წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის № 82 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 632 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2016 17:30

მიღების თარიღი ნოემბერი 20, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 82 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის 20 ნოემბრის №82 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–14, მე–15 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის 2014 წლის 20 ნოემბრის №82 სხდომის დღის წესრიგის მე–6 საკითხის (შპს ,,ჯიმობაილისთვის”   ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ) განხილვა 2014 წლის 04 დეკემბერს, 16:00 საათზე, დამატებითი შესწავლის მიზნით;

2. კომისიის 2014 წლის 20 ნოემბრის №82 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ;

ბ) შპს „ვაიმაქს ჯორჯიასა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, F66, F68 ლიცენზიების დროებითი გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

3. კომისიის 2014 წლის 20 ნოემბრის №82 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

 

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

 

კომისიის წევრი

 

სოფიო ბრიტანჩუკი

 

კომისიის წევრი

 

აკაკი სიხარულიძე

 

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

 

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №82 სხდომის

 ქ. თბილისი                                                           2014  წლის 20 ნოემბერი, 16:00 საათი

 

 

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №82 სხდომის დღის წესრიგის   დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. შპს „რ - რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. შპს „გაერთიანებული სერვის ჯგუფისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომსხ. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  4. სს „პროგრეს ბანკისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომსხ. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  5. შპს „GN TAXI”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომსხ. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  6. შპს ტელეკომპანია  „თბილისის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №836/6  გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  7. ი/მ “გრიგორ ღევენიანის“ კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “ნეტკომის“ მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);
  8. შპს „სკაინეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომსხ. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  10. შპს „ვაიმაქს ჯორჯიასა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, F66, F68 ლიცენზიების დროებითი გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ნ. შოვნაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი).

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები