შპს ,,ტვ XXI+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 15, 2014 18:17
მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2014
შპს ,,ტვ XXI+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 21 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 21 ოქტომბრის №10/1714-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალებით (2014 წლის 25 სექტემბრის შემოწმების აქტი №35, შპს ,,ტვ XXI+“-ის შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (1 CD); შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი; კომისიის 2014 წლის 20 მარტის №04/585-14 წერილი და აღნიშნული წერილის შპს ,,ტვ XXI+“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; შპს ,,ტვ XXI +“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია).
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 21 ოქტომბრის №10/1714-14 სამსახურებრივი ბარათისა და შპს ,,ტვ XXI+“-ის მიმართ 2014 წლის 25 სექტემბერს შედგენილი №35 შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 25 სექტემბერს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ განხორციელდა შპს ,,ტვ XXI+“-ის შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით; შემოწმება ჩატარდა შპს ,,ტვ XXI+“-ის სათაო ოფისში, კომპანიის დირექტორის გარეგინ მიხიტარიანის თანდასწრებით, მისამართზე: ქ. ბათუმი, 26 მაისის ქ. №72. აღნიშნული შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ 2014 წლის 25 სექტემბერს შპს ,,ტვ XXI+“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „ტელეარხი 25“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედი“, “ობიექტივი“, ”TV 11”, “აჭარა”, “GDS”, “კავკასია”, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „Иллюзион +“, “TV 4“, ”Cartoon network“, “XXI”, „ Наш футбол,” „Show“, “Новое кино”, „Fashion tv“, „ქართული არხი“, „ენკი-ბენკი“, „РУ ТВ“, “National Geographic”, „ТНТ“, “ORT ”, “НТВ”, “Россия 1”, “Перец”, “Eurosport “, „Баскетбол“, “TV 3“ (რუსული), „Феникс Кино“, “24 Техно”, „Теннис“, “Eurosport 2“, „Боец ТВ“, “RTVi”, “TV1000 action”, “Домашний”, „STV“, “Россия К”, “РЕН ТВ”, “СТС”, „Индия ТВ“, “ПРемьера”, „Кинохит“, „футбол ”, „футбол 2”, „Пятница“, “Карусель”, “МИР”, “Охота и рыбалка”, “Кино плюс”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, „Discovery“, „Inter+“, „Шансон ТВ”, „C1”, „Euronews“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “Дом Кино”.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,ტვ XXI+“-ს 2014 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „რუსთავი 2“, „იმედი“, „GDS“, „კომედი არხი“, „Иллюзион +“, ,,TV 4“, ,,Cartoon network“, „Наш футбол,” „Show“, ,,Новое кино”, „ქართული არხი“, „ენკი-ბენკი“, „РУ ТВ“, “National Geographic”, „ТНТ“, ,,НТВ”, ,,Россия 1”, ,,Перец”, ,,Eurosport“, „Баскетбол“, ,,TV 3“ (რუსული), „Феникс Кино“, ,,24 Техно”, „Теннис“, ,,Eurosport 2“, „Боец ТВ“, ,,RTVi”, ,,TV1000 action”, ,,Домашний”, „STV“, ,,РЕН ТВ”, ,,СТС”, „Индия ТВ“, ,,ПРемьера”, „Кинохит“, „футбол ”, „футбол 2”, „Пятница“, ,,Охота и рыбалка”, ,,Кино плюс”, ,,Кухня ТВ”, ,,Animal planet”, „Discovery“, „Inter+“, „Шансон ТВ”, „Euronews“. შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ტვ XXI+“–ის მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 21 ოქტომბრის №10/1714-14-14 სამსახურებრივი ბარათში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 20 მარტს კომისიამ წერილობით მიმართა შპს „ტვ XXI+“-ს და მოსთხოვა სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა (21.10.2014; №10/1714-14) და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 4 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტვ XXI+“-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 13 ნოემბერს, 16.00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ტვ XXI+“-ს ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2014 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,ტვ XXI+“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი. კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტვ XXI+“-ის გენერალურ დირექტორ გარეგინ მიხიტარიანს ჩაბარდა შეტყობინება (№03/2234-14; 04.11.2014) კომპანიისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის კომისიაში განხილვისა და მისი წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვევის თაობაზე 2015 წლის 6 ნოემბერს, რაც დასტურდება შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 040016974571). 2014 წლის 13 ნოემბერს კომისიამ მიიღო საოქმო გადაწყვეტილება შპს ,,ტვ XXI+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის გადადებისა და სხდომის 2014 წლის 25 ნოემბერს, 16.00 საათზე გამართვის თაობაზე. აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით სხდომის გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის თაობაზე შპს ,,ტვ XXI+“-ს ეცნობა შეტყობინებით (17.11.2014; 03/1345-13), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და ჩაბარდა 2014 წლის 19 ნოემბერს, რაც დასტურდება შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 040016969478; შეტყობინება ჩაიბარა კომპანიის ტექნიკოსმა ელგუჯა ბერიძემ).
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 14 ნოემბერს შემოვიდა შპს ,,ტვ XXI+“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/6663-14; 14.11.2014), რომელშიც შპს ,,ტვ XXI+“ ითხოვდა კომპანიისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით კომისიის 2014 წლის 13 ნოემბრის სხდომის გადადებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში კომისიის 2014 წლის 7 აგვისტოს №452/18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით კომისიასა და შპს ,,ტვ XXI+“-ს“ შორის მიმდინარე დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის 2014 წლის 19 ნოემბრის №03/2395-14 წერილით შპს ,,ტვ XXI+”-ს ეცნობა, რომ ვინაიდან, შპს ,,ტვ XXI+”-ს კომისიაში არ წარმოუდგენია სასამართლოს განჩინება კომისიის 2014 წლის 7 აგვისტოს №452-18 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების შესახებ, კომპანიის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება ვერ იქნებოდა მიჩნეული თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს ,,ტვ XXI+“-სა და კომისიას შორის დავის საბოლოო გადაწყვეტამდე კომისიაში შპს ,,ტვ XXI+”-სთვის ადმისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის გადადების საფუძვლად.
2014 წლის 25 ნოემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს ,,ტვ XXI+“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ტვ XXI+”-ს“ კომისიის შეტყობინება (№03/2356-14; 17.11.2014) ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, 2014 წლის 19 ნოემბერს და ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო განეხილა შპს ,,ტვ XXI+”-ის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 25 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ტვ XXI+”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი რამაზ მახაჭაძე, რომელმაც დაადასტურა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათში მითითებული სამაუწყებლო არხების შპს ,,ტვ XXI+“-ის მიერ არამართლზომიერი ტრანზიტის ფაქტი. რ. მახაჭაძის განცხადებით, კომპანიას აღნიშნულ სამაუწყებლო არხების ტრანზიტის თაობაზე ჰქონდა ხელშეკრულებები გაფორმებული, თუმცა, ამჟამად, კომპანიას არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა შეიძინოს აღნიშნული არხების მართლზომიერი ტრანზიტის უფლება, რის გამოც აღნიშნული სამაუწყებლო არხების დისტრიბუტორ კომპანიებთან შეწყვეტილი აქვს სახელშეკრულებო ურთიერთობები. ამასთან, რ. მახაჭაძის განმარტებით, შპს ,,ტვ XXI+”-მა შეწყვიტა იმ სამაუწყებლო არხების ტრანზიტი, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის თაობაზე ხელშეკრულებები არ ფორმდება.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 21 ოქტომბრის №10/1714-14-14 სამსახურებრივი ბარათი;
2. 2014 წლის 25 სექტემბრის შემოწმების აქტი №35;
3. შპს ,,ტვ XXI+“-ის შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (1 CD);
4. შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;
5. შპს ,,ტვ XXI+”-მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
6. კომისიის 2014 წლის 20 მარტის №04/585-14 წერილი და აღნიშნული წერილის შპს ,,ტვ XXI+“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040009186021);
7. კომისიის 2014 წლის 4 ნოემბრის №03/2234-14 შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების შპს ,,ტვ XXI+“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი 0400016974571);
8. კომისიის 2014 წლის 17 ნოემბრის №03/2356-14 შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების შპს ,,ტვ XXI+“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი:040016969478);
9. შპს ,,ტვ XXI+”-ის 2014 წლის 14 ნოემბრის №6/6663-14 განცხადება;
10. კომისიის 2014 წლის 19 ნოემბრის №03/2395-14 წერილი და აღნიშნული წერილის შპს „ტვ XXI+“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი:040016969668);
11. შპს „ტვ XXI+“-ის შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
12. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 11 ნოემბრის №1834-14 სამსახურებრივი ბარათი;
13. შპს ,,ტვ XXI+“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის რამაზ მახაჭაძის მიერ კომისიის 2014 წლის 25 ნოემბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ტვ XXI+“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 25.11.2013; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელით და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი);
2. შპს „ტვ XXI+“-ს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების საფუძველზე;
3. 2014 წლის 20 მარტს შპს „ტვ XXI+”-ს კომისიისგან გაეგზავნა წერილი (20.03.2014 N04/585-14) და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე ეთხოვა სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები) წარმოდგენა. აღნიშნული წერილი შპს ,,ტვ XXI+“-ს ჩაბარდა 2014 წლის 23 მარტს, რაც დასტურდება შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 040009186021);
4. 2014 წლის 25 სექტემბერს, 11:35 საათზე, განხორციელდა შპს ,,ტვ XXI+”-ის შემოწმება, მისამართზე: ქ. ბათუმი, 26 მაისის ქ. №72, შპს ,,ტვ XXI+“-ის სათაო ოფისში, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ. შემოწმებას ესწრებოდა შპს ,,ტვ XXI+”-ის დირექტორი გარეგინ მიხიტარიანი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №35. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები: ზურაბ კვირკველია და იოსებ ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, შპს ,,ტვ XXI+”-ის დირექტორი გარეგინ მიხიტარიანი;
5. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2014 წლის 25 სექტემბერს, შპს ,,ტვ XXI+“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „ტელეარხი 25“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედი“, “ობიექტივი“, ”TV 11”, “აჭარა”, “GDS”, “კავკასია”, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „Иллюзион +“, “TV 4“, ”Cartoon network“, “XXI”, „ Наш футбол,” „Show“, “Новое кино”, „Fashion tv“, „ქართული არხი“, „ენკი-ბენკი“, „РУ ТВ“, “National Geographic”, „ТНТ“, “ORT ”, “НТВ”, “Россия 1”, “Перец”, “Eurosport “, „Баскетбол“, “TV 3“ (რუსული), „Феникс Кино“, “24 Техно”, „Теннис“, “Eurosport 2“, „Боец ТВ“, “RTVi”, “TV1000 action”, “Домашний”, „STV“, “Россия К”, “РЕН ТВ”, “СТС”, „Индия ТВ“, “ПРемьера”, „Кинохит“, „футбол ”, „футбол 2”, „Пятница“, “Карусель”, “МИР”, “Охота и рыбалка”, “Кино плюс”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, „Discovery“, „Inter+“, „Шансон ТВ”, „C1”, „Euronews“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “Дом Кино”;
6. 2014 წლის 25 სექტემბერს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2014 წლის 25 სექტემბრის №35 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (CD);
7. 2014 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, ისევე, როგორც კომისიაში საკითხის განხილვის მომენტისთვის, შპს „ტვ XXI+“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „რუსთავი 2“, „იმედი“, „GDS“, „კომედი არხი“, „Иллюзион +“, ,,TV 4“, ,,Cartoon network“, „Наш футбол,” „Show“, ,,Новое кино”, „ქართული არხი“, „ენკი-ბენკი“, „РУ ТВ“, “National Geographic”, „ТНТ“, ,,НТВ”, ,,Россия 1”, ,,Перец”, ,,Eurosport“, „Баскетбол“, ,,TV 3“ (რუსული), „Феникс Кино“, ,,24 Техно”, „Теннис“, ,,Eurosport 2“, „Боец ТВ“, ,,RTVi”, ,,TV1000 action”, ,,Домашний”, „STV“, ,,РЕН ТВ”, ,,СТС”, „Индия ТВ“, ,,ПРемьера”, „Кинохит“, „футбол ”, „футбол 2”, „Пятница“, ,,Охота и рыбалка”, ,,Кино плюс”, ,,Кухня ТВ”, ,,Animal planet”, „Discovery“, „Inter+“, „Шансон ТВ”, „Euronews“;
8. კომისიის 2014 წლის 8 მაისის №251/18 გადაწყვეტილებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შპს ,,ტვ XXI+“-ს მიეცა გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო, ხოლო კომისიის 2014 წლის 7 აგვისტოს №452/18 გადაწყვეტილებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შპს ,,ტვ XXI+“-ს დაეკისრა ჯარიმა 3000.00 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
9. 2014 წლის 25 სექტემბერს ქ. ბათუმში ჩატარებული შემოწმებისა და შედგენილი შემოწმების №35 აქტის საფუძველზე, ასევე კომისიაში შპს „ტვ XXI+“-ს მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ შპს „ტვ XXI+“-ს მხრიდან ადგილი აქვს დენადი ხასიათის სამართალდარღვევას, კერძოდ მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებისას საკაბელო ქსელში რიგი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერ განთავსებას.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
5. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
6. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
7. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
9. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს:
ა) გადაცემის ჩაწერა;
ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;
დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;
ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.
ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;
ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;
თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
12. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად;
13. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 11 ნოემბრის №10/1834-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,ტვ XXI+”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების მიხედვით, კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის 1 % არ აღემატება 9000 (ცხრა ათასი) ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ 2014 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, სამაუწყებლო არხების: „რუსთავი 2“, „იმედი“, „GDS“, „კომედი არხი“, „Иллюзион +“, ,,TV 4“, ,,Cartoon network“, „Наш футбол,” „Show“, ,,Новое кино”, „ქართული არხი“, „ენკი-ბენკი“, „РУ ТВ“, “National Geographic”, „ТНТ“, ,,НТВ”, ,,Россия 1”, ,,Перец”, ,,Eurosport“, „Баскетбол“, ,,TV 3“ (რუსული), „Феникс Кино“, ,,24 Техно”, „Теннис“, ,,Eurosport 2“, „Боец ТВ“, ,,RTVi”, ,,TV1000 action”, ,,Домашний”, „STV“, , ,,РЕН ТВ”, ,,СТС”, „Индия ТВ“, ,,ПРемьера”, „Кинохит“, „футбол ”, „футбол 2”, „Пятница“, ,,Охота и рыбалка”, ,,Кино плюс”, ,,Кухня ТВ”, ,,Animal planet”, „Discovery“, „Inter+“, „Шансон ТВ”, „Euronews“ შესაბამისი ხელშეკრულებებისა ან/და სანებართვო წერილების გარეშე უცვლელი სახით გადაცემით, შპს ,,ტვ XXI+“-ის მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტვ XXI+”-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, კერძოდ, კომისიის 2014 წლის 7 აგვისტოს №452/18 გადაწყვეტილებით, ,,ტვ XXI+“-ს დაეკისრა ჯარიმა 3000.00 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, შპს ,,ტვ XXI+”-ის მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 9000.00 (ცხრა ათასი) ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ტვ XXI+“-ს, ამავდროულად, უნდა აეკრძალოს სამაუწყებლო არხების: „რუსთავი 2“, „იმედი“, „GDS“, „კომედი არხი“, „Иллюзион +“, ,,TV 4“, ,,Cartoon network“, „Наш футбол,” „Show“, ,,Новое кино”, „ქართული არხი“, „ენკი-ბენკი“, „РУ ТВ“, ,,National Geographic”, „ТНТ“, ,,НТВ”, ,,Россия 1”, ,,Перец”, ,,Eurosport“, „Баскетбол“, ,,TV 3“ (რუსული), „Феникс Кино“, ,,24 Техно”, „Теннис“, ,,Eurosport 2“, „Боец ТВ“, ,,RTVi”, ,,TV1000 action”, ,,Домашний”, „STV“, , ,,РЕН ТВ”, ,,СТС”, „Индия ТВ“, ,,ПРемьера”, „Кинохит“, „футбол ”, „футбол 2”, „Пятница“, ,,Охота и рыбалка”, ,,Кино плюс”, ,,Кухня ТВ”, ,,Animal planet”, „Discovery“, „Inter+“, „Шансон ТВ”, „Euronews“ საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ,,ტვ XXI+“-ის, მხრიდან ადგილი აქვს დენადი ხასიათის დარღვევის ჩადენას, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის, ვინაიდან არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; კერძოდ, აღსრულების გადადებამ შეიძლება არაჯანსაღი კონკურენტული გარემო შექმნას აჭარის ავტორნომიურ რესპუბლიკაში მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელების სფეროში და სამაუწყებლო არხების არალეგალური ტრანზიტით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ამავე ბიზნესის მწარმოებელ იმ კონკურენტ კომპანიებს, რომლებიც ავრცელებენ მართლზომიერად მოპოვებულ სამაუწყებლო არხებს (კერძოდ, აბონენტების გადინება და სხვა). ამასთან, დარღვევის დენადი ხასიათიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შემთხვევაში, შენარჩუნდება ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ამ სეგმენტზე საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ნაკისრი, საერთაშორისო ვალდებულებების პერმანენტულად დარღვევის მდგომარეობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე და 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ტვ XXI+”-ს დაეკისროს ჯარიმა 9000.00 (ცხრა ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს ,,ტვ XXI+“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი - 300693251;
3. უზრუნველყოს შპს ,,ტვ XXI+”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
4. უზრუნველყოს შპს ,,ტვ XXI+”-მა შემდეგი სამაუწყებლო არხების: „რუსთავი 2“, „იმედი“, „GDS“, „კომედი არხი“, „Иллюзион +“, ,,TV 4“, ,,Cartoon network“, „Наш футбол,” „Show“, ,,Новое кино”, „ქართული არხი“, „ენკი-ბენკი“, „РУ ТВ“, “National Geographic”, „ТНТ“, ,,НТВ”, ,,Россия 1”, ,,Перец”, ,,Eurosport“, „Баскетбол“, ,,TV 3“ (რუსული), „Феникс Кино“, ,,24 Техно”, „Теннис“, ,,Eurosport 2“, „Боец ТВ“, ,,RTVi”, ,,TV1000 action”, ,,Домашний”, „STV“, , ,,РЕН ТВ”, ,,СТС”, „Индия ТВ“, ,,ПРемьера”, „Кинохит“, „футбол ”, „футбол 2”, „Пятница“, ,,Охота и рыбалка”, ,,Кино плюс”, ,,Кухня ТВ”, ,,Animal planet”, „Discovery“, „Inter+“, „Шансон ТВ”, „Euronews“ საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
5. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებილივი აღსრულებისათვის;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ტვ XXI+“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,ტვ XXI+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,ტვ XXI+“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტვ XXI+“-სთვის ჩაბარების დღიდან;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
