წვდომის მენიუ

”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკა

ნომერი: 583 / 19

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 31, 2014

მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2014

”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 5 სექტემბრის N507/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეციდეს ცვლილება ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 5 სექტემბრის N507/23 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 28 ოქტომბერს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;“

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ჯანელიძე) ცნობის გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის  რადიოსიხშირეთა მართვისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტებს ერთობლივად (ს.შავგულიძე თ.ტყეშელაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                ვ.აბაშიძე

კომისიის წევრები:                                                                            ა.სიხარულიძე

ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                                               

                                                                                                                               

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები