წვდომის მენიუ

შპს “მულტინეტის“ 35 % წილის ფიზიკურ პირ მალხაზ კვარაცხელიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 59 / 11

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2014

მიღების თარიღი იანვარი 30, 2014

 

შპს “მულტინეტის“  35 % წილის  ფიზიკურ პირ მალხაზ კვარაცხელიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2013 წლის 27 დეკემბერს განცხადებით მიმართა შპს “მულტინეტმა“ (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/7443-13. 27.12.2013), ფიზიკურ პირ დავით ზილფიმიანის მფლობელობაში არსებული შპს “მულტინეტის“ 35% წილის ფიზიკურ პირ მალხაზ კვარაცხელიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

    “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მულტინეტი“   წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “მულტინეტის“  მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა:

- შპს “მულტინეტის“  განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №№6/7443-13. 27.12.2013)  ფიზიკურ პირ დავით ზილფიმიანის მფლობელობაში არსებული შპს “მულტინეტის“ 35% წილის ფიზიკურ პირ მალხაზ კვარაცხელიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით;

- ინფორმაცია  შპს “მულტინეტის“  საქმიანობის შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “მულტინეტის“  შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია შშპს “მულტინეტის“  აბონენტთა ოდენობის შესახებ;

- ინფორმაცია შპს “მულტინეტის“ ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ;

- შპს “მულტინეტის“ მეწარმეთა და არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან  ამონაწერის თანახმად შპს “მულტინეტის“ პარტნიორები არიან:

- გიორგი კალანდაძე (წილის 25%-ის მფლობელი);

- დავით ზილფიმიანი  (წილის 35%-ის მფლობელი);

- გიორგი თედორაძე (წილის 10%-ის მფლობელი);

- ზაზა თანანაშვილი (წილის 30%-ის მფლობელი).

შპს “მულტინეტის“ დირექტორია გიორგი კალანდაძე.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 8 იანვრის №10/35-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს “მულტინეტის“, ასევე შპს “მულტინეტის“ წილის 35%-ის შეძენის მსურველის, მალხაზ კვარაცხელიას აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

შპს “მულტინეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის  21 იანვრის №10/105-14 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ  შპს “მულტინეტს“ აბონენტები და შემოსავლები არ გააჩნია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს “მულტინეტის“ წილის 35%-ის ფიზიკურ პირ მალხაზ კვარაცხელიას მიერ შეძენის შემთხვევაში,  ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. შესაბამისად, შპს “მულტინეტის“ აღნიშნული წილის შეძენამ არ უნდა მოახდინოს სხვა კომპანიებისათვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებების შექმნა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე  შესვლისას.  

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “მულტინეტის“ წილის 35%-ის ფიზიკურ პირ მალხაზ კვარაცხელიას მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “მულტინეტს“, შპს “მულტინეტის“ წილის 35%-ის ფიზიკურ პირ მალხაზ კვარაცხელიას მიერ შეძენაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “მულტინეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “მულტინეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

         კომისიის  თავმჯდომარის

         მოვალეობის შემსრულებელი                                         აკაკი სიხარულიძე  

         კომისიის წევრი                                                                 სოფიო ბრიტანჩუკი

         კომისიის წევრი                                                                 ირაკლი მოსეშვილი

         კომისიის წევრი                                                                 კახი ბექაური

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები