წვდომის მენიუ

ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №446/1 და 2008 წლის 28 მარტის №169/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 590 / 2

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 07, 2014 17:49

მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/5467-14, 02.09.2014წ.) მიმართა ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდმა” მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B91 და  №B99 ლიცენზიების მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ კომპანია ითხოვს ორივე ლიცენზიის სახეობად საერთო ტელემაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის განსაზღვრას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ლიცენზიებით განსაზღვრულ მომსახურების ზონებში ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხვა და დადგინდა, რომ კომპანიის ეთერში გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებზე მეტი პოპულარობით სარგებლობს სპეციალიზებული (გასართობი) თემატიკის პროგრამები, შესაბამისად მაუწყებელს მიზანშეწონილად მიაჩნია მათი სამაუწყებლო ბადე საზოგადოებრივ-პოლიტიური თემატიკის პროგრამების ნაცვლად გაჯერდეს გასართობი პროგრამებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდი” ფლობს კერძო მაუწყებლობის  №B91 და №B99 ლიცენზიებს შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) კერძო მაუწყებლობის №B91 ლიცენზია:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 02.08.2017

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

გადამც. და

ანტენის

განთავსების

ადგილი

სატელევ.

არხი №

პოლარიზაცია

V/H

გასხივების

დიაგრამა

გადამცემის

სიმძლავრე

(ვტ)

ანძის  განლაგ.

გეოგრაფ.

კოორდინატ.

ანტენის

გაძლიერ.

კოეფ. არა-უმეტ.(დბ)

ანტენის

განთავს.

სიმაღ

მიწ/ზ(მ)

გორი,

ახალდაბის ტვ ანძა

51

H

წრიული

500

N 42°01 55.4\"    

E 044°02 55.8\"

6.0

160 ± 15

ქუთაისი,

ქუთაისის ტვ ანძა

45

H

წრიული

500

N 42°16 48.9\"

E 042°44 10.1\"

6.0

90 ± 25

საჩხერე,

საჩხერეს  ტვ ანძა

40

H

წრიული

500

N 42°20 56,9\"

E 043°24 23,01\"

6.0

25 ± 5

სენაკი

სენაკის ანძა

52

H

წრიული

500

N 42°17 24,12\"   

E 042°03 26.8\"

6.0

30 ± 5

ბ) კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზია:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 28.03.2018წ.

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა არის ერთი გადამცემი სადგურის (ბათუმის ანძა) მომსახურების ზონა, ხოლო ტექნიკური პარამეტრებია:

გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

გაძლიერების კოეფიციენტი

პოლარიზაცია V/H

TV არხი

სიმძ.

(ვტ)

გასხივების დიაგრამა

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ

ბათუმი, სატელევიზიო ანძა

N41° 41’37.7” E 041° 42’54.8”

არაუმეტეს 6.0 დბ

H

33

1000

მიმართული

40 ± 15

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 25 სექტემბრის №535/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №446/1 და 2008 წლის 28 მარტის №169/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 24 ოქტომბრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/1484-14, 12/09/2014) თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ კუთვნილი NB91 და NB99 ლიცენზიებით განსაზღვრულ მაუწყებლობის გეოგრაფიულ ზონებში (სამაუწყებლო ზონა №253 და №256) ტელემაუწყებლობის პრიორიტეტად განისაზღვრა სპეციალიზებული მაუწყებლობა, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ კუთვნილი NB91 და NB99 ლიცენზიების მოდიფიცირება იმგავრად, რომ ლიცენზიის სახეობად განისაზღვროს სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა, შესაბამისობაშია, როგორც მოქმედ კანონმდებლობასთან („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი) ასევე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი);

 საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2014 წლის 24 ოქტომბერს 16:00 საათზე. სხდომას ესწრებოდნენ                          ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები თორნიკე უსტარაშვილი და ირაკლი მჟავია. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ კერძო მაუწყებლობის NB91 და NB99 ლიცენზიების მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ კერძო მაუწყებლობის NB91 და NB99 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და 2007 წლის 3 აგვისტოს №446/1 და 2008 წლის 28 მარტის №169/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით სამი ერთის წინააღმდეგ (კომისიის წევრმა კახი ბექაურმა მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების გარდა  გააჩნია კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზია, რომელიც ითვალისწინებს საერთო საეთერო ტელემაუწყებლობას ქ.თბილისში. ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის №612/22 გადაწყვეტილების შესაბამისად სამივე ლიცენზიით განსაზღვრულ მაუწყებლობის გეოგრაფიულ ზონებში ტელემაუწყებლობის პრიორიტეტად განისაზღვრა სპეციალიზებული მაუწყებლობა. შესაბამისად თუ კომპანია ითვალისწინებს მოსახლეობის მოთხოვნას რეგიონში და ამ მიზნით ითხოვს კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების სახეობის მოდიფიცირებას, გაუგებარია, რატომ არ ითვალისწინებს მოსახლეობის მოთხოვნას დედაქალაქში და არ ითხოვს კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზიის მოდიფიცირებასაც. მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგადად წინააღმდეგია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, მიაჩნია რომ არ უნდა მოხდეს საერთო მაუწყებლობის შეცვლა სპეციალიზებული მაუწყებლობით, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაციის და განსხვავებული აზრის მიღების საშუალება.)

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ კერძო მაუწყებლობის №B91 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №446/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2.  ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;”

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ო) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;

პ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

ჟ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;

რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.”

2. მოდიფიცირდეს ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2008 წლის 28 მარტის №169/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდისთვის“ გაგზავნა                    (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                             ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                              სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                               კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები