წვდომის მენიუ

ი/მ “გრიგორ ღევენიანის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ნეტკომის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 637 / 11

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 11, 2014 11:12

მიღების თარიღი ნოემბერი 20, 2014

ი/მ “გრიგორ ღევენიანის“ კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “ნეტკომის“ მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2014 წლის 22 ოქტომბერს წერილით მიმართა ი/მ “გრიგორ ღევენიანმა“ (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №6/6394-14 22.10.2014), ი/მ “გრიგორ ღევენიანის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (უსადენო რადიოდაშვების ქსელის ტექნიკური საშუალებები) შპს “ნეტკომის“ (ს/კ 423352712) მიერ  შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით. 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ “გრიგორ ღევენიანი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 
 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

A.F.3.

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 
     

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 
 

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

   

WiFi

               

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ნეტკომი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 
 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

A.F.3.

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 
     

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 
 

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

   

WiFi

               

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ი/მ “გრიგორ ღევენიანის“ 2014 წლის 22 ოქტომბრის წერილით (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №6/6394-14 22.10.2014)  კომისიაში წარმოდგენილ იქნა:

- ინფორმაცია ი/მ “გრიგორ ღევენიანის“ საფირმო სახელწოდებისა და საქმიანობის შესახებ;

- ინფორმაცია ი/მ “გრიგორ ღევენიანის“ მიერ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია ი/მ “გრიგორ ღევენიანის“ აბონენტთა რაოდენობის შესახებ;

- ინფორმაცია ი/მ “გრიგორ ღევენიანის“ აქტივის შემძენი კომპანიის - შპს “ნეტკომის“ წილების მფლობელთა შესახებ;

- ი/მ “გრიგორ ღევენიანის“ აბონენტების შპს “ნეტკომის“ მომსახურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით აბონენტთა თანხმობის სია.

ამასთან ერთად, 2014 წლის 27 ოქტომბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/6472-14  27.10.2014) წარმოდგენილ იქნა ი/მ “გრიგორ ღევენიანის“ კუთვნილი და შპს “ნეტკომისათვის“ გადასაცემი აქტივების ჩამონათვალი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ნეტკომის“ 100% წილის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი გრიგორ ღევენიანი.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 27 ოქტომბრის №10/1747-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “ნეტკომის“, ასევე შპს “ნეტკომის“ წილის 100%-ის მფლობელისა და დირექტორის გრიგორ ღევენიანის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

ი/მ “გრიგორ ღევენიანის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 24 ოქტომბრის №10/1740-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ი/მ “გრიგორ ღევენიანის“ შემოსავლებმა 2014 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით შეადგინა 69248 ლარი, კერძოდ:

-         ახალქალაქის მუნიციპალიტეტში - 38308 ლარი;

-         ნინოწმინდას მუნიციპალიტეტში - 30940 ლარი;

 შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს საცალო ინტერნეტ მომსახურება WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელსაც ი/მ “გრიგორ ღევენიანი“ ახორციელებს ახალქალაქისა და ნინოწმინდას მუნიციპალიტეტებში.

 აბონენტების რაოდენობამ 2014 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა 444 აბონენტი, კერძოდ:

-         ახალქალაქის მუნიციპალიტეტში - 291 აბონენტი;

-         ნინოწმინდას მუნიციპალიტეტში - 153 აბონენტი;

 შესაბამისად, 2014 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში, საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში  ი/მ “გრიგორ ღევენიანის“ შემოსავლების ხვედრითმა წილმა შეადგინა:

-         ახალქალაქის მუნიციპალიტეტში - 12,84%;

-         ნინოწმინდას მუნიციპალიტეტში - 19%.

2014 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საცალო ინტერნეტ მომსახურების მიმღები მომხმარებლების მთლიან ოდენობაში ი/მ “გრიგორ ღევენიანის“ აბონენტთა ხვედრითმა წილმა შეადგინა:

-         ახალქალაქის მუნიციპალიტეტში - 15,17%;

-         ნინოწმინდას მუნიციპალიტეტში - 13,5%;

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ნეტკომის“ მიერ ი/მ “გრიგორ ღევენიანის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. აქედან გამომდინარე, ი/მ “გრიგორ ღევენიანის“  კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ნეტკომის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ი/მ “გრიგორ ღევენიანის“  კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ნეტკომის“ მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაკმაყოფილებულ იქნას ი/მ “გრიგორ ღევენიანის“ მოთხოვნა;

2. მიეცეს თანხმობა ი/მ “გრიგორ ღევენიანს“, მისი კუთვნილი  საოპერაციო აქტივის  შპს “ნეტკომის“ მიერ შეძენაზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), ი/მ “გრიგორ ღევენიანისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ “გრიგორ ღევენიანისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

               კომისიის წევრი                                                                 ვახტანგ აბაშიძე              

               კომისიის წევრი                                                                 სოფიო ბრიტანჩუკი       

               კომისიის წევრი                                                                 აკაკი სიხარულიძე 

               კომისიის წევრი                                                                 ირაკლი მოსეშვილი

               კომისიის წევრი                                                                 კახი ბექაური 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები