შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ეგრისისთვის“ რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 09, 2014 17:09
მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2014
შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ეგრისისთვის“ რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელმა ტელეკომპანია „ეგრისმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (№27,23.10.14) ქ.სენაკში, სატელევიზიო სტუდიიდან (ახალგაზრდობის ქ. №9) სენაკის სატელევიზიო ანძამდე სატელევიზიო სიგნალის მიწოდებისთვის, 3გჰც÷4გჰც დიაპაზონში რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ეგრისი“ ფლობს ქ.სენაკში კერძო ტელემაუწყებლობის (საერთო მაუწყებლობა) ლიცენზიას № B28 (ვადა 17.06.15), პირველ სატელევიზიო არხზე 10ვტ სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემით მაუწყებლობაზე.
შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ეგრისისთვის“ ქ. სენაკში, სატელევიზიო სტუდიიდან (ახალგაზრდობის ქ. №9) სენაკის სატელევიზიო ანძამდე სატელევიზიო სიგნალის მიწოდებისთვის, შერჩეულ იქნა სიხშირე 3880 მჰც ± 14 მჰც, ზოლის სიგანით 28მჰ სიხშირე გათვალისწინებულია ქ. სენაკში, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ეგრისის“ სატელევიზიო სტუდიიდან (ახალგაზრდობის ქ. №9) სენაკის სატელევიზიო ანძამდე სატელევიზიო სიგნალის მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს დამოუკიდებელ ტელეკომპანია „ეგრისს“ სიხშირე 3880 მჰც ± 14 მჰც, ზოლის სიგანით 28მჰც ქ.სენაკში სატელევიზიო სტუდიიდან (ახალგაზრდობის ქ. №9) სენაკის სატელევიზიო ანძამდე სატელევიზიო სიგნალის მიწოდებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, კერძო ტელემაუწყებლობის (საერთო მაუწყებლობა) № B28 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 17.06.15);
2. აღირიცხოს შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ეგრისისთვის“ მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ეგრისისთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ეგრისისთვის“ ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი კ.ბექაური
