წვდომის მენიუ

შპს ,,TV ERA“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 644 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2014 19:27

მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2014

შპს ,,TV ERA“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

            ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

კომისია აღნიშნავს, რომ  2014 წლის 21 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 21 ოქტომბრის  №10/1715-14 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2014 წლის  26 სექტემბერს, შპს ,,TV ERA“ -ს მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №36  თანდართული მასალით, კერძოდ, 2014 წლის 26 სექტემბრის შპს ,,TV ERA“-ს შემოწმების ვიდეოჩანაწერი -1 DVD, შპს ,,TV ERA“-სა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება        N02-02/1, კომისიის 20.03.2014 N04/586-14  წერილი შპს ,,TV ERA“-ს, კომისიის 20.03.2014 N04/586-14 წერილის შპს ,,TV ERA“-ს მიერ ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო უკუგზავნილი, შპს ,,TV ERA“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები).

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 21 ოქტომბრის  №10/1715-14 სამსახურებრივი ბარათისა და შპს ,,TV ERA“-ს მიმართ 2014 წლის 26 სექტემბერს შედგენილი №36 შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 26 სექტემბერს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ განხორციელდა შპს ,,TV ERA“-ს შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით; შემოწმება ჩატარდა ქ. ბათუმში, კომახიძის ქ. N119-ში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N02-02/12  ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „TV ERA“-ს  აბონენტს წარმოადგენს. აღნიშნული შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ 2014 წლის 26 სექტემბერს, შპს ,,TV ERA“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: ,,მაესტრო“, „TV3’’ (ქართული), ,,რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“, „აჭარა“, „კომედი არხი“, „Fashion TV“, „Детский Мир“, „Show“, „RU TV“, „Кухня ТВ“, „РЕН ТВ“, „Боец“, ,,TV 3 (რუსული),  Шансон ТВ“, ,,феникс кино“, „Animal Planet“, ,,телекафе“, „National Geographic“, ,,Nature“, „Setanta sport“, „ენკი–ბენკი“, „Discovery“, ,,култура“, „ობიექტივი“, „Баскетбол“, ,,НТВ“, ,,ხარისხის არხი“, , ,,tv 11“,  ,,ОРТ“, „ერთსულოვნება“, „GDS TV “, „ERA“, „TV 1000 Action“, „Мир“, „ТНТ“, ,,Россия 1“,  „Дом Кино“, „TV XXI“, „Киноплюс“, „ტელეარხი 25“, „Теннис“, „TV 1000 Русское Кино“, „TV 1000“, „Футбол 2“, „Eurosport 2“, „Еврокино“, ,,Cartoon Network”, Индия ТВ“, „Наш Футбол“, „Euronews“, „STV“, „RTVi“, „Премьера“, ,„Silk სპორტი 2“, „Интер+“, „Silk სპორტი“, „Silk კინო კლასიკა“, ,,Silk კინო ჰოლივუდი“, ,,Silk კინო კოლექცია“, „კავკასია“, „Кинохит“, „C1” (სომხური პირველი არხი), „Домашний“, „Планета“.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს  ,,TV ERA“-ს 2014 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „Show“, ,,феникс кино“, „TV3 (რუსული)“, „National Geographic“, „Баскетбол“, „СТС“, ,„Футбол“, „Футбол 2“,  „Россия 1“,„Теннис“, „STV“, „Silk სპორტი 2“, “Silk კინო კლასიკა“,  “Silk კინო ჰოლივუდი“, ,,Silk კინო კოლექცია“, „Домашний“. შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „TV ERA“–ს მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა (21.10.2014; №10/1715-14) და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 5 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,TV ERA“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 13 ნოემბერს, 16:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,TV ERA“-ს ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 13 ნოემბრის  სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,TV ERA“-ს დირექტორი მერაბ მეტრეველი, რომელმაც განაცხადა, რომ სამაუწყებლო არხების უმეტესობაზე მოპოვებული აქვს გადაცემის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა არის რამოდენიმე არხი, რომლებსაც გადასცემს არამართლზომიერად, რაც განპირობებულია ბათუმში მომუშავე სხვა ავტორიზებული პირების (შპს ,,ტვ XXI+“ და შპს ,,Batumi Media Group”) საქმიანობით, რომლებიც სრულ კონტენტს გადასცემენ არამართლზომიერად და მათთვის კონკურენციის გაწევა სხვაგვარად შეუძლებელია.

კომისიის 2014 წლის 13 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგში ჩასმული იყო ასევე შპს ,,ტვ XXI+“-სა და შპს ,,Batumi Media Group”-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, თუმცა აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ კომისიის სხდომაზე. კომისიამ მიიჩნია, რომ საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე უმჯობესი იქნებოდა ბათუმში მოქმედი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი განხილული და გადაწყვეტილი ყოფილიყო ერთობლივად. აღნიშნულიდან გამომდინარე საკითხის განხილვა გადაიდო 2014 წლის 25 ნოემბრისათვის.

2014 წლის 25 ნოემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,TV ERA“-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით მიქაბერიძე, რომელმაც განაცხადა, რომ 2014 წლის 24 ნოემბერს კომისიაში წარმოადგინა შპს ,,TV ERA“-სა და საერთაშორისო კომპანია ,,ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედ“-ს შორის 2014 წლის პირველ სექტემბერს, სატელევიზო არხის ტრანზიტით გავრცელების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც შეეხება იმ სატელევიზო არხების ნაწილს, რომლებიც დაფიქსირებულია 2014 წლის 26 სექტემბრის N36 შემოწმების აქტში.

2014 წლის 25 ნოემბრის კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ივანე მახარაძის განმარტების შესაბამისად, შპს ,,TV ERA“-ს მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით, კომპანიას მაუწყებლობის ტრანზიტის უფლებამოსილება მოპოვებული აქვს  2014 წლის 26 სექტემბრის N36 შემოწმების აქტში დაფიქსირებულ სამ სამაუწყებლო არხზე: ,,феникс кино“, „TV3 (რუსული)“ და „СТС“.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.         კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 21 ოქტომბრის №10/1715-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;

2.         კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014  წლის 26 სექტემბრის №36 შემოწმების აქტი;

3.         2014 წლის 26  სექტემბრის შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო -ვიზუალური ჩანაწერი (DVD);

4.         შპს ,,TV ERA“-სა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N02-02/1;

5.         კომისიის 2012 წლის 27 თებერლის №04/462–12 წერილი და ამ წერილის შპს ,,TV ERA“-სათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

6.         კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80–13 წერილი და ამ წერილის შპს ,,TV ERA“-სათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

7.         კომისიის 20.03.2014 N04/586-14  წერილი შპს ,,TV ERA“-ს ამ წერილის შპს ,,TV ERA“-სათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

8.         შპს ,,TV ERA“-ს მიერ კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;

9.         კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 12 ნოემბრის №10/1862-14 სამსახურებრივი ბარათი;

10.     მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,TV ERA“-ს შესახებ მონაცემები;

11.     2014 წლის 13 ნოემბრის კომისიის სხდომაზე შპს ,,TV ERA“-ს დირექტორის მერაბ მეტრეველის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.

12.     2014 წლის 25 ნოემბრის კომისიის სხდომაზე შპს ,,TV ERA“-ს წარმომადგენლის დავით მიქაბერიძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.

13.     2014 წლის 25 ნოემბრის კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ივანე მახარაძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.         კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს ,,TV ERA” არის ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 26.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);

2.          2014 წლის 26 სექტემბერს, 10:05 საათზე,  შპს ,,TV ERA“-ს აბონენტთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მისამართზე ქ. ბათუმი, კომახიძის ქ. N119, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების (ზ. კვირკველია, ი. ბაღაშვილი) მიერ განხორციელდა შპს ,,TV ERA“-ს მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №36. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ზურაბ კვირკველია, იოსებ ბაღაშვილი და შემოწმების აქტის შედგენის მოწმე იოსებ აბულაძე. შემოწმების შედეგების სისწორე დადასტურდა კომისიის 2014 წლის 26 სექტემბრის №36 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (DVD);

3.         შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2014 წლის 26 სექტემბერს, შპს ,,TV ERA“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: ,,მაესტრო“, „TV3’’ (ქართული), ,,რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“, „აჭარა“, „კომედი არხი“, „Fashion TV“, „Детский Мир“, „Show“, „RU TV“, „Кухня ТВ“, „РЕН ТВ“, „Боец“, ,,TV 3 (რუსული),  Шансон ТВ“, ,,феникс кино“, „Animal Planet“, ,,телекафе“, „National Geographic“, ,,Nature“, „Setanta sport“, „ენკი–ბენკი“, „Discovery“, ,,култура“, „ობიექტივი“, „Баскетбол“, ,,НТВ“, ,,ხარისხის არხი“, , ,,tv 11“,  ,,ОРТ“, „ერთსულოვნება“, „GDS TV “, „ERA“, „TV 1000 Action“, „Мир“, „ТНТ“, ,,Россия 1“,  „Дом Кино“, „TV XXI“, „Киноплюс“, „ტელეარხი 25“, „Теннис“, „TV 1000 Русское Кино“, „TV 1000“, „Футбол 2“, „Eurosport 2“, „Еврокино“, ,,Cartoon Network”, Индия ТВ“, „Наш Футбол“, „Euronews“, „STV“, „RTVi“, „Премьера“, ,„Silk სპორტი 2“, „Интер+“, „Silk სპორტი“, „Silk კინო კლასიკა“, ,,Silk კინო ჰოლივუდი“, ,,Silk კინო კოლექცია“, „კავკასია“, „Кинохит“, „C1” (სომხური პირველი არხი), „Домашний“, „Планета“;

4.         კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,TV ERA“-ს ეცნობათ და განემარტათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ ყოველთვიურად, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით შპს ,,TV ERA”-ს განემარტა, რომ წერილში აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების მართლზომიერება დაუდასტურებლად იქნებოდა მიჩნეული. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების თაობაზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,TV ERA“-ს  განმეორებით ეცნობათ კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით. ამავე წერილით შპს ,,TV ERA“-ს განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით შპს ,,TV ERA“-ს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;

5.         კომისიის 2014 წლის 20 მარტის N04/586-14 წერილის თანახმად შპს ,,TV ERA“-ს დაევალა  5 სამუშაო დღის ვადაში სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა და აღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები) კომისიაში  წარმოდგენა; აღნიშნული  წერილი შპს ,,TV ERA“-ს  ჩაბარდა 2014 წლის 22 მარტს; 2014 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით შპს ,,TV ERA“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „Show“, ,,феникс кино“, „TV3 (რუსული)“, „National Geographic“, „Баскетбол“, „СТС“, ,„Футбол“, „Футбол 2“,  „Россия 1“,„Теннис“, „STV“, „Silk სპორტი 2“, “Silk კინო კლასიკა“,  “Silk კინო ჰოლივუდი“, ,,Silk კინო კოლექცია“, „Домашний“;

6.         შპს ,,TV ERA“-ს მიერ 2014 წლის 24 ნოემბერს კომისიაში წარმოდგენილი იქნა შპს ,,TV ERA“-სა და საერთაშორისო კომპანია ,,ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედ“-ს შორის 2014 წლის პირველ სექტემბერს, სატელევიზო არხის ტრანზიტით გავრცელების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს ,,TV ERA“ 2014 წლის პირველი სექტემბრიდან უფლებამოსილია გადასცეს რიგი სატელევიზო არხები და  მათ შორის: ,,феникс кино“, „TV3 (რუსული)“ და „СТС“. აღნიშნული ხელშეკრულება შპს  ,,TV ERA“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა 2014 წლის 26 სექტემბრის N36 შემოწმების აქტის შედგენამდე;

7.         კომისიის 2014 წლის 07 აგვისტოს №451/18 გადაწყვეტილებით, შპს ,,TV ERA“-ს დაეკისრა ჯარიმა 9, 098.54 ლარის ოდენობით „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და  ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.      ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2.      ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;

3.      „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4.      „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

5.      „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

6.      „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;

7.      ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

8.      „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

9.      ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს:

 ა) გადაცემის ჩაწერა;

 ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა;

გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;

დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;

ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.

ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;

ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;

თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;

10.     ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

11.     „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

12.     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

13.     ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის  ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ  არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 12 ნოემბრის №10/1862-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,TV ERA“-ს ბოლო 12 კალენდარული თვის (2013 წლის ოქტომბერი - 2014 წლის სექტემბერი) ჯამური შემოსავლის 1% შეადგენს 18,979.24 ლარს.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ 2014 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით სამაუწყებლო არხების: „Show“, „National Geographic“, „Баскетбол“, ,„Футбол“, „Футбол 2“,  „Россия 1“,„Теннис“, „STV“, „Silk სპორტი 2“, “Silk კინო კლასიკა“,  “Silk კინო ჰოლივუდი“, ,,Silk კინო კოლექცია“, „Домашний“, შესაბამისი ხელშეკრულებებისა ან/და სანებართვო წერილების გარეშე უცვლელი სახით გადაცემით, შპს ,,TV ERA“-ს მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი.

საერთაშორისო კომპანია ,,ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედთან“ 2014 წლის პირველ სექტემბერს სატელევიზო არხების ტრანზიტით გავრცელების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების, აღნიშნული არხების პაკეტში ჩასმამდე კომისიაში წარმოუდგენლობით, შპს ,,TV ERA“-ს მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ა) ქვეპუნქტი;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,TV ERA”-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, კერძოდ, კომისიის 2014 წლის 8 მაისის №451/18 გადაწყვეტილებით, შპს ,,TV ERA“-ს დაეკისრა ჯარიმა 9, 098.54 ლარის ოდენობით „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, შპს ,,TV ERA”-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა  18,979.24 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,TV ERA“-ს, ამავდროულად, უნდა აეკრძალოს სამაუწყებლო არხების: „Show“, „National Geographic“, „Баскетбол“, „Футбол“, „Футбол 2“,  „Россия 1“,„Теннис“, „STV“, „Silk სპორტი 2“, “Silk კინო კლასიკა“, “Silk კინო ჰოლივუდი“, ,,Silk კინო კოლექცია“, „Домашний“  საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „TV ERA”-ს მხრიდან ადგილი აქვს დენადი ხასიათის დარღვევის ჩადენას, მიზანშეწონილია წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის, ვინაიდან არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; კერძოდ, აღსრულების გადადებამ შეიძლება არაჯანსაღი კონკურენტული გარემო შექმნას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელების სფეროში და  სამაუწყებლო არხების არალეგალური ტრანზიტით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ამავე ბიზნესის მწარმოებელ იმ კონკურენტ კომპანიებს, რომლებიც ავრცელებენ მართლზომიერად მოპოვებულ სამაუწყებლო არხებს (კერძოდ, აბონენტების გადინება და სხვა). ამასთან, დარღვევის დენადი ხასიათიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შემთხვევაში, შენარჩუნდება ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ამ სეგმენტზე საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ნაკისრი, საერთაშორისო ვალდებულებების პერმანენტულად დარღვევის მდგომარეობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე, 165-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.      შპს ,,TV-ERA”-ს დაეკისროს ჯარიმა 18,979.24 (თვრამეტიათას ცხრაას სამოცდაცხრამეტი და ოცდაოთხი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2.      უზრუნველყოს შპს ,,TV ERA“-მ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: 

       ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900; 

       ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

       სახაზინო კოდი -  300693251;

3.      უზრუნველყოს შპს ,,TV ERA”-მ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის  კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 (სამი)  სამუშაო დღის ვადაში;

4.      უზრუნველყოს შპს ,,TV ERA”-მ შემდეგი სამაუწყებლო არხების: „Show“, „National Geographic“, „Баскетбол“, ,„Футбол“, „Футбол 2“,  „Россия 1“,„Теннис“, „STV“, „Silk სპორტი 2“, “Silk კინო კლასიკა“,  “Silk კინო ჰოლივუდი“, ,,Silk კინო კოლექცია“, „Домашний“ საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტის შეწყვეტა;

5.      გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის;

6.      დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,TV ERA“-სათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

7.      დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს ,,TV ERA“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

8.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6) შპს ,,TV ERA“-სათვის   ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

9.      გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,TV ERA“-სათვის ჩაბარების დღიდან;

10.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

11.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

12.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-10     და მე-11, პუნქტების გარდა) დაევალოს კომისის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრები                                                                              სოფიო ბრიტანჩუკი

                                                                                                               ირაკლი მოსეშვილი

                                                                                                               კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები