უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14, 2014 18:46
მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2014
უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიამ განიხილა უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრის წერილი (№ 11.3-14/9883, 23.09.2014) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის MELITOPOL – 107.7 MHz და ODESA – 89.4 MHz მინიჭებული სიხშირეების კოორდინაციის შესახებ (Geneva 84 გეგმის მოდიფიკაცია).
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, უკრაინის რადიოსამაუწყებლო სადგურების ფუნქციონირება არ წარმოქმნის მავნე რადიოხელშეშლებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი რადიოსადგურებისთვის და რეგიონალური შეთანხმება Geneva 84–ის მე–4 თავის შესაბამისად (რომელიც მოიცავს სიხშირეთა კოორდინაციის პროცედურებს), MELITOPOL – 107.7 MHz და ODESA – 89.4 MHz შეიძლება ჩაითვალოს კოორდინირებულად.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:1. მიეცეს თანხმობა უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრს რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის MELITOPOL – 107.7 MHz და ODESA – 89.4 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე წერილის (№11.3-14/9883, 23.09.2014) დანართში არსებული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებელის ხეივანი მე-12 კმ, № 6) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრისთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
