შპს “დიდგორი-2“-ის 100% წილის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2014 11:06
მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2014
შპს “დიდგორი-2“-ის 100% წილის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2014 წლის 3 სექტემბერს წერილით მიმართა შპს “დიდგორი -2“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №6/5471-14 03.09.2014), შპს “დიდგორი-2“-ის პარტნიორების კახაბერ ნადირაძის წილის 60%-ის და ქეთევან მჭედლიძის წილის 40%-ის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “დიდგორი-2“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
|
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “დიდგორი-2“-ის მიერ 2014 წლის 3 სექტემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/5471-14 03.09.2014) წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
|
- ინფორმაცია კომპანიის საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ; - შპს “დიდგორი-2“-ის დირექტორის, დამფუძნებელის - და მისი წილობრივი მონაწილეობის შესახებ; - შპს “დიდგორი-2“-ის შემოსავლების შესახებ; - შპს “დიდგორი-2“-ის აბონენტების რაოდენობის შესახებ; - შპს “დიდგორი-2“-ის ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “დიდგორი-2“-ის დამფუძნებელები არიან ფიზიკური პირები: კახაბერ ნადირაძე (პ/ნ 38001004423) - წილის 60%-ის მფლობელი და ქეთევან მჭედლიძე (პ/ნ 01025013821) - წილის 40% მფლობელი, რომლებიც თავის კუთვნილ წილებს ასხვისებენ სრულად შპს „სუპერ ტვ“-ზე (ს/კ 400015201). შპს “დიდგორი-2“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, შპს „სუპერ ტვ“-ის 2014 წლის 16 სექტემბრის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/5674-14, 16.09.2014წ.), ასევე შპს „სუპერ ტვ“-ის 2014 წლის 18 სექტემბრის №222 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/5734-14, 18.09.2014წ.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, შპს “სუპერ ტვ“-ის 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან ზურაბ ჩიგოგიძე წილის - 90% მფლობელი და ეთერი მებუკე - წილის 10% მფლობელი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიას 2014 წლის 24 სექტემბერს №226 წერილით მიმართა შპს "სუპერ ტვ“-იმ (კომისიაში რეგისტრაციის №6/5938-14 24.09.2014), სადაც კომისიას დამატებით აცნობა შპს "სუპერ ტვ“-ის 100% პარტნიორის „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“-ის 90% წილის მფლობელის ბენეფიციარი მესაკუთრეს ზურაბ ჩიგოგიძის აფილირების შესახებ სხვა ავტორიზებულ პირებთან. კერძოდ, საქართველოს მოქალაქე ზურაბ ჩიგოგიძე (პ/ნ 01008004061) არის: 1. ავტორიზებული პირი - შპს "BLACK SEA TELECOM"-ში (ს/კ 610953) 10% წილის მფლობელი (მესაკუთრე) პარტნიორი; 2. ავტორიზებული პირი - შპს "ტელეკომპანია თბილისი"-ს (ს/კ 202063818) 70% წილის მფლობელი (მესაკუთრე) პარტნიორი; 3. ავტორიზებული პირი - შპს "ჯეოტელი"-ს (ს/კ 205034979) 100% წილის მფლობელი (მესაკუთრე) პარტნიორი. ზემოაღნიშნული წერილით შპს "სუპერ ტვ“-იმ კომისიას ასევე აცნობა, რომ შპს "სუპერ ტვ“-ის 100% პარტნიორის „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“-ის 10% წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრე ეთერი მებუკე (პ/ნ 01011039022), არ ფლობს წილებს სხვა ავტორიზებულ პირებში. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით: 1. შპს"BLACK SEA TELECOM“-ი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
2. შპს"ჯეოტელი" წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
3. შპს"ტელეკომპანია თბილისი", როგორც მაუწყებელი, ფლობს კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა. ავტორიზებული პირების აფილირების დადგენის მიზნით კომისიამ წერილობით (კომისიის 29.09.2014წ. №08/2012-14 წერილი) მიმართა შპს „სუპერ ტვ“-ის და მოითხოვა ინფორმაცია შპს"BLACK SEA TELECOM"-ის (ს/კ 610953) 90% წილის მფლობელი იურიდიული პირის "ცენტრინვესტ ინტერნეშენელი"-ს პარტნიორთა აქციების ან/და წილის მფლობელთა შესახებ ისე, რომ შესაძლებელი გამხდარიყო დადგენა ბენეფიციარი მესაკუთრეს ან/და მესაკუთრეების. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიას 2014 წლის 1 ოქტომბრის =236 წერილით (კომისიის 01.10.2014წ. №6/6025-14 წერილი) მიმართა შპს „სუპერ ტვ“-იმ, სადაც კომისიას აცნობა, რომ ზურაბ ჩიგოგიძე არის შპს"BLACK SEA TELECOM"-ის პორთფელური პარტნიორი და მას არ გააჩნია ბერკეტი მოიძიოს ინფორმაცია "ცენტრინვესტ ინტერნეშენელი"-ს პარტნიორთა აქციების ან/და წილის მფლობელთა შესახებ. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “სუპერ ტვ“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 8 სექტემბრის №10/1454-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “სუპერ ტვ“-ის (ს/კ 400015201), კომპანია „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“-ის, ფიზიკური პირი - შალვა დოლიძის (პ/ნ 01024014034) და ასევე შპს “დიდგორი-2“-ის (ს/კ 205117381) აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 8 სექტემბრის №10/1453-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “დიდგორი- 2“-ი ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ქალაქ თბილისში. შესაბამისად, შპს “დიდგორი- 2“-ის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით შეადგინა - 161 327 ლარი. აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2014 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა 862 აბონენტი. წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს “დიდგორი-2“-ის აბონენტთა ხვედრითი წილი 2014 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა - 0,39%-ს, ხოლო ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს “დიდგორი- 2“-ის შემოსავლების ხვედრითი წილი 2013 წლის იანვრის თვიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით შეადგენდა - 0,35 %-ს. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 8 სექტემბრის №10/1453-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “სუპერ ტვ“-ი ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ქალაქ თბილისში. შესაბამისად, შპს “სუპერ ტვ“-ის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით შეადგინა - 8 144 358 ლარი. აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2014 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა 49 180 აბონენტი. წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს “სუპერ ტვ“-ის აბონენტთა ხვედრითი წილი 2014 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა - 22,10%-ს, ხოლო ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს “სუპერ ტვ“-ის შემოსავლების ხვედრითი წილი 2013 წლის იანვრის თვიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით შეადგენდა - 17,89 %-ს. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 10 ოქტომბრის №10/1673-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის საერთო-სტატისტიკურ ბაზაში შპს "ჯეოტელი" (ს/კ 205034979) 2013 წლის იანვრის თვიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში წარმოადგენს ნულოვან შემოსავალს, შპს "ტელეკომპანია თბილისი"-ს (ს/კ 202063818) ხვედრითი წილი სამაუწყებლო შემოსავლების მიხედვით 2013 წლის იანვრის თვიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 0,43%, შპს "BLACK SEA TELECOM"-ის (ს/კ 610953) ხვედრითი წილი საცალო ინტერნეტ შემოსავლების მიხედვით WiMax ტექნოლოგიიდან 2013 წლის იანვრის თვიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 0,06%, ხოლო აბონენტების რაოდენობის ხვედრითმა წილმა 2014 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა 0,09%. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს“დიდგორი-2“-ის წილის 100%-ის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე. კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “დიდგორი-2“-ის წილის 100%-ის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. მიეცეს თანხმობა შპს “დიდგორი-2“-ს , შპს “დიდგორი-2“-ის წილის 100%-ის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე. 2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში; 3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან; 4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე |
||||||||||||||||||||
|
კომისიის წევრი კახი ბექაური კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე |
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
