საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 2 ოქტომბრის № 548/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2014 17:31
მიღების თარიღი ნოემბერი 06, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 2 ოქტომბრის № 548/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N 9/115-14, 22.10.14) მიმართა მოქალაქე ამირან თავაძემ (მცხ. ქ. ქუთაისი, განჯის 1-ლი შესახვევი № 40, პირადი № 50001090763) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე ”E” კატეგორიის რადიომოყვარულის მინიჭებული სახმობის შეცვლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულ ამირან თავაძეს მისივე მოთხოვნით კომისიის 2014 წლის 2 ოქტომბრის N 548/7 გადაწყვეტილებით მიენიჭა სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის სახმობი 4L5A 5 წლის ვადით.
რადიოკავშირის დამყარებისას აღმოჩნდა, რომ 4L5A სახმობი გამოიყენებოდა სხვა რადიომოყვარულის მიერ, რომელიც ამჟამად არ არის რეგისტრირებული.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია რადიომოყვარულ ამირან თავაძეს შეეცვალოს სახმობი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 2 ოქტომბრის N 548/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ამირან თავაძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
E-11 |
ამირან თავაძე |
ქ. ქუთაისი, განჯის 1-ლი შესახვევი №40 |
4L5P |
„E“ ექსტრა |
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე ამირან თავაძისთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
