წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №09 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 64 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2014

მიღების თარიღი თებერვალი 06, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №09 სხდომის

დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის  06 თებერვლის №09 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  გადატანილ იქნეს კომისიის 2014 წლის 06 თებერვლის №09 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–10 საკითხის (შპს „ტელეკომპანია ქუთაისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ) განხილვა კომისიის 2014 წლის 13 თებერვალს, 16:00 საათზე;

2. კომისიის 2014 წლის 06 თებერვლის №09 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი

კახი ბექაური

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№09 სხდომის

ქ. თბილისი                                                        2014  წლის 06 თებერვალი, 16:00 საათი

დ  ღ  ი  ს    წ  ე  ს  რ  ი  გ  ი:

1.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №09 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.       შპს ”ვიტელ ჯორჯიასთვის” არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

3.       სს  ”თელასისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

4.       შპს “ უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური - თორნისთვის”  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

5.       ინდ. მეწარმე ”გოდერძი გოგოლაძისთვის”  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

6.       ინდ. მეწარმე ”ნიკო კევლიშვილისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

7.       შპს ”ჯეოსელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

8.       შპს ,,მეცხრე არხის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის  №B112 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 09 სექტემბრის №461/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

9.       შპს „ტელე–რადიოკომპანია თრიალეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ე. ჭახრაკია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

10.    შპს „სქაიტელეკომი - Skytelekom LTD”-ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. პ. ბერია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

11.    შპს „ბექა ჯი“–ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. პ.ბერია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

12.    შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. პ. ბერია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები