული პირების შესახებ.

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის დამფუძნებლები არიან: ფიზიკური პირები: მედეა ბედაშვილი (პ/ნ 01017006720) - წილის 50%-ის მფლობელი, რომელიც კუთვნილი წილიდან კომპანიის წილის 6%-ს ასხვისებს ფიზიკურ პირ ნათია აბაშიძე-ბერიძეზე (პ/ნ 61006017171), 5%-ს ფიზიკურ პირ ირაკლი თედორაძეზე (პ/ნ 61003002606), 2%-ს ფიზიკურ პირ მადონა სურმანიძეზე (პ/ნ 61005002229), 1%-ს ფიზიკურ პირ რუსლან ართმელაძეზე (პ/ნ 61002011323) და თამარ კორძაია (პ/ნ 62001011582) - წილის 50%-ის მფლობელი, რომელიც კუთვნილი წილიდან კომპანიის წილის 5%-ს ასხვისებს ფიზიკურ პირ მიხეილ კირაკოსიანზე (პ/ნ 01011000425).

შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 24 სექტემბრის  №10/1559-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის, შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის დირექტორის ავთანდილ ნაცვლიშვილის, ასევე შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-ის წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირების: ნათია აბაშიძე-ბერიძის (პ/ნ 61006017171), ირაკლი თედორაძის (პ/ნ 61003002606), მადონა სურმანიძის (პ/ნ 61005002229), რუსლან ართმელაძის (პ/ნ 61002011323) და მიხეილ კირაკოსიანის (პ/ნ 01011000425) აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის  23 სექტემბრის №10/1555-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “გრიინეტი“ - LTD “Greenet“ ახორციელებს საცალო ინტერნეტ მომსახურებას ქალაქ ბათუმში და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.  შპს “გრიინეტი“ - LTD “Greenet“-ის  მიერ საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულმა  შემოსავლებმა ქალაქ ბათუმში 2014 წლის თებერვლის თვიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით (კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში მონაცემები ფიქსირდება აღნიშნულ პერიოდში) შეადგინა 21287 ლარი, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2014 წლის მარტის თვიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით (კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში მონაცემები ფიქსირდება აღნიშნულ პერიოდში) შეადგინა 14499 ლარი;

აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2014 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა: ქალაქ ბათუმში - 307 აბონენტი; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 237 აბონენტი.

 წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ქალაქ ბათუმში კომპანიების მიერ ინტერნეტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს “გრიინეტი“ - LTD “Greenet“-ის  აბონენტთა ხვედრითმა წილმა 2014  წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა - 0,92%-ს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 19,11%; ხოლო ქალაქ ბათუმში კომპანიების მიერ შესაბამის პერიოდში საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს “გრიინეტი“ - LTD “Greenet“-ის  შემოსავლების ხვედრითმა წილმა შეადგინა - 0,5%, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 9,11%. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-ის წილის 6%-ის ფიზიკურ პირ ნათია აბაშიძე -ბერიძის, 5%-ის ფიზიკურ პირ ირაკლი თედორაძის,  5%-ის ფიზიკურ პირ მიხეილ კირაკოსიანის, 2%-ის ფიზიკურ პირ მადონა სურმანიძის და 1%-ის ფიზიკურ პირ რუსლან ართმელაძის მიერ  შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “გრიინეტი“ - LTD “Greenet“-ის წილის 6%-ის ფიზიკურ პირ ნათია აბაშიძე -ბერიძის, 5%-ის ფიზიკურ პირ ირაკლი თედორაძის,  5%-ის ფიზიკურ პირ მიხეილ კირაკოსიანის, 2%-ის ფიზიკურ პირ მადონა სურმანიძის და 1%-ის ფიზიკურ პირ რუსლან ართმელაძის მიერ   შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-ს, შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-ის წილის 6%-ის ფიზიკურ პირ ნათია აბაშიძე - ბერიძის, 5%-ის ფიზიკურ პირ ირაკლი თედორაძის,  5%-ის ფიზიკურ პირ მიხეილ კირაკოსიანის, 2%-ის ფიზიკურ პირ მადონა სურმანიძის და 1%-ის ფიზიკურ პირ რუსლან ართმელაძის მიერ   შეძენაზე.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-სათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-სათვის ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                   ვახტანგ აბაშიძე

         კომისიის წევრი                                                                 აკაკი სიხარულიძე 

          კომისიის წევრი                                                                ირაკლი მოსეშვილი

         კომისიის წევრი                                                                 სოფიო ბრიტანჩუკი                 

 

         კომისიის წევრი                                                                 კახა ბექაური    

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები