შპს “ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს “სილქნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 07, 2014 17:44
მიღების თარიღი ოქტომბერი 16, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2014 წლის 30 ივნისს ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს “ტელეკომპანია I სტერეომ“ და სს “სილქნეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/4253-14 26.06.2014), სს “სილქნეტის“ მიერ შპს “ტელეკომპანია I სტერეოს“ სარგებლობაში არსებული №F65 ლიცენზიის (რადიოსიხშირული ზოლი 2200მჰც-დან 2350მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში) ნაწილობრივ (რადიოსიხშირული ზოლი 2300მჰც-დან 2350მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში) გადაპირების განზრახვასთან დაკავშირებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით;
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “ტელეკომპანია I სტერეოს” ერთ-ერთმა პარტნიორმა დავით ზილფიმიანმა (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი 6/6181-14. 16.10.2014), რომლის თანახმადაც, განმცხადებელი ითხოვს კომისიამ გადადოს “შპს “ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს “სილქნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან შპს “ტელეკომპანია I სტერეოს” მიერ №F65 ლიცენზიის გადაპირება სცილდება კომპანიის ჩვეულებრივ საქმიანობას და შესაბამისად, საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია პარტნიორთა კრების მოწვევა, რასაც ითვალისწინებს მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 I მუხლის მე-7 პუნქტი და ასევე შპს “ტელეკომპანია I სტერეოს” წესდების 6.7. მუხლი. დავით ზილფიმიანი გადაწყვეტილების მიღების გადადებას ითხოვს მის მიერ საკითხის შესწავლამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებული პირის მიერ საოპერაციო აქტივის შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ღებულობს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაცვით. საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის თაობაზე შეტყობინების მიღებისას, კომისია ვალდებულია შეაფასოს აღნიშნული საოპერაციო აქტივის შეძენა მოახდენს თუ არა გავლენას ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მიერ მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივის - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების წესით, სხვა პირისთვის გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ლიცენზიის მფლობელს ანიჭებს უფლებამოსილებას მის მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია მართლზომიერად გადასცეს სხვა პირს. შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილება ლიცენზიის მფლობელის კუთვნილი საოპერაციო აქტივის სხვა პირის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე წარმოადგენს უფლებააღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილი და არა ვალდებულია განახორციელოს ლიცენზიის სხვა პირისთვის გადაცემა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ და სს ,,სილქნეტის“ ერთობლივ განცხადებას საოპერაციო აქტივის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის მოთხოვნის თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის №6/4253-14; 26.06.2014) ხელს აწერს ზვიად ამირიძე, რომელიც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, წარმოადგენს შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირს. ის გარემოება, რომ შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ ერთ-ერთი პარტნიორი არ იყო ინფორმირებული შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ განზრახვის თაობაზე №F65 ლიცენზიის ნაწილობრივ გადაპირებასთან დაკავშირებით, ვერ გახდება კომისიის სხდომაზე განხილვის საგანი, ვინაიდან, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისია აფასებს მხოლოდ საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში ბაზარზე არსებული კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის საკითხს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ არ დააკმაყოფილა შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ ერთ-ერთი პარტნიორის დ. ზილფიმიანის მოთხოვნა კომისიის სხდომის გადადების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სს “სილქნეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
||
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
||
|
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
||
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
||
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
||
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
||
|
A.F.4 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
||
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
||
|
სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
||
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
||
|
A.F.5 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
||
|
A.F.6 |
საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა |
|
|
საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
||
|
A.F.7 |
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა |
|
|
ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
||
|
საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
||
|
სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
||
|
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
||
|
ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
||
|
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
||
|
A.M.1 |
ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
CDMA. |
||
|
A.S.1 |
თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
||
|
B.F.1 |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
|
|
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
||
|
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
||
|
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
||
|
ტექსტური შეტყობინების მომსახურება. |
||
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up); |
||
|
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); |
||
|
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; |
||
|
CDMA. |
||
|
B.F.3 |
მონაცემთა გადაცემა |
|
|
მონაცემთა გადაცემა. |
||
|
B.F.4 |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
|
|
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი. |
||
|
B.M.1 |
მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
|
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
||
|
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება. |
||
|
B.M.2 |
მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა |
|
|
ტექსტური შეტყობინების მომსახურება; |
||
|
მულტიმედიური მომსახურება; |
||
|
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა); |
||
|
მოძრავი ინტერნეტ მომსახურება; |
||
|
მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; |
||
|
სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება. |
||
|
B.S.2 |
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით |
|
|
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით. |
||
|
B.S.3 |
თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება |
|
|
თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება. |
||
|
B.F.6 |
გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand) |
|
|
გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand). |
||
კომისია აღნიშნავს, რომ სს “სილქნეტი“ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე, მართლზომიერად ფლობს ნუმერაციის რესურსს, რომლებიც გაცემულია შემდეგი ლიცენზიების საფუძველზე:
№N2 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N20 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N37 (გაცემის თარიღი 09.11.2011), №N51 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N89 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N90 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N92 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N93(გაცემის თარიღი 12.03.2010), №N94 (გაცემის თარიღი 23.02.2007), №N105(გაცემის თარიღი 12.03.2010), № N122 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N136 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N139 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N140 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N166 (გაცემის თარიღი 21.01.2011),
ამასთან, სს “სილქნეტი“ ფლობს კომისიის შემდეგი გადაწყვეტილებებით მინიჭებულ ნუმერაციის რესურსს: №436/19 22.06.2012; №664/15 25.11.2011; №665/15 25.11.2011; №275/15 06.04.2012.
კომისია აღნიშნავს, რომ სს “სილქნეტი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგ ნებართვებს: №N14 (გაცემის თარიღი 27.04.2012), №N17 (გაცემის თარიღი 11.05.2012), №N22 (გაცემის თარიღი 25.05.2012), №N23 (გაცემის თარიღი 25.05.2012), №N28 (გაცემის თარიღი 29.06.2012), №N29 (გაცემის თარიღი 29.06.2012), №N36 (გაცემის თარიღი 06.07.2012), №N50 (გაცემის თარიღი 03.08.2012), №N52 (გაცემის თარიღი 03.08.2012), №N53 (გაცემის თარიღი 03.08.2012), №N71 (გაცემის თარიღი 14.09.2012), №N72 (გაცემის თარიღი 14.09.2012), №N84 (გაცემის თარიღი 12.10.2012), №N85 (გაცემის თარიღი 12.10.2012), №N86 (გაცემის თარიღი 16.11.2012), №N91 (გაცემის თარიღი 22.11.2012), №N106 (გაცემის თარიღი 08.02.2013), № N121 (გაცემის თარიღი 22.03.2013), №N122 (გაცემის თარიღი 22.03.2013), №N127 (გაცემის თარიღი 12.04.2013), №N133 (გაცემის თარიღი 14.06.2013), №N137 (გაცემის თარიღი 28.06.2013), №N145 (გაცემის თარიღი 23.09.2013), №N165 (გაცემის თარიღი 04.10.2013), №N166 (გაცემის თარიღი 04.10.2013), №N173 (გაცემის თარიღი 29.11.2013), №N183 (გაცემის თარიღი 27.02.2014), №N188 (გაცემის თარიღი 11.04.2014), №N197 (გაცემის თარიღი 31.07.2014).
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სს “სილქნეტი“ ფლობს:
ა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F28 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს რადიოსიხშირეებით სარგებლობას საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის.
ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F11 ლიცენზიას, რომელიც კომისიის 2013 წლის 9 სექტემბრის №553/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, სს “გაერთიანებული ტელეკომისაგან“ გადაეცა დროებით სარგებლობაში, 2016 წლის 23 ივლისამდე. ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირეები “რადიოსიხშირული განაწილების ეროვნული გეგმის“ მიხედვით გამოიყენება სისტემა კოდური დაყოფით და მრავალჯერადი დაშვებით CDMA-850 ტექნოლოგიისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ტელეკომპანია I სტერეო“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
|
A.F.5. |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
A.F.7. |
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.3. |
მონაცემთა გადაცემა |
|
მონაცემთა გადაცემა. |
შპს “ტელეკომპანია I სტერეო“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F65 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით: რადიოსიხშირული ზოლი: 2200 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
შპს “ტელეკომპანია I სტერეო“, როგორც მაუწყებელი, ფლობს კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
და კერძო მაუწყებლობის №B19 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სს “სილქნეტისა“ და შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ მიერ ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/4253-14 26.06.2014), კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი ინფორმაცია:
- სს “სილქნეტის“ საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;
- შპს “ტელეკომპანია I სტერეოს“ საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;
- სს “სილქნეტის“ მიერ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლები;
- შპს “ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლები;
- სს “სილქნეტის“ წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ;
- შპს “ტელეკომპანია I სტერეოს“ წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ;
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის №10/1082-14 08.07.2014 სამსახურებრივი ბარათის და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, სს “სილქნეტის“ აქციონერი და აქციების 100%-ის მფლობელია არარეზიდენტი იურიდიული პირი “Rhinestream Holdings Limited“-ი. “Rhinestream Holdings Limited“-ის პარტნიორები არიან: გიორგი რამიშვილი (წილის 61,9%-ის მფლობელი); ალექსი თოფურია (წილის 28,58% მფლობელი) და დავიდ ბორგერი (წილის 9,52%-ის მფლობელი). სს “სილქნეტის“ დირექტორია ლევან ბუჩუკური. სს “სილქნეტი“ ფლობს წილის 100%-ს კომპანიებში: შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ და შპს “ნოვუსი“, ხოლო წილის 85%-ს კომპანიაში შპს “საქართველოს მედია ქსელი“. შესაბამისად, დგინდება აფილირება სს “სილქნეტსა“ და შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ შორის.
შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|||
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
||||
|
B.F.1 |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
|||
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შემდეგ ლიცენზიებს:
1.რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია № F64, შემდეგი სალიცენზიო პირობით:
რადიოსიხშირული ზოლი: 2350 მჰც-დან - 2400 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია № F66, შემდეგი სალიცენზიო პირობით:
რადიოსიხშირული სპექტრი: 2350 მჰც ÷ 2382 მჰც სიხშირულ დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;
3.რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია № F68, შემდეგი სალიცენზიო პირობით:
რადიოსიხშირული სპექტრი: 2350მჰც-დან 2382 მჰც-მდე სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);
შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე მართლზომიერად ფლობს №N137 ლიცენზიით გაცემულ ნუმერაციის რესურსს: 1-0-7-5 (ერთი-ნული-შვიდი-ხუთი) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურების განსახორციელებლად.
შპს “ნოვუსი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.7 |
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა |
|
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
|
B.F.4 |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
|
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი. |
შპს “საქართველოს მედია ქსელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე:
|
B.1 |
ტელემაუწყებლობა |
|
სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა. |
შპს ტელეკომპანია “I სტერეოს“ წილის 10%-ს მფლობელია მარკო კუპოლეტი, წილის 22%-ის - დავით ზილფიმიანი, წილის 65%-ის - ვასილ კობაიძე, წილის 3%-ის - ლუკა სევერინი. შპს ტელეკომპანია “I სტერეოს“ დირექტორია ზვიად ამირიძე.
ზვიად ამირიძე არის აგრეთვე შპს “რადიოკომპანია პირველი რადიოს“ დირექტორი.
ვასილ კობაიძე არის აგრეთვე შპს “რადიოკომპანია პირველი რადიოსა“ და შპს “ტექნონეტის“ 100%-იანი წილის მფლობელი.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის №10/1082-14 08.07.2014 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით “Rhinestream Holdings Limited“-ს, ლევან ბუჩუკურს, გიორგი რამიშვილს, ალექსი თოფურიას, დავით ბორგერს სხვა ავტორიზებულ პირებში წილები არ გააჩნიათ. ასევე არ გააჩნიათ წილები სხვა ავტორიზებულ პირებში შპს ტელეკომპანია “I სტერეოს“, მარკო კუპოლეტის, დავით ზილფიმიანს, ზვიად ამირიძეს.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის №10/1106-14 11.07.2014 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, სს “სილქნეტის“ შემოსავლებმა საქართველოში გაწეული მომსახურებიდან 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის მაისის თვის ჩათვლით მომსახურების სახეების მიხედვით შეადგინა:
მოძრავი საკომუნიკაციო ქსელი - 3,467,379 ლარი;
ფიქსირებული სატელეფონო ქსელი - 62,190,799 ლარი;
საცალო ინტერნეტ მომსახურება - 83,032,367 ლარი;
მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება - 20,971,480 ლარი.
