შპს „მზერა ტივის” კერძო მაუწყებლობის № B135 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 3 იანვრის №02/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2014
მიღების თარიღი თებერვალი 06, 2014
შპს „მზერა ტივის” კერძო მაუწყებლობის № B135 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 3 იანვრის №02/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მზერა ტივიმ” (კომისიაში რეგისტრაციის №7/532-13, 19.12.2013წ.) კერძო მაუწყებლობის №B135 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული კომპანიამ ვერ უზრუნველყო პრაქტიკული საქმიანობის დაწყება და შესაბამისად ითხოვს ლიცენზიის გაუქმებას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 3 იანვრის №02/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”მზერა ტვ” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B135 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 3 იანვრამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით - საქართველოს ტერიტორიაზე;
კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს. ამავე კანონის 38–ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, შესაბამისად, კომისიის 2014 წლის 9 იანვრის №11/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მზერა ტივის” კერძო მაუწყებლობის № B135 ლიცენზიის ამავე ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 3 იანვრის №02/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2014 წლის 6 თებერვალს 16:00 საათზე. სხდომას ესწრებოდა შპს „მზერა ტივის” გენერალური დირექტორი ბადრი ბერაია. გამომდინარე იქიდან, რომ ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს „მზერა ტივის” კერძო მაუწყებლობის №B135 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი გარემოებები კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე მიიღოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 3 იანვრის №02/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლისა და IX თავის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს შპს „მზერა ტივის” კერძო მაუწყებლობის № B135 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2013 წლის 3 იანვრის №02/1 გადაწყვეტილება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მზერა ტივისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „მზერა ტივისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
