“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 31, 2014
მიღების თარიღი იანვარი 30, 2014
“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 27 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად (ვებგვერდი, 09/10/2013 სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.001.017165) შეიცვალა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე განწესების წესი და ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის მიერ კომისიის ერთ-ერთი წევრის კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნისა, განისაზღვრა, რომ კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლით (მე-9 მუხლის მე-15 პუნქტი).
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურულ საკითხებს, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შემუშავდეს კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და აღნიშნულის მიზნით განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 1061-ე მუხლების, VII და IX თავების, ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი) დადგენილების პროექტის საჯაროობის უზრუნველყოფა;
3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 27 თებერვალს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
ი.მოსეშვილი
კ.ბექაური
