წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის № 84 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 646 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2016 17:34

მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის № 84 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის  27 ნოემბრის №84 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის №84 სხდომის დღის წესრიგის მე–16 საკითხის (შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ) განხილვა 2014 წლის 11 დეკემბერს, 16:00 საათზე;

2. კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის №84 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

 

კომისიის წევრი

 

სოფიო ბრიტანჩუკი

 

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

 

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №84 სხდომის

ქ. თბილისი                                                           2014  წლის 27 ნოემბერი, 16:00 საათი

 

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №84 სხდომის დღის წესრიგის   დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ეგრისისთვის“ რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  4. სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  5. შპს  „მერსი ექსპრესისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური
    დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  6. შპს ”სითი-ტაქსისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  7. შპს “წინსვლისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  8. შპს ”ივერია მოტორსისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  9. შპს “საქართველო 21-ე საუკუნისთვის”  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  10.  სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ოთარ მღებრიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  11. შპს ,,მობიტელისთვის” ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდების (NSPC) მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  12. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე შპს ,,სერვისნეტის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ(მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  13. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 და 2012 წლის 26 ნოემბრის №745/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  14. შპს “სკაინეტის“ (ს/კ 412676509) წილის 10%-ის ფიზიკურ პირ კახა ქოჩიაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ  (მომხს. ე. ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);
  15. შპს „იმერ TV”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  16. შპს „ტელევიზია კახეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი). 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები