წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის № 77 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 598 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 04, 2014 17:48

მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის № 77 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის  30 ოქტომბრის №77 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2014 წლის 30 ოქტომბრის №77 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

კახი ბექაური

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№77 სხდომის

ქ. თბილისი                                                           2014  წლის 30 ოქტომბერი, 16:00 საათი

დ  ღ  ი  ს    წ  ე  ს  რ  ი  გ  ი:

1.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №77 სხდომის დღის წესრიგის   დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.       შპს  ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის

დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

3.       შპს ”ტაქსი 300”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

4.       უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო  სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

5.       სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ანატოლი გაიდუკოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

6.       სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ სერგო ჩემინავასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

7.       სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ომარ ოდოშაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

8.       შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის ააიპ არასამეწარმეო მედია კავშირი ”ობიექტივისთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

9.       შპს “სტუდია ტივის“-ის 100% წილის  შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე.ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის  დეპარტამენტის უფროსი);

10.    შპს “დიდგორი-2“-ის 100% წილის  შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე.ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის  დეპარტამენტის უფროსი);

11.    ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის   ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების შესახებ (მომხს. ე.ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის  დეპარტამენტის უფროსი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები