წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის № 81 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 623 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2016 17:27

მიღების თარიღი ნოემბერი 13, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 81 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის  13 ნოემბრის №81 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2014 წლის 13 ნოემბრის №81 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს   1 (ერთი) საკითხი: შპს “რადიოცენტრი პლუსისთვის” დაბა გუდაურში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ;

2.  გადატანილ იქნეს კომისიის 2014 წლის 13 ნოემბრის №81 სხდომის დღის წესრიგის მე–8, მე–9 და მე–10 (შპს „ტვ XXI+”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; შპს „TV ERA”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ) საკითხების განხილვა 2014 წლის 25 ნოემბერს, 16:00 საათზე დაინტერესებული პირების სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფის მიზნით და გაეგზავნოს კომისიის სხდომის გამართვის ადგილის, თარიღისა და დროის თაობაზე შეტყობინებები შპს „BATUMI MEDIA GROUP”-სა და შპს „ტვ XXI+”-ს;

4. კომისიის 2014 წლის 13 ნოემბრის №81 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

 

 

 

 

კომისიის წევრი

 

აკაკი სიხარულიძე

 

 

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

 

 

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№81 სხდომის

 

ქ. თბილისი                                                           2014  წლის 13 ნოემბერი, 16:00 საათი

 

                      :

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №80 სხდომის დღის წესრიგის   დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოსთვის არაავტორიზებადი
    საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  ნებართვის გაცემის  შესახებ (მომსხ. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  3. შპს ”ორბი - უძრავი და მოძრავი ქონების დაცვისთვის”  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის
    დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომსხ. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  4. შპს ”სითი ტაქსისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომსხ. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  5. შპს “ექსპრეს ტაქსისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური
    დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომსხ. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  6. შპს ”კახაბერისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომსხ. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  7. სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  8. შპს “რადიოცენტრი პლუსისთვის” დაბა გუდაურში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები