„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართელოს კანონის 472 მუხლის შესაბამისად „ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 07, 2014
მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2014
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართელოს კანონის 472 მუხლის შესაბამისად „ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ,,კომისია”) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართელოს კანონის 472 მუხლის შესაბამისად „ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 25 ნოემბერს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (თ. ტყეშელაშვილი) დადგენილების პროექტის მომზადება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) დადგენილების პროექტისა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი.
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
ა.სიხარულიძე
კ.ბექაური
