წვდომის მენიუ

შპს “სტუდია ტივის“-ის 100% წილის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 606 / 11

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2014 11:05

მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2014

შპს “სტუდია ტივის“-ის 100% წილის  შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2014 წლის 3 სექტემბერს წერილით მიმართა შპს “სტუდია ტივი“-მ  (კომისიაში რეგისტრაციის №6/5472-14 03.09.2014), შპს “სტუდია ტივი“-ს  პარტნიორის თემურ გაფრინდაშვილის წილის 100%-ის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ  შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტუდია ტივი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “სტუდია ტივი“-ს მიერ 2014 წლის 3 სექტემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/5472-14 03.09.2014) წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

- ინფორმაცია კომპანიის საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;

- შპს “სტუდია ტივი“-ს დირექტორის, დამფუძნებელის - და მისი წილობრივი მონაწილეობის შესახებ;

- შპს “სტუდია ტივი“-ს  შემოსავლების შესახებ;

- შპს “სტუდია ტივი“-ს  აბონენტების რაოდენობის შესახებ;

- შპს “სტუდია ტივი“-ს ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ;

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “სტუდია ტივი“-ს  დამფუძნებელი არის ფიზიკური პირი: თემურ გაფრინდაშვილი (პ/ნ 01025007279)  - წილის 100%-ის მფლობელი, რომელიც თავის კუთვნილ წილს ასხვისებს სრულად შპს „სუპერ ტვ“-ზე (ს/კ 400015201).

შპს “სტუდია ტივი“-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით,  შპს „სუპერ ტვ“-ის 2014 წლის 16 სექტემბრის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/5674-14, 16.09.2014წ.), ასევე შპს „სუპერ ტვ“-ის 2014 წლის 18 სექტემბრის №222 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/5734-14, 18.09.2014წ.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, შპს “სუპერ ტვ“-ის 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან ზურაბ ჩიგოგიძე წილის - 90% მფლობელი  და ეთერი მებუკე - წილის 10% მფლობელი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიას  2014 წლის 24 სექტემბერს №226 წერილით მიმართა შპს "სუპერ ტვ“-იმ  (კომისიაში რეგისტრაციის №6/5938-14 24.09.2014), სადაც კომისიას დამატებით აცნობა შპს "სუპერ ტვ“-ის 100% პარტნიორის „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“-ის 90% წილის მფლობელის ბენეფიციარი მესაკუთრეს  ზურაბ ჩიგოგიძის აფილირების შესახებ სხვა ავტორიზებულ პირებთან. კერძოდ, საქართველოს მოქალაქე ზურაბ ჩიგოგიძე (პ/ნ  01008004061) არის:

1. ავტორიზებული პირი - შპს "BLACK SEA TELECOM"-ში (ს/კ 610953) 10% წილის მფლობელი (მესაკუთრე) პარტნიორი;

2. ავტორიზებული პირი - შპს "ტელეკომპანია თბილისი"-ს (ს/კ 202063818) 70% წილის მფლობელი (მესაკუთრე) პარტნიორი;

3. ავტორიზებული პირი - შპს "ჯეოტელი"-ს (ს/კ 205034979) 100% წილის მფლობელი (მესაკუთრე) პარტნიორი.

ზემოაღნიშნული წერილით შპს "სუპერ ტვ“-იმ  კომისიას ასევე აცნობა, რომ შპს "სუპერ ტვ“-ის 100% პარტნიორის „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“-ის 10% წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრე  ეთერი მებუკე (პ/ნ 01011039022), არ ფლობს წილებს სხვა ავტორიზებულ პირებში.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით:

1. შპს"BLACK SEA TELECOM“-ი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული,  ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2.

ინტერნეტ მომსახურება

 WiMax

2. შპს"ჯეოტელი" წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

B.F.1.

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.M.1.

მოძრავი საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

3. შპს"ტელეკომპანია თბილისი", როგორც მაუწყებელი, ფლობს კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა.

             ავტორიზებული პირების აფილირების დადგენის მიზნით კომისიამ წერილობით (კომისიის 29.09.2014წ. №08/2012-14 წერილი) მიმართა შპს „სუპერ ტვ“-ის და მოითხოვა ინფორმაცია შპს"BLACK SEA TELECOM"-ის (ს/კ 610953) 90% წილის მფლობელი იურიდიული პირის "ცენტრინვესტ ინტერნეშენელი"-ს პარტნიორთა აქციების ან/და წილის მფლობელთა შესახებ ისე, რომ  შესაძლებელი გამხდარიყო დადგენა ბენეფიციარი მესაკუთრეს ან/და მესაკუთრეების.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიას 2014 წლის 1 ოქტომბრის №236 წერილით (კომისიის 01.10.2014წ. №6/6025-14 წერილი) მიმართა  შპს „სუპერ ტვ“-იმ, სადაც კომისიას აცნობა, რომ ზურაბ ჩიგოგიძე არის  შპს"BLACK SEA TELECOM"-ის პორთფელური პარტნიორი და მას არ გააჩნია ბერკეტი მოიძიოს ინფორმაცია "ცენტრინვესტ ინტერნეშენელი"-ს პარტნიორთა აქციების ან/და წილის მფლობელთა შესახებ.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “სუპერ ტვ“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემეტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4.

მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 8 სექტემბრის №10/1455-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად,  შპს “სუპერ ტვ“-ის (ს/კ 400015201), კომპანია „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“-ის,  ფიზიკური პირი - შალვა დოლიძის (პ/ნ 01024014034) და ასევე  შპს “სტუდია ტვ“-ის (ს/კ 202336016) აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 8 სექტემბრის  №10/1452-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “სტუდია ტივი“-ი ახორციელებს ტელემაუწყებლობის ტრანზიტს ქალაქ თბილისში. შესაბამისად შპს “სტუდია ტივი“-ს  მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა  შემოსავლებმა 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით შეადგინა - 302 234 ლარი. აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2014 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა  1 529 აბონენტი.

 წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ ტელემაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს “სტუდია ტივი“-ს  აბონენტთა ხვედრითი წილი 2014  წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა - 0,69%-ს, ხოლო ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ ტელემაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს “სტუდია ტივი“-ს  შემოსავლების ხვედრითი წილი 2013 წლის იანვრის თვიდან 2014 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით შეადგენდა - 0,66 %-ს.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 8 სექტემბრის  №10/1453-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “სუპერ ტვ“-ი ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ქალაქ თბილისში. შესაბამისად, შპს “სუპერ ტვ“-ის  მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა  შემოსავლებმა 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით შეადგინა - 8 144 358 ლარი. აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2014 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა 49 180 აბონენტი.

 წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს “სუპერ ტვ“-ის  აბონენტთა ხვედრითი წილი 2014  წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა - 22,10%-ს, ხოლო ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს “სუპერ ტვ“-ის  შემოსავლების ხვედრითი წილი 2013 წლის იანვრის თვიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით შეადგენდა - 17,89 %-ს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 10 ოქტომბრის №10/1673-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის საერთო-სტატისტიკურ ბაზაში შპს "ჯეოტელი" (ს/კ 205034979) 2013 წლის იანვრის თვიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში წარმოადგენს ნულოვან შემოსავალს, შპს "ტელეკომპანია თბილისი"-ს (ს/კ 202063818) ხვედრითი წილი სამაუწყებლო შემოსავლების მიხედვით 2013 წლის იანვრის თვიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 0,43%, შპს "BLACK SEA TELECOM"-ის (ს/კ 610953) ხვედრითი წილი საცალო ინტერნეტ შემოსავლების მიხედვით  WiMax ტექნოლოგიიდან 2013 წლის იანვრის თვიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 0,06%, ხოლო აბონენტების რაოდენობის ხვედრითმა წილმა  2014 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა 0,09%.

            ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “სტუდია ტივი“-ს   წილის 100%-ის შპს „სუპერ ტვ“-ის  მიერ  შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “სტუდია ტივი“-ს  წილის 100%-ის შპს „სუპერ ტვ“-ის  მიერ  შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “სტუდია ტივი“-ს, შპს “სტუდია ტივი“-ს  წილის 100%-ის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ  შეძენაზე.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                  ვახტანგ აბაშიძე

         კომისიის წევრი                                                                კახი ბექაური

         კომისიის წევრი                                                                აკაკი სიხარულიძე

          კომისიის წევრი                                                                 ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები