შპს “ TV3“-ის 39% წილის ფიზიკურ პირ დავით მჟავიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2014
მიღების თარიღი იანვარი 30, 2014
შპს “ TV3“-ის 39% წილის ფიზიკურ პირ დავით მჟავიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2014 წლის 16 იანვარს №0016/14 წერილით მიმართა შპს “TV3“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №6/178-14 16.01.2014), შპს “TV3“-ის 51% წილის მფლობელი ფიზიკური პირის, დავით მჟავიას მიერ ფიზიკური პირის, კახა ბაინდურაშვილის კუთვნილი შპს “TV3“-ის 9% წილის და ფიზიკური პირის, ლაშა ჩხენკელის კუთვნილი შპს “TV3“-ის 30% წილის, ანუ სულ შპს “TV3“-ის 39% წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს “TV3“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და/ან მომსახურების მიწოდების შემდეგ სახეზე:
|
A.F.5. |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა |
|||
|
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. ასევე შპს “TV3“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე: |
||||
|
B.1. |
ტელემაუწყებლობა საერთო ტელემაუწყებლობა. |
|||
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “TV3“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს ტელემაუწყებლობას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.
ლიცენზიის მოქმედების ვადაა 2015 წლის 21 იანვრამდე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “TV3“ ფლობს:
1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F75 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი:
ა.ა) 4014 მჰც ± 14 მჰც (მონაკვეთზე, ქ.თბილისი გორგასლის მე-3 შესახვევი N15 - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა);
ა.ბ) 1056 მჰც ± 14მჰც (მონაკვეთზე მთაწმინდის ანძა - შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სათაო სადგური - ტაბახმელა);
ბ) სიმძლავრე - 5 ვატი;
გ) სადგურების რაოდენობა - 2 სადგური;
დ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F81 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი:
ა.ა) 10422 მჰც ± 14 მჰც; (მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან - სტუდიამდე (გორგასლის მე-3 შესახვევი №15); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 5 ვატამდე;
ა.ბ) 10530 მჰც ± 14 მჰც; (მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან - შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სათაო სადგურამდე (ტაბახმელა); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 5 ვატამდე;
ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 2 სადგური;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 2020 წლის 17 დეკემბრამდე;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: 2011 წლის 17 დეკემბრამდე;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს მხოლოდ ფიქსირებული რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად;
3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F93 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3620 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან – მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; დანიშნულება: მობილური ჩართვებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 5 ვატი;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 15 მაისამდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
გ.ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;
გ.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
4. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F95 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 14460±14 მჰც; მიმართულება: თბილისის ტერიტორიიდან - მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; დანიშნულება: მობილური ჩართვებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 2 ვატი;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 6 იანვრამდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
გ.ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;
გ.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად;
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “TV3“-ის მიერ 2014 წლის 28 იანვრის №030/14 წერილით წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- ინფორმაცია შპს “TV3“-ის საქმიანობის შესახებ;
- ინფორმაცია შპს “TV3“-ის შემოსავლების შესახებ;
- ინფორმაცია შპს “TV3“-ის წილის შეძენის მსურველი პირის აფილირების შესახებ;
შპს “TV3“-ის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “TV3“-ის პარტნიორები არიან:
- ფიზიკური პირი კახა ბაინდურაშვილი (წილის 9%-ის მფლობელი);
- ფიზიკური პირი დავით მჟავია (წილის 51%-ის მფლობელი);
- ფიზიკური პირი ლაშა ჩხენკელი (წილის 30%-ის მფლობელი);
- ფიზიკური პირი ლალი ეგაძე (წილის 10%-ის მფლობელი).
შპს “TV3“-ის დირექტორია გრიგორ ბაიბურთი.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 20 იანვრის №10/103-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს “TV3“-ის, აგრეთვე შპს “TV3“-ის წილის შეძენის მსურველის დავით მჟავიას აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 20 იანვრის №10/97-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “TV3-ის“ მიერ ტელემაუწყებლობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2013 წლის იანვრიდან დეკემბრის თვის ჩათვლით შეადგინა 173,891 ლარი, რომლის ხვედრითი წილიც შესაბამის ბაზარზე ანალოგიური მომსახურებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 0,24%-ს შეადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “TV3“-ის 51% წილის მფლობელი ფიზიკური პირის, დავით მჟავიას მიერ ფიზიკური პირის, კახა ბაინდურაშვილის კუთვნილი შპს “TV3“-ის 9% წილის და ფიზიკური პირის, ლაშა ჩხენკელის კუთვნილი შპს “TV3“-ის 30% წილის, ანუ სულ შპს “TV3“-ის 39% წილის შეძენის შემდეგ ბაზარის შესაბამის სეგმენტზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. აქედან გამომდინარე, შპს “TV3-ის“ წილის 39%-ის შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიას მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “TV3“-ის 51% წილის მფლობელი ფიზიკური პირის, დავით მჟავიას მიერ ფიზიკური პირის, კახა ბაინდურაშვილის კუთვნილი შპს “TV3“-ის 9% წილის და ფიზიკური პირის, ლაშა ჩხენკელის კუთვნილი შპს “TV3“-ის 30% წილის, ანუ სულ შპს “TV3“-ის 39% წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს “TV3-ს“, შპს “TV3“-ის 51% წილის მფლობელი ფიზიკური პირის, დავით მჟავიას მიერ ფიზიკური პირის, კახა ბაინდურაშვილის კუთვნილი შპს “TV3“-ის 9% წილის და ფიზიკური პირის, ლაშა ჩხენკელის კუთვნილი შპს “TV3“-ის 30% წილის, ანუ სულ შპს “TV3“-ის 39% წილის შეძენაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “TV3“-სათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “TV3“-სათვის ჩაბარების დღიდან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