შესაბამისად, 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის მაისის თვის ჩათვლით პერიოდში, შესაბამისი მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში სს “სილქნეტის“ შემოსავლების ხვედრითმა წილმა მომსახურების სახეების მიხედვით შეადგინა:
მოძრავი საკომუნიკაციო ქსელი - 0,54%;
ფიქსირებული სატელეფონო ქსელი - 56,77%;
საცალო ინტერნეტ მომსახურება - 40,67%;
მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება - 31,49%.
სს “სილქნეტის“ აბონენტების რაოდენობამ 2014 წლის 1 ივნისის მდგომარეობით მომსახურების სახეების მიხედვით შეადგინა:
მოძრავი საკომუნიკაციო ქსელი - 29,553 აბონენტი;
ფიქსირებული სატელეფონო ქსელი - 418,599 აბონენტი;
საცალო ინტერნეტ მომსახურება - 221,292 აბონენტი;
მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება - 78,157 აბონენტი.
შესაბამისად, შესაბამისი მომსახურების მიმღები მომხმარებლების მთლიან ოდენობაში სს “სილქნეტის“ აბონენტების ხვედრითმა წილმა მომსახურების სახეების მიხედვით შეადგინა:
მოძრავი საკომუნიკაციო ქსელი - 0,65%;
ფიქსირებული სატელეფონო ქსელი - 38,82%;
საცალო ინტერნეტ მომსახურება - 39,81%;
მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება - 20,89%.
ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ტელეკომპანია “I სტერეოს“ მიერ მაუწყებლობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის მაისის თვის ჩათვლით შეადგინა 286,427ლარი. შესაბამისად, 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის მაისის თვის ჩათვლით პერიოდში მაუწყებლობიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს ტელეკომპანია “I სტერეოს“ შემოსავლების ხვედრითმა წილმა შეადგინა 0,31%.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს “სილქნეტის“ მიერ შპს “ტელეკომპანია I სტერეოს“ სარგებლობაში არსებული №F65 ლიცენზიის (რადიოსიხშირული ზოლი 2200მჰც-დან 2350მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში) ნაწილობრივ (რადიოსიხშირული ზოლი 2300მჰც-დან 2350მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში) გადაპირების შემთხვევაში, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. აქედან გამომდინარე, შპს “ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს “სილქნეტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს “სილქნეტის“ მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შპს “ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი №F65 ლიცენზიის (რადიოსიხშირული ზოლი 2200მჰც-დან 2350მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში) სს “სილქნეტისათვის“ ნაწილობრივ (რადიოსიხშირული ზოლი 2300მჰც-დან 2350მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში) გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ, აღნიშნული ლიცენზიის გადაპირების მიზნით, შპს “ტელეკომპანია I სტერეომ“ და სს “სილქნეტმა“ ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართონ კომისიას, ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განუმარტოს შპს “ტელეკომპანია I სტერეოსა“ და სს “სილქნეტს“, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ( №10/1106-14 11.07.2014 სამსახურებრივი ბარათი), შპს “ტელეკომპანია I სტერეო“ შემოსავლებს აფიქსირებს მხოლოდ სამაუწყებლო საქმიანობიდან. კომპანია არ წარმოადგენს ინფორმაციას ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ან აბონენტების შესახებ. აღნიშნული შესაძლებელია მიუთითებდეს იმ გარემოებაზე, რომ შპს “ტელეკომპანია I სტერეო“ პრაქტიკულ საქმიანობაში არ იყენებს კუთვნილ №F65 ლიცენზიას (რადიოსიხშირული ზოლი 2200მჰც-დან 2350მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში).
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების თანახმად, ლიცენზიის გაუქმების საფუძვლებს წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან 6 თვით ერთი წლის განმავლობაში, აგრეთვე ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ შესწავლილი უნდა იქნას საკითხი იმის შესახებ, ხომ არ არსებობს №F65 ლიცენზიის გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს “ტელეკომპანია I სტერეოს“, შპს “ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი №F65 ლიცენზიის (რადიოსიხშირული ზოლი 2200მჰც-დან 2350მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში) ნაწილობრივ (რადიოსიხშირული ზოლი 2300მჰც-დან 2350მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში) სს “სილქნეტის“ მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს “ტელეკომპანია I სტერეოს” და სს ”სილქნეტს”, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი;
3. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე) და ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე), შეისწავლონ შპს “ტელეკომპანია I სტერეოს” №F65 ლიცენზიის პირობების შესრულების მდგომარეობა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით და წარმოადგინონ შესაბამისი დასკვნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
