წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №76 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 595 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2016 17:21

მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 76 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე. ამავე მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე–5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო კომერსანტი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიას, რომელსაც მოქმედების ვადა გასდის 2014 წლის 26 ნოემბერს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ყველას აქვს უფლება, წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება 20 დღის განმავლობაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ განცხადების ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღიდან. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ”რადიო კომერსანტის“ კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2014 წლის 26 ნოემბერს, იმ შემთხვევში, თუ 2014 წლის 28 ოქტომბერს კომისია არ მიიღებდა გადაწყვეტილებას „კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“, ვერ მოესწრებოდა ლიცენზიის მოქმედების ვადის ისე გაგრძელება, რომ დაცული ყოფილიყო ლიცენზიის მოქმედების უწყვეტობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–6 პუნქტიდან გამომდინარე, დაენიშნა 2014 წლის 28 ოქტომბრის №76 სხდომა, რის თაობაზეც 2014 წლის 27 ოქტომბერს, 18:56 სთ–ზე დაუყოვნებლივ იქნა გამოქვეყნებული კომისიის 2014 წლის  28 ოქტომბრის №76 სხდომის დღის წესრიგი კომისიის ოფიცილურ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge).

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე–15 პუნქტის შესაბამისად, დღის წესრიგში დამატებით საკითხად ჩასმის მიზნით,  წარმოდგენილ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართელოს კანონის 472 მუხლის შესაბამისად, ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საკითხი.

კომისიამ განიხილა რა, კომისიის 2014 წლის 28 ოქტომბრის №76 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2014 წლის 28 ოქტომბრის №76 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1(ერთი) საკითხი: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართელოს კანონის 472 მუხლის შესაბამისად, ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

2. დამტკიცდეს კომისიის 2014 წლის 28 ოქტომბრის №76 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე  კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

 

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

 

კომისიის წევრი

 

 სოფიო ბრიტანჩუკი

 

კომისიის წევრი

 

აკაკი სიხარულიძე

 

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

 

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №76 სხდომის

 ქ. თბილისი                                                           2014  წლის 28 ოქტომბერი, 16:00 საათი

 

 

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №76 სხდომის დღის წესრიგის   დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ  (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართელოს კანონის 472 მუხლის შესაბამისად, ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები