წვდომის მენიუ

საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით ზეპირი მოსმენის განმეორებით დანიშვ

ნომერი: 591 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2015 18:16

მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2014

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“)  აღნიშნავს, რომ „ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის  სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს №477/23 გადაწყვეტილების მე-4 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით.

ამავე გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვრა  3 თვიანი ვადა და საკითხის ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 25 სექტემბერი;  

კომისიის 2014 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება №536/22 კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს №477/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2014 წლის 9 ოქტომბერს 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომის საოქმო გადაწყვეტილებით საკითხის არსებითი განხილვა დაინიშნა 2014 წლის 24 ოქტომბერს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე მოისმინეს კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის (ე.ასანიძე) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სს ”სილქნეტმა” საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების  გაანგარიშების დაზუსტებული მოდელი წარმოადგინა 2014 წლის 23 ოქტომბერს (წერილი №4052/01-8). შესაბამისად, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ კომისიის მიერ შესწავლილი და განხილული უნდა იქნას სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, რაც საჭიროებს დამატებით დროს.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილების დააფუძნოს იმ გარემოებაზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ხოლო ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ გამოკვლეულა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან სს ”სილქნეტის” მიერ საკომუნიკაციო-საკანალიზაციო არხებთან და სპილენძის სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების გაანგარიშების დაზუსტებული მოდელი წარმოდგენილი იქნა 2014 წლის 23 ოქტომბერს და აღნიშნული საკითხი არ ყოფილა განხილული კომისიაში 2014 წლის 9 ოქტომბერს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, საკითხი განხილულ იქნას ზეპირი მოსმენის ფორმატში 2014 წლის 6 ნოემბერს, ხოლო გადაწყვეტილება მიღებული იქნას ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს №477/23 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულია 3 თვიანი ვადა, შესაბამისად ზეპირი მოსმენის ფორმატში საკითხის 2014 წლის 6 ნოემბერს განხილვით არ ირღვევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისი მე-100 მუხლით და კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების, მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის და კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს №477/23 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ საკითხის განხილვა ზეპირი მოსმენის ფორმატში გაიმართოს 2014 წლის 6 ნოემბერს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) ზეპირი მოსმენის შესახებ ცნობის განმეორებით გამოქვეყნება კომისიის ვებ გვერდზე;

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

4. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                        ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                       ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                       კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                       ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები