„მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“

ნომერი: 572 / 19

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 12, 2014

მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2014

„მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N 240/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია), აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 9 სექტემბრის №508/22 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

            კომისია აღნიშნავს, რომ „შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელების და „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9  გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 9 სექტემბრის №508/22 გადაწყვეტილებით,  შპს „მაგთიკომს“ და შპს „ჯეოსელს“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს მიეცათ გაფრთხილება, კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.4. პუნქტით დაკისრებული დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულების დარღვევით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების  გამო; ამავე გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ შპს „მობიტელის“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირის მიერ კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების დარღვევის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება გაგრძელდება შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის №450/18  გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენისთანავე.

            აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ იმსჯელა ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფების შემცირების აუცილებლობის შესახებ, კერძოდ: 

            კომისიამ, 2013 წლის  13  დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება N744/19,  რომლითაც ცვლილება შევიდა კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში, რომლის შესაბამისადაც ეტაპობრივად მიმდინარეობდა მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის ზედა ზღვრული ტარიფების შემცირების პროცესი. კერძოდ, 2014 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა 5 თეთრიანი ზედა ზღვრული ტარიფი, 2015 წლის  1 მარტს უნდა ამოქმედდეს ზედა ზღვრული ტარიფი 4 თეთრის ოდენობით, ხოლო 1 სექტემბერს - 3.5 თეთრიანი ტარიფი. კომისიაში შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი 2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების საფუძველზე, აგრეთვე კომისიის 2013 წლის  13  დეკემბერის N744/19 გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული მობილური კომპანიების მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებების გათვალისწინებით, ნათლად გამოიკვეთა, რომ არსებული გრაფიკის პირობებში, მათ მიერ დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების საბითუმო მომსახურების ფასი მნიშვნელოვნად აღემატება ამ მომსახურებაზე გაწეულ დანახარჯებს, რაც მათ საცალო მომსახურების სუბსიდირების შესაძლებლობას აძლევს; შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით 2013 წლის  13  დეკემბერის №744/19 გადაწყვეტილებით კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში განხორციელებული ურთიერთჩართვის  ზედა ზღვრული ტარიფის შემცირების გრაფიკის ბოლო ეტაპიდან - 2015 წლის 1 სექტემბერიდან გათვალისწინებული ზედა ზღვრული ტარიფი  - 3,5 თეთრის ოდენობით, რომელიც სრულად ფარავს შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ მიერ ამავე მომსახურების მისაწოდებლად გაწეულ ხარჯებს, აუცილებელია ამოქმედდეს უფრო ადრე, კერძოდ, 2015 წლის 1 იანვრიდან, რისთვისაც საჭიროა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

            აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

            კომისია აღნიშნავს, რომ „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა 2014 წლის 9 ოქტომბერს.

            ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ: შპს „მობიტელის“, შპს „მაგთიკომის“  და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენლები.

            კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა (ე.ასანიძე) კომისიის სხდომაზე წარმოადგინა კომისიის გადაწყვეტილების პროექტი, მან აგრეთვე აღნიშნა, რომ კომისიის გადაწყვეტილების პროექტი გამოქვეყნებული იყო კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ავტორიზებული პირების მხრიდან კომისიაში არ შემოსულა რაიმე შენიშვნა ან წინადადება.

            კომისიას მიაჩნია, რომ 2013 წლის 13 დეკემბერის №744/19 გადაწყვეტილებით 2015 წლის 1 სექტემბრიდან შემოსაღები ურთიერთჩართვის ზედა ზღვრული ტარიფი - 3.5 თეთრი, აუცილებელია ამოქმედდეს უფრო ადრე, კერძოდ, 2015 წლის 1 იანვრიდან. კომისიის 2014 წლის 9 სექტემბრის №508/22 გადაწყვეტილებით, დადგინდა ის გარემოება, რომ არსებული ურთიერთჩართვის ზღვრული ტარიფების ეტაპობრივად ამოქმედების გრაფიკის პირობებში, მობილური კომპანიების მიერ დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების საბითუმო მომსახურების ფასი მნიშვნელოვნად აღემატება ამ მომსახურებაზე გაწეულ დანახარჯებს, რაც კომპანიებს საცალო მომსახურების სუბსიდირების შესაძლებლობას აძლევს და ამ გზით, მობილური კომპანიების მხრიდან მათზე, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებზე, ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულების პირობების დარღვევას განაპირობებს. აღნიშნული ნეგატიურად ზემოქმედებს მესამე პირებზე, რომლებიც სარგებლობენ ამ კომპანიების ურთიერთჩართვის მომსახურებით და ეწევიან მომსახურებას საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე.

            კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით  კომისიის გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 21 მაისის №240/9 კომისიის გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას  ცვლილება და გადაწყვეტილების 4.5 პუნქტის გ) და დ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელს“ და შპს „მობიტელს“, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდეს სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 3, 5 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ–ს და აქციზის ჩათვლით;

დ) ზღვრული ტარიფის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2015 წლის 1 იანვარი“.

2. დაევალოს შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელს“ და შპს „მობიტელს“ 2014 წლის 1 დეკემბრამდე საჯაროდ გამოაქვეყნოს წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამისად განახლებული საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების  წინადადება (მოწვევის ოფერტა)  და მოწვევის ოფერტის მოქმედების ვადა განსაზღვროს არანაკლებ 2 წლის ვადით;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყონებლივ აღსასრულებლად;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                          ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                         ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                         ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                         კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                         ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები