წვდომის მენიუ

საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ

ნომერი: 571 / 9

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 28, 2014 13:02

მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2014

 

საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი  რეგულაციის დადგენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  (შემდგოში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის  2014 წლის 1 სექტემბრის N487/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფის დადგენის თაობაზე.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა 2014 წლის 29 სექტემბერს 16:00 საათზე, რომელსაც ესწრებოდნენ  ავტორიზებული პირების წარმომადგენლები.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე მოისმინეს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის ე. ასანიძის ინფორმაცია საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტიანი რეგულაციის დადგენის თაობაზე, რომელმაც წარმოადგინა კომისიის გადაწყვეტილების პროექტი. აღნიშნული პროექტი მიღებულ იქნა ცნობად და დაევალა ადმინისტრაციულ დეპარტამენტს მისი გამოქვეყნება კომისიის ვებ გვერდზე.

საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტიანი რეგულაციის დადგენის თაობაზე საკითხის არსებითი განხილვა ჩაინიშნა 2014 წლის 9 ოქტომბერს, 16.00 საათზე.

არსებითი განხილვის სხდომაზე ავტორიზებულ პირების წარმომადგენლებს, ასევე კომისიის წევრებს საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტიანი რეგულაციის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების პროექტზე შენიშვნა არ გამოუთქვამთ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილისა და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  დადგინდეს საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (შპს ”ჯეოსელი”, შპს ”მაგთიკომი”, შპს “მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“): 

ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,20 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;

ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;

2. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის მოძრავ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის დადგინდეს სხვა მოძრავი ან ფიქსირებული ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების  ქსელში ტერმინაციის შემდეგი ტარიფები:

ა) მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0,20 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში  - 1 წუთი;

ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0,12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული პირების გარდა სხვა ავტორიზებული პირების მიერ  სხვა მოძრავი ან ფიქსირებული ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების  ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის დადგინდეს შემდეგი ტარიფები:

ა) მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის  ქსელში ზარის ტერმინაცია:   0,16 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;

ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0.09 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში  - 1 წუთი;

4. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფები და მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ტარიფები მოცემულია გადასახადების ჩათვლით;

5. გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან და მოქმედების ვადა განისაზღვროს 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში.

            კომისიის თავმჯდომარე                                                        ვახტანგ აბაშიძე

            კომისიის წევრი                                                                        სოფიო ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                        ირაკლი მოსეშვილი 

                       კომისიის წევრი                                                                        კახი ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები