წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის № 72 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 573 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 21, 2014 16:13

მიღების თარიღი ოქტომბერი 16, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის № 72 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის  16 ოქტომბრის №72 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის 2014 წლის 16 ოქტომბრის №72 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–10 საკითხის (შპს „SipTel”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე) განხილვა 2014 წლის 23 ოქტომბერს, 16:00 საათზე და გაეგზავნოს შპს „SipTel”-ს კომისიის სხდომის გამართვის ადგილის, თარიღისა და დროის თაობაზე შეტყობინება;

2. კომისიის 2014 წლის 16 ოქტომბრის №72 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

კახი ბექაური

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№72 სხდომის

ქ. თბილისი                                                           2014  წლის 16 ოქტომბერი, 16:00 საათი

დ  ღ  ი  ს    წ  ე  ს  რ  ი  გ  ი:

1.      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №72 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.      საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

3.      სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის”  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

4.      შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის”  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

5.      შპს ”ქართული ცემენტისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

6.      შპს “წინსვლისთვის”  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

7.      შპს ”ტაქსი  600”-სთვის  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

8.      სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

9.      შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს „სილქნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს.ე.ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები