წვდომის მენიუ

შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 და 2012 წლის 26 ნოემბრის №745/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახ

ნომერი: 586 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 07, 2014

მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/440-14, 13/10/2014 და 6/6241-14 17/10/2014) მიმართა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანია ითხოვს ლიცენზიის სახეობად სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ნაცვლად საერთო ტელემაუწყებლობის  განსაზღვრას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ტელეკომპანიას სურს განახორციელოს საერთო მაუწყებლობა იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ ეთერში გაუშვას არა მხოლოდ გასართობი პროგრამები, არამედ ყოველდღიური ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გადაცემები, რაც მაღალი რეიტინგის მომტანი იქნება არხისთვის, რასაც ცხადყოფს როგორც განცხადებებშია აღნიშნული რეიტინგების მთვლელი კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვები. როგორც განცხადებებშია აღნიშნული, ლიცენზიების სახეობის შეცვლის ერთ-ერთ მოტივს ასევე წარმოადგენს ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვები, იმის თაობაზე თუ რომელი გადაცემაა არხზე რეიტინგული და რისი ხილვა სურს მაყურებელს მომავალში ტელეკომპანიის ეთერით, სადაც ყველაზე სასურველ გადაცემებად გამოვლინდა ახალი ამბების და პოლიტიკური თემატიკის პროგრამები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ ფლობს:

1. კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიას, კომისიის  2012 წლის 26 ნოემბრის №745/6 და 2013 წლის 1 ნოემბრის №655/5 გადაწყვეტილებებით და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისა“ და შპს ”ტელეკომპანია მზეს” შორის 2013 წლის 5 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის  ხელშეკრულების საფუძველზე, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 28 ნოემბერი.

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

დ.ა) საეთერო ტელემაუწყებლობა 45-ე სატელევიზიო არხზე ქ. თბილისი და მიმდებარე ტერიტორია;

დ.ბ) მაუწყებლობა ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა  და ორბიტალური  სადგურებით.

2. კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიას (№B125 ლიცენზია გაცემულ იქნა კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 გადაწყვეტილებით ფიზიკურ პირ ვლადიმერ შენგელაიაზე. კომისიის 2012 წლის 6 ივლისის №468/5 გადაწყვეტილებით მიეცა თანხმობა ვლადიმერ შენგელაის, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის შპს „ვტვ“–სთვის გადაცემაზე;  2012 წლის 23 ივლისს შპს ”ვტვ”-მ შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი”(2012 წლის 23 ივლისს მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; განაცხადის ნომერი - 514416; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი - B12090997) შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 27 აპრილამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით – საქართველოს ტერიტორიაზე;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/1704-14, 20/10/2014) თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კუთვნილი №B15 ლიცენზიით განსაზღვრულ მაუწყებლობის გეოგრაფიულ ზონაში (თბილისი-ზონა №259) სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე  საერთო ტელემაუწყებლობა, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ №B15 ლიცენზიის  მოდიფიცირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხს, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი განცხადება შეიცავს დასაბუთებულ მოთხოვნას და შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე;

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 და 2012 წლის 26 ნოემბრის №745/6 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2014 წლის 20 ნოემბერს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                 აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                 სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                 კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები