წვდომის მენიუ

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარ

ნომერი: 582 / 19

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 31, 2014

მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2014 10:33

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 5 სექტემბრის N506/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეციდეს ცვლილება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 5 სექტემბრის N506/23 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 28 ოქტომბერს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;“

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ჯანელიძე) ცნობის გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის  სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (თ.ტყეშელაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                ვ.აბაშიძე

კომისიის წევრები:                                                                            ა.სიხარულიძე

ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                                               

                                                                                                                               

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები