წვდომის მენიუ

სს ”თელასისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 66 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2014

მიღების თარიღი თებერვალი 06, 2014

სს  ”თელასისთვის”  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ სს”თელასმა” (რეგისტრირებული ქ.თბილისში დიდუბის რაიონის სასამართლოს მიერ №2/7-1,  14.05.1995) კომისიას მიმართა განცხადებით TELASI 2130053947,10.12.13 (კომისიაში რეგისტრირებული №7/530-13, 19.12.13),  ქ.თბილისში, განცხადებაში აღნიშნულ კოორდინატებით განსაზღვრულ მონაკვეთებზე შიდა მოხმარების რადიოსარელეო ქსელის ფუნქციონირებისთვის, 18გჰც სიხშირულ დიაპაზონში, ორი სიხშირული წყვილის მინიჭების მოთხოვნით.  

      კომისია აღნიშნავს, რომ სს ”თელასისთვის”  შერჩეულ იქნა სიხშირული წყვილები (18057.5მჰც±3.5მჰც და 19067.5მჰც±3.5მჰც, ასევე  18112.5მჰც±3.5მჰც და 19112.5მჰც±3.5მჰც), რაც გათვალისწინებულია შიდა მოხმარების რადიოსარელეო ხაზის სადგურების ფუნქციონირებისთვის  წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად  და გამოყენებული იქნება მხოლოდ  სს”თელასის”   მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

        კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

      ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

       კომისია  აღნიშნავს, რომ სს”თელასს”  წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (2000 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და  “საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს სს”თელასს” რადიოსიხშირული სპექტრით    სარგებლობის № F 698 ­­   ნებართვა და მიენიჭოს რადიოსიხშირული წყვილები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად,  ერთი წლის ვადით, შიდა მოხმარების რადიოსარელეო ქსელის ფუნქციონირებისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.  სს”თელასის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული წყვილები გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. აღირიცხოს სს”თელასისთვის”  ნებართვით მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

4. დაევალოს სს ”თელასს” გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს”თელასისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6)  ერთი თვის ვადაში;   

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს”თელასისთვის” ჩაბარებისთანავე.

 კომისიის თავმჯდომარის

 მოვალეობის შემსრულებელი                                                               ა.სიხარულიძე

  კომისიის წევრი                                                                                                           ს.ბრიტანჩუკი

  კომისიის წევრი                                                                                                           კ.ბექაური             

  კომისიის წევრი                                                                                                           ი.მოსეშვილი

 

რადიოსარელეო      ხაზის      მონაკვეთები

გადაცემის სიხშირე, (ზოლის სიგანე ± 3.5მჰც)

A

B

Tx A

Tx B

1

სს ”თელასი”(ოფისი) 41°44 3.11"N 

44°47 5.22"E

”მობილფონის” ანძა

410 41’ 26.55” N

440 44’51.75” E

18057.5 მჰც

19067.5 მჰც

2

სს ”თელასი”(ოფისი) 41°44 3.11"N 

44°47 5.22"E

შპს ”ჰორიზონტის” ანძა, მახათა

410 42’ 52.71” N

440 49’ 47.30” E

18057.5 მჰც

19067.5 მჰც

3

”მობილფონის” ანძა

410 41’ 26.55” N

440 44’ 51.75” E

სს ”თელასის” ც.საწყობი, ლილო

410 41’ 28.49” N

440 58’ 20.75” E

19067.5 მჰც

18057.5 მჰც

4

”მობილფონის” ანძა

410 41’26.55” N

440 44’ 51.7” E

ანძა, მუხიანი

410 47’ 18.05” N

440 50’ 29.76” E

19122.5 მჰც

18122.5 მჰც

5

შპს ”ჰორიზონტის” ანძა, მახათა

410 42’ 52.71” N

440 49’ 47.30” E

სს ”თელასის” ც.საწყობი, ლილო

410 41’28.49” N

440 58’ 20.75” E

19122.5 მჰც

18122.5 მჰც

დანართი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები